კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 როდის ეძალება ნანკა ქოქიაშვილს კაცური ჰორმონები და რატომ რისკავს ის საკუთარი სიცოცხლით

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  28 წლის ყოფილი მოცეკვავე, პრომოგოგონა, ჟურნალისტი, რადიო „არ დაიდარდოს“ მუსიკალური  წამყვანი, კორპორატიული საღამოებისა და კონცერტების წამყვანი, ტაქსისტი... ეს იმ პროფესიების არასრული ჩამონათვალია, რასაც სიფრიფანა, ერთი შეხედვით, სუსტი აღნაგობის გოგონა, ნანკა ქოქიაშვილი ითავსებს და საკმაოდ წარმატებულად.
– პრომოგოგოობის შემდეგ ჟურნალისტი გახდი და დღეს წამყვანი ხარ რადიოში.
ნანკა ქოქიაშვილი: ბავშვობიდან მინდოდა ჟურნალისტობა. სულ აღვნიშნავ, ინგა გრიგოლიას ფანი ვიყავი. სწორედ, მისი გავლენა იყო, რომ ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე. საკმაოდ წარმატებული წინაპრები მყავდა და ახლობლები ამბობენ: რაც კი კარგი თვისება ჰქონდათ წინაპრებს დედისა და მამის მხრიდან, ყველას ნაკრები ხარ, შენში მოიყარა თავიო (იცინის). მსახიობის, კომუნიკაციის ნიჭი ბებიისგან დამყვა, მძღოლობის კი – მამიდან.
– მართალია, რომ ძალიან რისკიანი ხარ და 1 ლარი გედო ჯიბეში, როცა მანქანის ყიდვა გადაწყვიტე? რადიოწამყვანმა ტაქსისტობა რატომ გადაწყვიტე?
– დიახ, ზუსტად ასეა. რისკიანი ვარ ყველაფერში, ორჯერ სიცოცხლეც კი გავრისკე (იცინის). ჩემს კურსელს ჩაეკეტა კარი და მეშვიდე სართულზე, მეზობლის აივნიდან გადავძვერი და გავუღე. იმ წუთას იმაზე არ მიფიქრია, რომ შეიძლებოდა, ფეხი დამცდენოდა და მეშვიდე სართულიდან ჩამოვვარდნილიყავი, დახმარებაზე ვიყავი ორიენტირებული. მეორედ კი, პარაპლანით გავფრინდი და ისე მეშინოდა, გაფრენის წინ ვთქვი: ღმერთო, ჩემს სიცოცხლეს გაბარებ-მეთქი (იცინის). რისკის შეგრძნებები მომწონს და ეს ბრძოლისუნარიანს მხდის. რაც მინდოდა, მქონოდა და მომეპოვებინა, მისთვის სულ ბრძოლა მჭირდებოდა. ახლაც ასე ვარ, ისე არაფერი გამომდის. უცნაურობები მახასიათებს და მიყვარს სიახლეები, არ მაშინებს გარისკვა. წარმოიდგინეთ, მართლა ლარიანი მედო ჯიბეში, როცა მეგობარმა მითხრა, მანქანას ვყიდიო. ვიფიქრე, გავრისკავ, ფულს ვისესხებ და ვიყიდი-მეთქი. ბანკიდან ჩემს სახელზე ფულს არავინ მომცემდა, მეგობარმა თავის სახელზე გამოიტანა სესხი და დღესაც იმ ვალს ვიხდი. ამიტომ, რომ მივხვდი, დამატებითი სამსახური და შემოსავალი მჭირდებოდა, ტაქსისტობა გადავწყვიტე. ზოგადად, ცხოვრებაში, რაც უნდა გავაკეთო, არ ვნანობ. რასაც ვეღარ შევცვლი, იმაზე ვერ ვინაღვლებ. მირჩევნია, გაფუჭებულის გამოსწორებაზე ვიფიქრო, ვიდრე იმაზე, რატომ გავაკეთე-მეთქი. მოკლედ, ეს მანქანა ჩემი საკუთარი პირველი ავტომობილია, მანამდე შეხვედრებზე კომპანიის მანქანით დავდიოდი. რომ ვამბობ, 1 ლარით ვიყიდე მანქანა-მეთქი, გაოცებულები მიყურებენ (იცინის). რაც შეეხება ტაქსისტობას, ბევრი არ მიფიქრია. არ მაქვს დიდი შემოსავალი და რადიო-წამყვანობის პარალელურად, ეს პროფესია მოვირგე,. დილით ჩემი ხმა რადიოდან ისმის, საღამოს კი ტაქსისტი ვხდები და ვცდილობ, მგზავრებს ისეთივე კომფორტი შევუქმნა, როგორც რადიო მიმღებებთან, სახლში მჯდომ ადამიანებს. მიკროფონი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, ტაქსისტობა კი – შემოსავლის წყარო. მიკროფონს სხვა ინტიმი და ემოცია მოაქვს, საჭესთან ჯდომას – სულ სხვა განცდები.
– ამ გადაწყვეტილებას მშობლები და ახლობლები როგორ შეხვდნენ და როცა მგზავრი გაჩერებს და საჭესთან მოღიმარი, სიფრიფანა, გადაპრანჭული გოგო ხვდები, რა რეაქციები აქვთ?
– როგორც გითხარით, დამოუკიდებელი ვარ და ჩემს გადაწყვეტილებებში მშობლები არ ერევიან. უბრალოდ, დედამ მითხრა: გოგოსთვის, რთული სამუშაოა და მეშინიაო. დავაწყნარე, ვცდი, თუ გამომივა, გამომივა-მეთქი და ორი თვეა, ყოველდღე, სახლიდან გასვლამდე პირჯვარს მწერს (იცინის). მიკროფონსა და საჭესაც – ორივეს თავისი სირთულე აქვს, მაგრამ ჩემი დამოკიდებულებით ვიმარტივებ. იოლი არ არის, ორივე საქმე ნერვიულობას მოითხოვს. რასაკვირველია, ტაქსისტობა რთული საქმეა, მაგრამ ვერ ვიტყვი – არაქალური-მეთქი. კარგი კაცი მძღოლი და კარგი ქალი მძღოლი არ არსებობს, არსებობს კარგი მძღოლი. მთავარია, ყურადღება არ მოადუნო და მგზავრს კომფორტი შეუქმნა. ყოველთვის გადაპრანჭული ვერ ვახერხებ საჭესთან დაჯდომას, მაგრამ რომ მაჩერებენ და გოგოს მხედავენ, გარეგნობიდან გამომდინარე, პატარა და ნაზი გოგო ვგონივარ და უკვირთ, ტაქსი გავაჩერეთ და ამ სიფრიფანა გოგოს როგორ ჩავუჯდეთო (იცინის). სანამ ჩაჯდებიან, გაოგნებულ სახეებს იღებენ, მაგრამ მერე, ისე კომფორტულად მგზავრობენ, ავიწყდებათ ჩემი გარეგნობა. უცხო ადამიანები ათას ისტორიას მიყვებიან პირად თუ სასიყვარულო ცხოვრებაზე და მეც გულღიად ვესაუბრები. რამდენიმე დღის წინ, ტურისტი წავიყვანე ჯვარზე. ისრაელიდან იყო და რომ გაიგო, რადიოში ვმუშაობდი, შენ ბითბოქსი მოგეწონებაო და მთელი გზა მართობდა. ამას წინათ კი, დედა ჩამიჯდა, შვილთან ერთად. სამ დღეში ქორწილი აქვს და ძალიან ბედნიერი ვარო. ჩემმა მომავალმა სიძემ ჩემი შვილი ზღვაზე დახრჩობას გადაარჩინა, შემდეგ დამეგობრდნენ, გრძნობა სიყვარულში გადაიზარდა,  ერთმანეთი ძალიან შეუყვარდათ   და სამ დღეში ქორწილიც ექნებათო. ერთხელ კი ბიჭები ჩამისხდნენ და წინ რომელიც დაჯდა, უკან მჯდომების უფროსი აღმოჩნდა. უხეშად, მბრძანებლური ტონით დაუწყო იმათ საუბარი და მივხვდი, ამით მე მეპრანჭებოდა, რომ ყურადღება მიმექცია. თუ ვხვდები, რომ მგზავრი საუბრის ხასიათზე არ არის, მეც მის ემოციაზე მიწევს გადაწყობა. სხვათა შორის, ჩემი ხასიათიდან და გარეგნობიდან გამომდინარე, 21-ე საუკუნის „აბეზარა“ შემარქვეს (იცინის). ზოგჯერ გზასაც მასწავლიან და ბევრი სოციალურ ქსელშიც მიმატებს. რამდენიმემ მითხრა: უი, შენ რა დაგმართნია, ტაქსის მძღოლობა რომ დაგიწყიაო. ასეთ ადამიანებზე მეცინება.
– საჭესთან ვინც ჯდება, ყველა ამბობს, კაცური ჰორმონები აქტიურდება, საჭის ტრიალმა გინება დაგვაწყებინაო. შენს შემთხვევაშიც ასეა?
– მეგობრები მეუბნებიან, რაც ტაქსისტი გახდი, კაცურმა გენებმა იმძლავრა, ძალიან შეიცვალეო. გინება არ ვიცოდი და „დავამუღამე“. ციმციმას რომ არ ჩამირთავ, გაურკვეველი მიმართულებით უხვევ და საავარიო სიტუაციას მიქმნი, გვარიანად შეგიკურთხებ, აბა რას ვიზამ?! (იცინის).
– თქვი, რისკიანი ვარო. პირად ცხოვრებაშიც ასეთი რისკიანი ხარ?
– პირად ცხოვრებაში რადიკალურად სხვა ადამიანი ვარ – წინდახედულზე წინდახედული. ამიტომაცაა, 28 წელი დამატყდა თავს, შემომეპარა და შეყვარებული არ მყავს (იცინის). უამრავი თაყვანისმცემელი მყავს, იმდენ ლექსს მიძღვნიან, ვფიქრობ კრებული გამოვცე (იცინის). ყველა მეუბნება, ისე გიციმციმებს თვალები, ასე მხოლოდ შეყვარებულ ადამიანს სჭირსო. შეიძლება, არ ვიყო შეყვარებული, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში, სულ არსებობს ადამიანი, ვისზეც ვფიქრობ.

скачать dle 11.3