კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№40 რატომ მიიღო გვანცა დარასელიამ „რუსთავი 2-ზე“ დარჩენის გადაწყვეტილება

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  „რუსთავი 2-ის“ გარშემო განვითარებული მოვლენების გამო მთელი ზაფხულის განმავლობაში იყო კითხვები მისი სახეების მიმართ – დარჩებოდნენ თუ არა ისინი ამ არხზე. ამ მხრივ, ერთ-ერთი, ვისი გადაწყვეტილებითაც ყველაზე ხშირად ინტერესდებოდნენ და აქტიურად განიხილავდნენ, გვანცა დარასელია იყო.
  გვანცა დარასელია: საკმაოდ დიდი და რთული პაუზა გვქონდა. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული ზაფხული იყო. ბევრი რამ შეიცვალა. არავისთვისაა დასამალი, რომ ტელევიზიაში ძალიან კრიზისული მდგომარეობა იყო და თავში ყველას ბევრი აზრი გვიტრიალებდა. თუმცა, საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ჩვენი გუნდი შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის დავიწყეთ მზადება. ვთვლი, რომ საქმე, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, მნიშვნელოვანია მაყურებლისთვის და უნდა გაგრძელებულიყო ისეთივე ფორმატით, როგორითაც თავიდან იყო ჩაფიქრებული. რამდენადაც რთული იყო ახალი სეზონის დაწყება, იმდენად ადვილი გამოდგა, რადგან მგონია, რომ კარგად ვიცით საქმე, რომელსაც ვაკეთებთ.
– მთელი ეს პერიოდი საზოგადოება განიხილავდა, ვინ დარჩებოდა ამ არხზე და ვინ წავიდოდა. შიგნით რა ხდებოდა ამ დროს?
– ეს ვითარება კიდევ უფრო იმან გაართულა, რომ შვებულების პერიოდს დაემთხვა და ყველანი დაფანტულები ვიყავით. როგორც კი დასრულდა შვებულება და შევიკრიბეთ, მივხვდით, რომ ჩემი ადგილი აქ იყო. ვიცი, რომ მკითხავთ და სიმართლე რომ გითხრათ, მე არც მქონდა სხვა შემოთავაზება. ერთადერთი, რაზეც იყო საუბარი, ეს საინფორმაციო გამოშვებაა. ჭორიც გავრცელდა, რომ „კურიერი“ უნდა წამეყვანა.
– ეს მხოლოდ ჭორი იყო თუ მართლა განიხილებოდა?
– განიხილებოდა რაღაც დონეზე, მე ადრეც მქონდა შემოთავაზება „კურიერის“ წამყვანობაზე, სანამ ეს კრიზისი დაიწყებოდა და მაშინაც უარი ვთქვი, რისთვისაც საკმარისი მიზეზები მაქვს. ჩემთვის ეს იქნებოდა ჩაკეტვა ერთ კონკრეტულ სივრცეში, იმ სილაღისა და ენერგეტიკის  მეტ-ნაკლებად საკუთარ თავში ჩახშობა, რაც მაქვს და მინდა, გამოვხატო. მეორეც, ჩემი გადაცემის ფორმატში ძალიან დიდი პროფესიული თავისუფლება და მრავალფეროვანი გამოცდილების დაგროვების საშუალება მაქვს. გარდა ამისა, ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის აქვთ იარლიყის მიკერების მცდელობები, რაც არ მინდოდა.
– ახალი ხელმძღვანელობა არის მიზეზი ტელევიზიიდან წასულებისთვის არასასიამოვნო კომენტარების კეთებისას.
– ყველას გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ხმამაღლა ვამბობ, რომ უზარმაზარი პროფესიონალიზმის მქონე გუნდმა, ძალიან დიდი რაღაც შეძლო „მთავარი არხის“ შექმნით. დარწმუნებული ვიყავი, რომ შეძლებდნენ და დღემდე ვგულშემატკივრობ. რატომ დავრჩით? მგონია, რომ ეს კითხვა ძალიან არაკორექტულია. ყველას აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება, თუმცა, მე სხვა არჩევანიც არ მქონდა. თავში აზრადაც არ მომივა ვთქვა, მათ წარმატებებს არ ვუსურვებ-მეთქი. ვთვლი, რომ ჩემს მორალურ და პროფესიულ პრინციპებთან მართალი ვარ. გულწრფელად ვამბობ, მორალურად იმის განხილვა, ვინ ვის რა დაუწერა და ვინ რა უპასუხა, ჩემი სტილი არ არის.
– „რუსთავი 2“ აქამდე ოპოზიციურ არხად განიხილებოდა, მერე რაღაცები შეიცვალა, ისინი წავიდნენ და თქვენ დარჩით, ანუ, მათი აზრით, თქვენ ხელისუფლებას დაუხარეთ თავი.
– პირადად მე თავს თავდახრილ მდგომარეობაში არ ვგრძნობ. რაზეც აქამდე მქონდა კრიტიკული დამოკიდებულება, დღესაც მაქვს და ამ დამოკიდებულებას ვერავინ შემიცვლის. მას ყოველთვის გამოვხატავდი და გამოვხატავ დღესაც, იგივე ფორმით და დოზით. თავდახრილი, მუხლმოყრილი და მსგავსი ეპითეტები, უფრო პოლიტიკურად ათქვეფილ ადამიანებთან მიმართებაშია. მე არ ვარ ათქვეფილი არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან, სასაცილოდ მეჩვენება ამაზე ლაპარაკი. ბოდიში, მაგრამ ვერ გავაიგივებ თავს ყველასთან.
– ეს პროცესები აისახა ადამიანურ ურთიერთობებზე?
– გულწრფელად ვამბობ, არა. მე არ ვარჩევ მეგობრებს კონკრეტულ დროის მონაკვეთში არსებული მოცემულობის მიხედვით. დაუფიქრებლად არასდროს მივაყენებ ადამიანებს შეურაცხყოფას მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღეს. სხვისგანაც ამას ველოდები. თუკი ასეთი მოვლენები ცვლის ადამიანების ურთიერთობას, მაშინ ისინი ადამიანობით კი არა, სხვა რაღაცით ყოფილან დაკავშირებული.
– ამ ყველაფრის ფონზე, რამდენად გამოგივიდა კარგად დასვენება და ძალების მოკრება? თან ძალიან დიდი იყო საზოგადოების ჩართულობა.
– ტვინი ბოლომდე ვერ გავთიშე. ჩართულობაც იყო და ზეწოლაც. ადამიანებს ჰგონიათ, რომ ყველაფერი იციან. შორიდან ძალიან ზედაპირულად აღიქვამენ მოვლენებს. თითქოს მხოლოდ კი ან არა ან მხოლოდ შავი და თეთრი არსებობს. არადა, მათ მიღმა ძალიან ბევრი ფერია, ბევრი ემოცია, ტირილი, დეპრესია და ეს ყველაფერი, ხშირ შემთხვევაში, ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახება. იყო უამრავი შეკითხვა, მაგრამ პასუხი მართლა არ მქონდა, რადგან თვითონ არ ვიყავი ბოლომდე გარკვეული. თუმცა, ბევრს ჰგონია, რომ თვითონ ყველაფერი იცის და შენ უნდა გასწავლოს. საწყენია ეს ყველაფერი, მაგრამ არა უშავს. ზაფხული მართლა გადასარევი მქონდა. ოჯახთან ერთადაც კარგად დავისვე. კიდევ ერთხელ მივხვდი, რა არის ცხოვრებაში ძირითადი ფასეულობა. რომ ვიჯექი და ვნერვიულობდი, ცუდად ვიყავი, გავიფიქრებდი ხოლმე: რაც ყველაზე ძალიან მიყვარს, აქ ყველაფერი კარგადაა და იქაც კარგად იქნება-მეთქი. აღმოჩნდა, რომ ძალიან ემოციური ვარ, უბრალოდ, არ გამოვხატავ. რაც ძალიან ცუდია, ამიტომ ნელ-ნელა ვისწავლე გამოხატვა და მხარდაჭრის მიღება.
– ბევრი წყვილის ურთიერთობას წლები აუფერულებს.
– ურთიერთობა თავიდან ძალიან ფერადია, მერე თითქოს ცოტა ნაცრისფრდება. პირველი შვილი ჩნდება, რასაც ახლავს ცოტა გაურკვევლობა, სტრესი, მაგრამ მალე ყველაფერი თავის ადგილას ლაგდება. ვისწავლე, რომ სისულელეებზე ჩხუბი და შენიშვნის მიცემა კი არა, საერთოდ ყურადღების გამახვილება არ ღირს და როგორც ბავშვთან ჭრის კარგზე აქცენტირება, ისეა წყვილის ურთიერთობაშიც.

скачать dle 11.3