კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 როგორ უნდა მოიშოროთ კბილებზე გაჩენილი ნადები და გაითეთროთ ემალი სახლის პირობებში

ნინო კანდელაკი ანი რევია

  ზოგადად, კბილების ფერი ადამიანის კულტურაზე მეტყველებს და გენეტიკასთან ერთად, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოწესრიგებულია და როგორ უვლის თავს. კბილების ფერის ცვლილებას საკვებიდან მიღებული ორგანული თუ არაორგანული საღებავები იწვევს. ისინი, ილექებიან კბილის ზედაპირზე და დროთა განმავლობაში არასასიამოვნო ელფერს აძლევენ. არსებობს ემალის ფერის შემცვლელი რამდენიმე გარეგანი ფაქტორი. მაგალითად, ისეთი პროდუქტების ხშირი მოხმარება, როგორიცაა  ჩაი, ყავა, ნიკოტინი. მართალია, იყიდება საკმაოდ ძვირი კბილების მათეთრებელი საშუალებები, მაგრამ მათი უმეტესობა ემალისთვის საზიანოა, კბილებს ათხელებს და ასუსტებს. ამიტომ, სახლის პირობებში დამზადებული კბილის მათეთრებელი საშუალებები ყველაზე კარგი გამოსავალია, ეფექტურია და ამავდროულად, უსაფრთხო.
  * საჭმელი სოდა და ლიმონი – ჩაყარეთ მინის ჭურჭელში ერთი სუფრის კოვზი სოდა, დაასხით ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. მასა ჯერ აქაფდება, შემდეგ კი ჟელესებური გახდება. ამოავლეთ მასში კბილის ჯაგრისი და გაიხეხეთ კბილები. ეს რეცეპტი განსაკუთრებით მათ გამოადგებათ, ვინც ბევრ ყავას, ჩაის სვამს, ეწევა სიგარეტს... კბილებზე გაჩენილ მოყვითალო ნადებს სოდისა და ლიმონის ნარევი მარტივად და ძალიან ეფექტურად მოაცილებს.
  * ნახშირი – ათეთრებს კბილის ემალს: 2 აბი ნახშირი გახსენით ცოტა წყალში. მასა უნდა გამოვიდეს სქელი, დაახლოებით კბილის პასტის კონსისტენციის. ამოავლეთ კბილის ჯაგრისი მიღებულ მასაში და 2 წუთის განმავლობაში ნაზად იხეხეთ კბილები. შემდეგ, გამოივლეთ წყალი და კვლავ გაიმეორეთ პროცედურა. შეეცადეთ, ნახშირის ნამცეცები არ დაგრჩეთ კბილებში. ნახშირს გემო თითქმის არ აქვს და პროცედურა არანაირ უსიამოვნო შეგრძნებას არ იწვევს. შეგიძლიათ, უბრალოდ, ჩაღეჭოთ ნახშირის აბი, შემდეგ კი გაიხეხოთ კბილები ჯაგრისითა და პასტით. ან დააყაროთ კბილის პასტას დაფხვნილი ნახშირი და ასე გაიხეხოთ კბილები. გამოიყენეთ აქტივირებულ ნახშირი და უკვე, მესამე პროცედურის შემდეგ, აშკარა ეფექტს შეამჩნევთ. გაითვალისწინეთ, რომ ნახშირით კბილების გათეთრების პროცედურის ჩატარება, რეკომენდებულია მხოლოდ 7-10 დღეში ერთხელ და სიხშირე დამოკიდებულია კბილების ემალის მდგომარეობასა და მგრძნობელობაზე.
  * საკვები სოდა და წყალი – აურიეთ ერთი ჭიქა საკვები სოდა და ცოტა წყალი ისე, რომ პასტის კონსტიტენცია მიიღოთ და კბილები ამ ნარევით გაიხეხეთ. დატოვეთ 10 წუთის განმავლობაში და ეცადეთ, არ გადაგეყლაპოთ. შემდეგ კბილები თბილი წყლით გაისუფთავეთ. 5 წუთის მერე კი ჩვეულებრივი კბილის პასტით გაიხეხეთ.
  * საკვები სოდა და კბილის პასტა – შეურიეთ ცოტა კბილის პასტა საკვებ სოდას. გაიხეხეთ კბილები ამ ნარევით და ბოლოს თბილი წყალი გამოივლეთ.
  * ვაშლის ძმარი – ჭიქაში ჩაასხით ცოტა ძმარი და გამოივლეთ კბილებში ისე, რომ არ გადაგეყლაპოთ. შემდეგ, თბილი წყალი გამოივლეთ.
  * ვაშლის ძმარი და საკვები სოდა – კარგად აურიეთ ერთმანეთში ცოტა ვაშლის ძმარი და საკვები სოდა, სანამ არ მიიღებთ კბილის პასტის მსგავს ნარევს. კბილებზე წაისვით და დაიტოვეთ  5 წუთი. შემდეგ თბილი წყალი გამოივლეთ და ჩვეულებრივი კბილის პასტით გაიხეხეთ.
  * მარწყვი –  მარწყვი გაჭერით შუაზე, დაისრისეთ კბილებზე და  დაელოდეთ 5 წუთი. შემდეგ, გაიხეხეთ კბილები ჩვეულებრივი კბილის პასტით.
  * ბანანის ქერქი – დაისრისეთ ქერქი კბილებზე, 2-3 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი თბილი წყალი გამოივლეთ.
скачать dle 11.3