კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 ძალა სისუსტეში

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

   ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა ამოუწურავი თემაა.  წყვილის ერთმანეთთან დამოკიდებულებაზე ბევრი რამ ახდენს გავლენას –  საზოგადოებრივი აზრი, სტერეოტიპები, რომლებიც მუდმივად იცვლება. ის, რაც რამდენიმე  წლის წინ ხალხურ სიბრძნედ ითვლებოდა, ახლა უკვე ფსევდოჭეშმარიტებაა. გთავაზობთ ქალისა და კაცის ურთიერთობის შესახებ ხუთ სტერეოტიპს, რაც აღარ მუშაობს:  
  ქალის ძალა მის სისუსტეშია – ჯერ კიდევ შექსპირი და დიუმა ამბობდნენ, რომ ქალის ძალა მის სისუსტეშია. იგულისხმებოდა, რომ ამ ძალის გამოყენებით ქალი მამაკაცში მფარველისა და დამცველის თვისებებს აღვივებს. სინამდვილეში, ქალის ძალა მამაკაცთან მიმართებაში მის სინაზეში, მგრძნობიარობაშია და არა უმწეობასა და დაუცველობაში.
  ურთიერთობები  მძიმე შრომაა – არ არსებობს იმაზე უსარგებლო შრომა, ვიდრე პარტნიორის გადაკეთების მცდელობა და მისი შენარჩუნებისთვის ბრძოლაა. პარტნიორთან ურთიერთობა არ უნდა გამძიმებდეთ. წყვილის ერთად ყოფნის არსი ის უნდა იყოს, რომ ერთმანეთი გააბედნიერონ, ერთმანეთს ცხოვრება კი არ უნდა გაურთულონ, არამედ გაუადვილონ. საჭირო არ არის  ჩაკეტილ კარზე ბრახუნი.  
მამაკაცებს „სწერვა“ ქალები მოსწონთ – ეს სტერეოტიპი შეგიძლიათ, საერთოდ დაივიწყოთ. ის ყოველთვის მცდარი იყო. არავის უნდა კონფლიქტურ და ისტერიულ ქალთან ურთიერთობა. მამაკაცების ინტერესს მართლაც იწვევენ თამამი გოგონები, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ საკუთარი გრძნობების გამოხატვა და მაღალი თვითშეფასება აქვთ, თუმცა გონივრული ზღვრის ფარგლებში.
  მამაკაცებს ეშინიათ   ძლიერი ქალების – სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ძლიერი ქალების სუსტ მამაკაცებს ეშინიათ. ძლიერ კაცებს კი ცხოვრების თანამგზავრად სულაც არ სჭირდებათ სათუთი ფერიები. ისინი  არჩევანს უფრო ხშირად განვითარებულ და თავდაჯერებულ ქალებზე აკეთებენ. ამბიციურ და წარმატებულ მამაკაცებს გვერდით ღირსეული პარტნიორი სჭირდებათ და არა თოჯინა.
ყველა ქალს გათხოვება უნდა – ოცდამეერთე საუკუნეში ქალების მთავარი ოცნება სულ უფრო იშვიათად არის ოფიციალური ცერემონიები და გათხოვება. თანამედროვე ქალების პრიორიტეტებში გათხოვებაზე წინ წარმატებული კარიერა, ფინანსური დამოუკიდებლობა  და კომფორტული ცხოვრებაა.  

დიდი  შეცდომა

  უმრავლესობა მიიჩნევს, რომ  ქალსა და მამაკაცს  სხვადასხვა სასაუბრო ენა აქვთ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ერთმანეთს ვერ გაუგებენ. ქალური და მამაკაცური ენა – ეს  უფრო ლოგიკასთან არის ახლოს. თანაც ეს განსხვავება პრობლემას მხოლოდ მამაკაცებს უქმნის. საქმე ისაა, რომ ქალის თვითგამოხატვის მთავარი საშუალება ლაპარაკია, იგი პროფესიონალი „მეტყველია“ და ესმის ყველა ენა, სამაგიეროდ, ხშირად ავიწყდება,  რომ მამაკაცთან ქალური ენით საუბარი  დიდი შეცდომაა – ის მას ვერ გაუგებს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საუბრიდან რომელიმე სიტყვის მნიშვნელობა არ ესმის, უბრალოდ, ვერ ხვდება, რა საჭიროა ამდენი ლაპარაკი მცირე ინფორმაციის გადმოსაცემად. მაგალითად, როცა მამაკაცი რაღაცით დაკავებულია, ის ამბობს – „არ მცალია“  და ამით ყველაფერია ნათქვამი. ქალი კი იმავე სათქმელს ასე გამოხატავდა: „ახლა სამსახურში ვარ და მოხსენებას ვწერ  საერთაშორისო მიგრაციაზე. იმედია, უფროსს მოეწონება, მაგრამ რაღაც მეეჭვება – დღეს, მგონი, ცუდ  ხასიათზეა, ალბათ, რომელიმე თანამშრომელთან ან ცოლთან იკამათა.  უკვე მეხუთე ფინჯან ყავას სვამს. ისე,  დროა, ახალი კაბა ვიყიდო. აი, მაგისთვისაც კი არ მცალია. საყვარელო, რატომ არ მისმენ?!
  დარწმუნებული იყავით, ამდენ ლაპარაკს  კაცი უსარგებლო ყბედობად ჩათვლის, მაგრამ  აიტანს მანამ, სანამ  იმასაც იგივე ენაზე არ მოსთხოვთ საუბარს და კიდევ უარესს – ხმამაღლა ფიქრს.
  ერთსაათიანი მონოლოგი კაცისთვის ტანჯვაა. ამიტომ, თუ მამაკაცისაგან მოკლე პასუხს, ან დუმილს მიიღებთ, არ ნიშნავს, რომ მისთვის სულ ერთი ხართ. უბრალოდ, მამაკაცის ენაზე „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის“... ან საერთოდ  არ ითქმის.
  შესაბამისად, მამაკაცის სიტყვაძუნწობა არ ნიშნავს, რომ არ დარდობს ან არ ფიქრობს. ნუ შეეცდებით ამის შესახებ რაიმე ათქმევინოთ. ქალის ენაზე „გადმოთარგმნილი“ მამაკაცის სიტყვები „დავიღალე“, „ცუდად ვარ“... ასევე სევდიანი გამოხედვა   ნიშნავს:  „ყველგან პრობლემაა, სახლში, სამსახურში. შენც აღარ გიყვარვარ. თანაც ხვალ დაქალის დაბადების დღეა, მე კი  არც  ვიცი რა ჩავიცვა...“ თუ  გეჩვენებათ, რომ მამაკაცი თქვენთან ძალიან ენაწყლიანია და ყველაზე მეტს თქვენთან საუბრობს, ესე იგი, ეს ის შემთხვევაა, როცა აღარ უნდა შეაწუხოთ ზედმეტი შეკითხვებით – „რას ვნიშნავ შენთვის?“ „გიყვარვარ?“  „მოგენატრები?“ – ეს ხომ ისედაც ცხადია.
  მამაკაცისთვის  დასაშინებლად არ გამოდგება სტანდარტული  მუქარა – „გაგებუტები“. თუ მართლა მისი დასჯა გსურთ, არასოდეს შეუსრულოთ ეს მუქარა.
 P.S. განაწყენებული მამაკაცის შერიგების ოქროს წესი მოფერება და ტკბილი სიტყვაა. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მამაკაცს ქალური ენის მხოლოდ მოსმენა შეუძლია და არა გაგება, პრობლემის მოსაგვარებლად, საერთო ენის გამონახვა აუცილებელია.
скачать dle 11.3