კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 უცნობი ბერის სწავლებანი

* დაუტევეთ პირქუშობა და ადამიანებთან ურთიერთობისას იყავით უფლის წინაშე, ვითარცა ჩვილნი უბოროტონი.
* ეჭვიანობა სრულიად უცხოა ქრისტიანობისთვის და ამიტომ ნუ შეითვისებთ მას. ხოლო სიბრძნეს, სიფრთხილესა და უბიწოებას თვით უფალი ითხოვს ჩვენგან: „იყვენით ბრძენნი, ვითარცა გუელნი, და უმანკონი, ვითარცა ტრედნი“.
* ყოველთვის დაიცავით ზომიერება: უკიდურესობანი არსად და არაფერში არ არის საქები. გახსოვდეთ თქმული ძველთა მიერ: „ტვირთვის შემძლებელს ყველაფერი წინასწარვე აუწყეო“.
* მიმართეთ მოყვასს მხიარულად და სიყვარულით. გიყვარდეთ ისინი. ემსახურეთ მათ – ისინი ძვირფასნი არიან: მათთვის დაიღვარა მაცხოვრის სისხლი. ისინი ქრისტეს ასონი არიან. არ შეურაცხყოთ ისინი, თუნდაც ძალიან მსუბუქად.
* ნურავის მოაგონებთ წარსულს ყვედრებით, თორემ უფალი გაგიხსენებთ და მოგკითხავთ იმას, რაც უკვე შეგინდოთ.
* გულგატეხილობის ჟამს აიძულე გულსაც და ენასაც, რომ ილოცონ ამგვარად: „უფალო, შემიწყალე – ვიღუპები!“
* ბოროტს სძლიეთ კეთილით: ბოროტებას ბოროტებით ვერ გამოასწორებ.
* გაფიცხების ჟამს დადუმდით და იმეორეთ იესოს ლოცვა.
* თავი არ გაიმართლოთ, არ იკამათოთ, შემწყნარებელი იყავით ხასიათთა და ასაკთა მიმართ. როგორც შეგიძლიათ, ნუგეში ეცით ყველას და თითოეულს. არ განიკითხოთ არავინ, არ მიაგოთ ბოროტი ბოროტისა წილ: ყველა გიყვარდეთ, ყველას შეუნდეთ, იყავით ყველას მსახური.
* სიტყვისგების გარეშე გადაიტანეთ მოუთმენლობა, უხიაგობა, უზრუნველობა, დაუმსახურებელი მრისხანება.
* სიცოცხლე მოცემული გვაქვს მხოლოდ იმისთვის, რომ ვადიდებდეთ ღმერთს, კეთილს ვუყოფდეთ მოყვასს და ვისწრაფვოდეთ ზეციური სასუფევლისკენ სახარებაში მითითებული ვიწრო გზით და არა იმისთვის, რომ ვმხიარულობდეთ: ნეტარ არიან მგლოვიარენი და არა მცინარენი.
* ჩემი აზრით, სიმდაბლე მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი  თავს თვლის ყველაზე ცოდვილად, არავის ამცირებს, არ შეურაცხყოფს, არ განიკითხავს, უყურადებს მხოლოდ თავის თავს და არ ეძებს არც სიმდიდრეს, არც დიდებას, არც ქებას, არც პატივს, მიიჩნევს რა საკუთარ თავს უღირსად ყოველივე ამისთვის. მამაცურად ითმენს დამცირებას, გინებას, ყვედრებას, რადგან ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი დაიმსახურა. ყველას გულთბილად ეპყრობა, მზად არის, ყველას სიყვარულით ემსახუროს, ვერ ხედავს თავის კეთილ საქმეებს და საჭიროების გარეშე მათზე არ ლაპარაკობს. მსგავს სიმდაბლეს ვითხოვ თქვენთვის უფლისგან, შვილნო ჩემნო, რადგან ის არა მხოლოდ ცოდვისაგან დაგიცავთ, არამედ მოგგვრით სიყვარულს იმისას, ვინც დაიმდაბლა თავი ჯვარცმით სიკვდილამდე.
* სიყვარული ფარავს მრავალ ცოდვას. თუკი თქვენ იქნებით მწუხარეთათვის ნუგეშისმცემელი, ბედკრულთათვის – მლხინებელი, გლახაკთათვის – შემწე, ობოლთათვის – მამა და დედა, სნეულთათვის – განსვენება, მსახურთა მიმართ – გულმოწყალე, გზააბნეულთათვის – მსწავლელი ცხონებისა და ყოველი ქრისტიანისათვის – შეძლებისდაგვარად გულმოდგინე მსახური, მაშინ თქვენი უმცროსი ძმებისა და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ასოთა მიმართ ასეთი სიყვარულისთვის არა მარტო თქვენი ცოდვები აღიხოცება, არამედ იხილავთ უფალს პირისპირ და განიხარებთ საუკუნოდ.
* არა საკუთრივ საქმეში გვაცხოვნებენ ჩვენ, არამედ ღმრთის მოწყალება, თუკი ჩვენ ვიქმთ საქმეებს მხოლოდ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესთვის. დაე, არ მოგაკლოთ მან – ჩემს მეგობრებს თავისი წყალობა მთელი თქვენი სიცოცხლის განმავლობაში. უმწეონი ხართ თუ დუხჭირნი – ყველამ ისწრაფეთ მოწყალე უფლისკენ – იესო ქრისტესკენ და სასოებდეთ მას მტკიცედ: ეს სასოება არ შეგარცხვენთ თქვენ უკუნისამდე.
* არ შეურაცხყოთ ჩემი სიტყვები და არ მიიჩნიოთ ისინი ძნელად შესასრულებლად. უფლისთვის და უფალთან ერთად ყველაფერი, რაც რთულია, ადვილი ხდება და ყოველი სამწუხარო – არასამწუხარო.
скачать dle 11.3