კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№41 შეუძლია თუ არა ღალატს ქალის ცხოვრებაში სასიკეთო გარდატეხის მოხდენა

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  ძალიან  ბევრ  ფსიქოლოგს მიაჩნია, რომ ქალებს, რომლებსაც უღალატეს, ბედნიერი ურთიერთობის აწყობის მეტი შანსი აქვთ.  შეიძლება, ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, როდესაც საქმე ეხება მეუღლის ან პარტნიორის მხრიდან ღალატს, ქალი ყოველთვის მოგებულია. მთავარია, მან სწორი დასკვნები გააკეთოს, არ იხელმძღვანელოს მხოლოდ ემოციებით და შეძლოს სიტუაციის მართვის სადავეების ხელში აღება
  სპეციალურად ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქალს ღალატიდან 6 თვეში ნელ-ნელა  უმაღლდება საკუთარი თავის რწმენა.
  ღალატი ერთი  წლის განმავლობაში ქალს უმაღლებს ემოციურ ინტელექტს და აძლევს  ახალი,  გრძელვადიანი და ბედნიერი ურთიერთობის შანსს.  რა თქმა უნდა, ეს იმ შემთხვევაში, თუ  ქალი სწორად შეაფასებს სიტუაციას.  
  მკვლევრებმა კიდევ ერთი აღმოჩენა გააკეთეს: მოღალატე პარტნიორს, რომელმაც ახალი სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო, ნაკლები შანსი აქვს, ბედნიერი და ხანგრძლივი კავშირის აწყობის.
თიკო (37 წლის): ღალატი ყოველთვის დიდ უბედურებად მიმაჩნდა. ალბათ, ყველა  ქალი ასეა და სამწუხაროდ, ამ შიშს კარგი არაფერი მოაქვს. ჩვენ ვკომპლექსდებით, ვექცევით სტერეოტიპების ტყვეობაში, ვნერვიულობთ და ბოლოს თვითშეფასებას ვიქვეითებთ. ზოგიერთი ქალი იქამდეც მიდის, რომ იწყებს ფიქრს – ღალატის ღირსი ვიყავიო. ამაზე ცუდი რა შეიძლება მოხდეს.
– ანუ, გიღალატა და არაუშავს?
– ამის თქმა არ მინდა. როგორ არაუშავს?! ღალატი ერთმნიშვნელოვნად  ძალიან ცუდია. მაგრამ არც ურთიერთობის დასასრულია და მით უმეტეს არც ცხოვრება მთავრდება ღალატით.  ჯერ ერთი, ვის არ დაუშვია შეცდომა. რატომ უნდა გამოუტანო  საბოლოო განაჩენი საყვარელ ადამიანს და საკუთარ თავს. მით უმეტეს, როცა ხედავ, რომ  ნანობს, შენ უყვარხარ და არსად უნდა წასვლა.  მინდა, გულახდილად ვთქვა, რომ მე საკუთარი თავი მაშინ აღმოვაჩინე, როცა ქმარმა მიღალატა.
– საკუთარი თავის აღმოჩენაში რას გულისხმობთ?  
– დავიწყებ იმით, რომ ღალატის ფაქტი ჩემთვისაც ძალიან მძიმე იყო. როცა გავიგე, რომ ქმარმა მიღალატა, ბევრიც ვიტირე.    სხვათა შორის, ეჭვი რომ გამიჩნდა და ვკითხე, მას ეს არ დაუმალავს. ვაპირებდი ისედაც თქმას, ეს ტყუილი ძალიან მაწუხებდაო.  არც მე ვარ გმირი და არც ჩემი ქმარი, ჩვეულებრივად გაჩნდა პრობლემა და ამაზე ჩვეულებრივი რეაქცია მქონდა.  ჩემმა ქმარმა მითხრა, დამნაშავე ვარ, მაგრამ რაღაც ფაქტორებმაც მოახდინა გავლენა, რომელთა გამოსწორებაზე ერთად უნდა ვიზრუნოთო. მე მაშინვე ვერ „გადავხარშე“ ეს ამბავი და რამდენიმე თვის განმავლობაში არ ველაპარაკებოდი. მისი სახლიდან გაგდებაც კი მინდოდა.  მერე დავფიქრდი – მიყვარს ჩემი ქმარი? მინდა, ისევ მასთან ერთად ცხოვრება-მეთქი.  ორი „ქალი“ ებრძოდა ჩემში ერთმანეთს. ერთი საშინლად შეურაცხყოფილი, მეორე – საღად მოაზროვნე. ჩემში ხომ არ არის პრობლემა-მეთქი – ამაზეც ვნერვიულობდი. მერე მივხვდი, რომ ტირილი, გლოვა და თავზე ნაცრის დაყრა ჩემს პრობლემას ვერ უშველიდა. გადავწყვიტე, რომ ქმარს ვაპატიებდი და მივცემდი შანსს, ეს დანაშაული გამოესწორებინა. მაგრამ საკუთარ თავსაც მივეცი პირობა, რომ შევიცვლებოდი.
– საკუთარ თავშიც დაინახეთ პრობლემა?
– საკუთარ თავშიც დავინახე. ისე არ ხდება, რომ კაცი უცებ გადაირევა და გღალატობს. რაღაც საფუძველი ამას აუცილებლად აქვს. არ ვსაუბრობ, მართლა ძალიან გარყვნილ კაცებზე, ნებისმიერ შემხვედრთან სიახლოვეზე რომ მზად არიან. მოკლედ რომ ვთქვა, ღალატმა მომცა სტიმული, გავმხდარიყავი უფრო თავდაჯერებული, დამოუკიდებელი და  მტკიცე. ანუ, საკუთარი „მე“ დავიბრუნე.
– იმის თქმა გინდათ, რომ გათხოვების მერე ქალი თავის „მეს“ კარგავს?
– გარკვეულწილად, კი. აბა, დაფიქრდით – გათხოვილი ქალები ხომ, ძირითადად, მარტო ოჯახზე  ვფიქრობთ – ქმარზე, შვილებზე... მათ კომფორტზე – დაალაგე, დახეხე, გარეცხე, მოიტანე, მოამზადე....  ჩვენი თავი როდის გვახსენდება? –  როცა სადღაც მივდივართ. სამსახურშიც ერთი და იგივე ადამიანები არიან და იმათთვისაც კი აღარ  ვიპრანჭებით.  სახლში როგორი ჩაცმულები დავდივართ? ქმარიც თვალს გაჩვევს და მერე ვეღარც გამჩნევს. აი, ეს ვერშემჩნევაა საშინელება. ქმარს მაშინვე არ შევრიგებივარ. რამდენიმე თვე გრძნობდა, რომ საშინლად ვიყავი მასზე გაბრაზებული. თან, საკუთარ თავზე ვმუშაობდი.  თანამშრომლებთანაც უფრო მეტად ყურადღებიანი გავხდი. ეგრევე აღარ გამოვრბოდი სახლში. გოგოებთან კაფეებშიც წავედი, საკუთარი თავის განებივრებაც დავიწყე, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებაც...
– ქმარი გზღუდავდათ?
– ასე აშკარად არ მზღუდავდა, მაგრამ მოვალეობები სულ ჩემზე იყო. იმასაც მეტი თავისუფალი დრო ჰქონდა და „გაძვრა“. როცა მივხვდი, რომ სერიოზული ლაპარაკის დრო დადგა, ჩემს ქმარს ვამცნე ამის შესახებ.
– როგორ მიხვდით, რომ სერიოზული ლაპარაკის დრო იყო?
– ქმარზე დაკვირვებით. ჩემს ცვლილებებს უკვე შეშფოთებული ადევნებდა თვალს. თვითონვე აწრიალდა და გარშემო მივლიდა. აშკარად დალაპარაკება უნდოდა. წავუყენე  პირობები: ოჯახზე მეტს იზრუნებდა, ბავშვებსაც მეტ დროს დაუთმობდა.  პროდუქტის საყიდლადაც ივლიდა... ვუთხარი, საკუთარი თავისთვის უფრო მეტი დრო მინდა. იმიტომ არ ვცხოვრობ, რომ მარტო თქვენს სიამოვნებაზე ვიფიქრო-მეთქი. ისე შეეშინდა – ეს იმას ნიშნავს, რომ შენც მიღალატებო? ძალიან შევეცადე, არ გამცინებოდა. გულის სიღრმეში კი გამიხარდა. დღეს სხვანაირად ვცხოვრობ. ჩემმა ქმარმა უკვე იცის, რომ ანგარიშგასაწევი ვარ. ისიც კარგად განვუმარტე, რომ მეორე შანსი აღარ მიეცემა და მის გარეშეც გავაგრძელებ ცხოვრებას. დიახ, ეს მნიშვნელოვანია.  უნდა იყო ანგარიშგასაწევი ძალა ქმრისთვისაც და გარშემო მყოფებისთვისაც. სიცოცხლე ერთხელ გვეძლევა და ჩვენი წილი ბედნიერება უნდა განვიცადოთ. ღალატი საერთოდ აღარ არის პრობლემა, როცა მას შენ სასარგებლოდ გამოიყენებ. ზოგი ქალი რომ ქმრის საყვარელზე ანგარიშსწორებით ცდილობს უპასუხოს  შეურაცხყოფაზე, ეს დიდი სისულელე და დროის კარგვაა. რატომ უნდა გაიმწაროთ ცხოვრება?!

скачать dle 11.3