კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 მგლები 6

ნინო კანდელაკი გოჩა მანველიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #38-39(978)

  „ბესი“ შესანიშნავად ხვდებოდა, რაზეც მიანიშნებდა ლუკა. ამ შემთხვევაში, მის მიერ ქურდის წოდებაზე უარის თქმა არაფერს ნიშნავდა. ქურდების წრეში მას შეუბღალავი რეპუტაცია ჰქონდა და ეს სრულ უფლებას აძლევდა, ჩარეულიყო „ობშჩიაკის“ საქმეებში. თუ ვინმე ამ მხრივ მის შეზღუდვას შეეცდებოდა, უნდა დაემტკიცებინა კიდეც ამის მიზეზი. და თუ ვერ დაამტკიცებდა... „ბესს“ ამაზე ფიქრიც კი არ სურდა. მან ძალიან კარგად იცოდა, თუ რა დაემართათ მათ, ვინც ლუკასთვის წაყენებული პრეტენზიის დამტკიცება ვერ შეძლეს. მეორეს მხრივ კი, გასათვალისწინებელი იყო „ჩუმას“ ფაქტორიც. „ბესი“ ხარკოველი იყო და მის შესახებ ყველაფერი კარგად იცოდა. ის განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა. მის მოთოკვას მხოლოდ ლუკა თუ ახერხებდა და მისი უსაფუძვლოდ დადანაშაულების შემთხვევაშიც  იგივე შედეგი იქნებოდა. თანაც, ის დარწმუნებული იყო, რომ იქ მყოფი ქურდებიდან მხოლოდ კიეველთა ნაწილი დაუჭერდა მხარს. ოდესელებსა და როსტოველებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ისინი არასოდეს წავიდოდნენ ლუკას წინააღმდეგ, თუნდაც, ის წოდების გარეშე ყოფილიყო. ასეთ ვითარებაში ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება უკან დახევა იყო. მაგრამ „ბესს“ აღარ შეეძლო „სხადნიაკის“ წინაშე ნათქვამის უკან წაღება. მან ხარკოვის „ობშჩიაკის“ თაობაზე წამოიწყო საუბარი და ამ საკითხის ბოლომდე გაურკვევლად ქურდები არ დაიშლებოდნენ.
– მე პასუხს ველი! – ცივად თქვა „ბესის“ დუმილით გაღიზიანებულმა ლუკამ.
– როგორც ჩანს ერთმანეთს ვერ გავუგეთ. მე, უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რომ შენს შემდეგ „ობშჩიაკი“ გამოცდილი და საქმეში კარგად ჩახედული კაცის ხელში უნდა გადასულიყო.
– ჩვენ ვერასოდეს გავუგებთ ერთმანეთს! – უცვლელი ტონით განაგრძო ლუკამ, – პირდაპირ გეტყვი... არასოდეს მომწონდი და რამე საქმე რომ დაგრჩენოდა ჩემთან, ულაპარაკოდ გაგახაზირებდი. ამას შენც გრძნობდი და ამიტომაც გაურბოდი ხარკოვს. ახლა კი უკან დაბრუნება გადაწყვიტე. ოდნავ გონიერი რომ ყოფილიყავი, ამას არ გააკეთებდი! ერთ კითხვაზე მიპასუხე... როგორ გგონია, ხარკოვიდან „ობშჩიაკში“ რატომ მიდიოდა ამდენი თანხა?
– რამდენიც საჭირო იყო, იმდენი მიდიოდა, – ჩაიბურტყუნა „ბესმა“.
– არა... იმდენი მოდიოდა, რამდენიც მე მსურდა. შენ ხარკოველი ხარ და კარგად იცი, რომ „დადას“ ჩამოსვლის შემდეგ „ობშჩიაკი“ გაორმაგდა. მერე უფრო გაიზარდა. ახლა კი გკითხავ... შენ, ხარკოველმა ქურდმა რატომ ვერ მოაბი ამ საქმეს თავი და რატომ დასჭირდა „ობშჩიაკის“ გაზრდას ჩემი და „დადას“ ჩამოსვლა?!
„ბესს“ არაფერი უთქვამს. მზერა აარიდა და სიგარეტს მოუკიდა.
– უშენოდაც ვიცი, რატომაც ვერ აგვარებდი ამ საქმეს, მაგრამ ახლა წარსულის საქმეები არ მაინტერესებს. მომავალზე ვიფიქროთ.  ის, რომ ხარკოვის „ობშჩიაკის“ მიღების სურვილი გაგიჩნდა, არ მიკვირს. მაგრამ შენ ახლაც ვერ მოაბამ ამ საქმეს თავს. ახლავე შემიძლია გითხრა, რაც მოხდება, შენ რომ ხარკოვში დაბრუნდე... – განაგრძო ლუკამ, – მე წოდებაზე ვთქვი უარი. ხარკოვზე კი – არა!. ხარკოვში ჩამოსულს, იქ დაგხვდები და დარწმუნებული იყავი, რომ შენ გვერდით დგომას არ დავაპირებ! ისე მოგექცევი, როგორც შენ მოექეცი საძმოს, როცა სალტოვკელებს გაერიდე და კიევში გადაბარგდი. ასე რომ, ვინმეს მხარდაჭერის იმედი არ გქონდეს. ჩვენ გარეშე კი რაიმეს „პრასვეტი“ არ გაქვს. ხარკოველი საქმოსნები ახლოს არ გაგიკარებენ. უბრალოდ, სამ ასოზე გაგგზავნიან და რქებით თუ მიაწვები, დაცვისთვის მე მომმართავენ. დანარჩენზე აღარ ღირს ბაზარი. ამაზე მე და შენ წლების წინ უკვე ვისაუბრეთ. ახლა კი მიპასუხე – მზად ხარ ამ ბაზარის თავიდან დასაწყებად?!
– ნებისმიერ შემთხვევაში, საქმე ქურდულად მოგვარდება, – უხალისოდ უპასუხა „ბესმა“.
– ბუნებრივია. მაგრამ შენ მაინც შეეხები იმ საქმოსნებს, რომლებისგან მიღებული თანხებით „ობშჩიაკი“ ივსება. ასე რომ, ახლავე შემიძლია გითხრა, რომ ხარკოვში არაფერი გესაქმება. იქ შენი ადგილი არ არის! – ლუკამ პაუზა გააკეთა და შემდეგ ქურდებს მიუბრუნდა, – დღეს მე არიფი ვარ, თქვენ კი ქურდები. ამას ერთხელ ვიტყვი და აღარ გავიმეორებ. ხარკოვის „ობშჩიაკზე“ ბაზარი დღესა და აქ უნდა დამთავრდეს. „ბესმა“ თავისი სათქმელი თქვა.  მე ვუპასუხე. ჩვენ შორის ყველაფერი გარკვეულია. ახლა თქვენ გისმენთ. „ობშჩიაკი“ ნებისმიერ შემთხვევაში ვოვასთან დარჩება. ნათქვამ სიტყვას უკან არ წავიღებ. მაგრამ თქვენი აზრი მაინც მაინტერესებს. ვინმე თვლის, რომ „ობშჩიაკი“ „ბესს“ არ უნდა ჩაბარდეს?
ქურდებს არაფერი უთქვამთ. ყველა თვლიდა, რომ ვოვა შესაფერისი კანდიდატი იყო საერთო სალაროს განკარგვისთვის.
– შენც არაფერი გაქვს სათქმელი?! – რომან ვეტროვს გახედა „ბესმა“, – რატომ ხარ ჩუმად?.. იმდენი დამსახურება არ გაქვთ ხარკოველ ქურდებს, რომ „ობშჩიაკი“ თქვენ ჩაიბაროთ?!
– შენ თუ პრეტენზიის გამოთქმა გსურს, თქვი. ჩემს საქმეს კი მე თვითონ მივხედავ! – გაღიზიანდა ვეტროვი.
„ბესს“ პრეტენზიის გამოსათქმელი არც მიზეზი ჰქონდა და არც სურვილი, ამიტომ ისევ გაჩუმება ამჯობინა.
– ესე იგი, ყველაფერი გარკვეულია. ხარკოვის „ობშჩიაკი“ „ჩუმასთან“ რჩება. მე მხოლოდ ამ საქმის გასარკვევად ჩამოვედი. თუ თქვენ სხვა არაფერი გაინტერესებთ, დაგემშვიდობებით. ხარკოვში რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი, – თქვა ლუკამ.
– მოიცადე!.. – უკმაყოფილოდ წამოისროლა „ბესმა“, – რა გამოდის. წოდებაზე უარი თქვი და მხოლოდ პირადი საქმეებით ხარ დაკავებული?!
– შენი საქმე არ არ არის, რით ვარ დაკავებული! – მისკენ გაუხედავად თქვა ლუკამ.
– კოპაძეზე არაფერი გაგიგია?
– ვიცი, რაც კიევში მოხდა.
– ჩვენ ამ საქმეზეც ვაპირებთ საუბარს. არ დარჩები? განაგრძო „ბესმა“.
– არა! – თავი გაიქნია ლუკამ.
– ესე იგი, შენ არც გაინტერესებს, ეს საქმე?! – ხმას აუწია „ბესმა“.
– არ მაინტერსებს. კოპაძე ჩემი ძმაკაცი არ იყო და მეც არ ვარ ქურდი. თქვენს საქმეებში ჩარევას არ ვაპირებ. თქვენ უნდა გაარკვიოთ, ვინ შეუკვეთა კოპაძეს მკვლელობა. მე კი ეს საქმე არ მეხება. კმარა!.. – უპასუხა ლუკამ და წასასვლელად ადგა.
მანქანასთან მიახლოებისას ლუკას „სიომა“ წამოეწია და ისევ კოპაძის მკვლელობაზე ჩამოუგდო სიტყვა.
– მართლა ასე ფიქრობ, თუ „ბესის“ აგდება გინდოდა?
– შენ როგორ გგონია? – ჰკითხა ლუკამ.
„სიომამ“ პაუზა გააკეთა და შემდეგ უთხრა:
– ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენი გზები გაიყო. წეღან ისევ ის ძველი „მგელო“ იყავი. მე არ მჯერა, რომ შენ საერთოდ არ გაღელვებს ზურას მკვლელობა.
– გააჩნია რომელი მხრიდან შევხედავთ ამას, – უპასუხა ლუკამ, – როგორც ადამიანი, მეცოდება. მაგრამ ის ქურდი იყო და უნდა სცოდნოდა, რომ მისთვის გამიზნული ტყვია უკვე ჩამოსხმული იყო. „სიომა“ მე წოდებასთან ერთად სხვისი პრობლემების მოგვარებაზეც ვთქვი უარი და ამ საქმეში არ ჩავერევი. კმარა!
– დახმარებაზე უარს გვეტყვი? შენ ხომ კარგად ხარ ჩახედული კიეველების საქმეებში და ბოლო ხანებში რამდენჯერმე შეხვდი კიდეც კოპაძეს.
– იმის თქმა გინდა, რომ დამკვეთის ვინაობის გარკვევაც არ გამიჭირდება? – თქვა ლუკამ.
– ჰო... ამის თქმა მინდა.
– მე თავის დროზე ვუთხარი ზურას, რომ ფრთხილად ყოფილიყო და საკუთარ „ახლობლებში“ მოეძებნა ის ნაბოზარი, რომელიც მისი საქმიდან გაყვანას აპირებდა.
– და ვინ არის ის „ახლობელი“? – დაძაბული მზერა ესროლა „სიომამ“.
– არსებობს მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულების თეორია. თუ არ იცი, ვინ დგას საქმის უკან, შეხედე ვინ დარჩა მოგებული.
– კოპაძის შემდეგ კიევის „ობშჩიაკს“ „ბესი“ ჩაიბარებს, – ჩაილაპარაკა „სიომამ“
– ლოგიკურად მსჯელობ.
– მაგრამ მხოლოდ ამით „სხადნიაკი“ ქურდის მკვლელობაში ვერავის წაუყენებს პრეტენზიას.
– ვიცი. მე მეტის თქმაც შემიძლია, მაგრამ საჭიროდ არ ვთვლი. მიგანიშნე და კმარა. ვინმეს თუ აინტერესებს ზურას მკვლელის ვინაობა, ეს „ბესთან“ უნდა გაარკვიოს. მაგრამ ეს ბაზარი რომ წამოიწყო, მხარს არავინ დაგიჭერს. „ბესს“ ყველაფერი მოგვარებული აქვს. მისთვის პრეტენზიის წაყენება ძალიან ძნელი იქნება. „ბესი“ ამისთვისაც მზად არის და ნამდვილ ომს გამოუცხადებს ნებისმიერს, ვინც მას დაუპირისპირდება.
– მაგრამ „ბესმა“ ყველას გვაგრძნობინა, რომ ხარკოვში დაბრუნება სურდა, – შენიშნა „სიომამ“.
– „ტრუხა“ ბაზარია, – თავი გაიქნია ლუკამ, – უბრალოდ, მიგვანიშნებს, რომ ხარკოვი მაინტერესებს და აქედან გამომდინარე კიევის საქმეებთან არაფერი მაკავშირებსო.
„სიომა“ მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ ჰკითხა:
– მე რას მირჩევ? არ ჩავერიო?
– კარგი მოხუცი ხარ, „სიომა“. „ბეროსა“ და „ვოლინას“ მაგონებ. სამართლით ცხოვრობ და ძველ ტრადიციებს აწვები. შენნაირები თითზე ჩამოსათვლელები დარჩნენ. ასე დიდხანს ვერ გაქაჩავ, ადრე თუ გვიან შენ თავსაც შეუკვეთავს რომელიმე ნაბოზარი. მე უკვე გავაკეთე არჩევანი და უკან მობრუნებას არ ვაპირებ!.. ესაა ჩემი სათქმელი. დანარჩენი კი შენი გადასაწყვეტია! – ლუკამ მხარზე მოგობრულად დაჰკრა ხელი და იქვე მდგომ მანქანას მიუბრუნდა.       
* * *
  შინაგან საქმეთა მინისტრი აუჩქარებლად ფურცლავდა საქაღალდეს, რომელიც თათბირის შემდეგ გადასცა ოპერატიული სამმართველოს ხელმძღვანელმა. აგენტურული მონაცემები კომპანია „ვერშინასა“ და ლუკა გეგეშიძეს უკავშირდებოდა. ოპერატიული სამსახური წარსულშიც ამარაგებდა „ვერშინასთან“ დაკავშირებული ინფორმაციით. მაგრამ, როგორც წესი, მათში თითქმის არ იყო თავად ლუკასთან დაკავშირებული მონაცემები. ამას ობიექტური მიზეზი ჰქონდა – ლუკა არასოდეს ხვდებოდა კომპანიის საშუალო და დაბალი რანგის თანამშრომლებს. კომპანიის მმართველი რგოლი კი მხოლოდ სანდო ადამიანებისგან შედგებოდა და მათგან რაიმე ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელი იყო. ერთადერთი არხი, რომლიდანაც შინაგან საქმეთა სამინისტრო გარკვეულ ინფორმაციას იღებდა, უკრაინის კრიმინალური სამყარო იყო, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს აგენტურაც მოქმედებდა. ეს მონაცემებიც ამ ქსელიდან იყო მიღებული. აგენტი ხარკოვში ცოტა ხნის წინ შემდგარ „სხადნიაკზე“ იუწყებოდა, რომელსაც ლუკა გეგეშიძეც ესწრებოდა.
შინგან საქმეთა მინისტრმა საქაღალდე გვერდზე გადადო, ზიბკოს მიუბრუნდა, რომელიც მოთმინებით ელოდა და უკმაყოფილო იერით წარმოსთქვა:
– ვნანობ, ამ ავანტიურაში რომ მივიღე მონაწილეობა. თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ამას კარგი არაფერი მოჰყვებოდა.
– რას გულისხმობ? – ჰკითხა ზიბკომ.
– გეგეშიძესთან შეთანხმებას. რამდენადაც მახსოვს, შენ პირობა მომეცი, რომ ის პრობლემას აღარ შეგვიქმნიდა!
– და რა პრობლემა შექმნა მან?
– ეს პიროვნება ისე აგრძელებს საქმინობას, თითქოს არაფერი მომხდარა. აწყობს კრიმინალურ თავყრილობებს და გეგმავს მომავალ დანაშაულებს.
ზიბკო მიხვდა, რასაც გულისხმობდა შინაგან საქმეთა მინისტრი. მისთვის ცნობილი იყო ხარკოვში შემდგარი თავყრილობის შესახებ, რომელზეც „ჩუმა“ კანონიერ ქურდად აკურთხეს. ზიბკოსთვის ეს რიგითი მოვლენა იყო. მის მოვალეობებში არ შედიოდა უკრაინის კრიმინალური სამყაროს კონტროლი. მას მხოლოდ გარკვეული დელიკატური საკითხების მოგვარება ეკისრებოდა. „ჩუმას“ კანონიერ ქურდად კურთხევა კი მას საერთოდ არ აღელვებდა.
– რატომ გაჩუმდი?! – უკმაყოფილოდ განაგრძო თანამოსაუბრის დუმილით გაღიზიანებულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, – არაფერი გაქვს სათქმელი?
– ეს ზოგადი საუბარია. შეგიძლია დააზუსტო, კონკრეტულად რა დააშავა გეგეშიძემ?
– ხომ გითხარი – მისი თაოსნობით შედგა „სხადნიაკი“, რომელმაც კანონიერ ქურდად აკურთხა ვოვა ჩუმაკოვი, იგივე „ჩუმა“. სხვათა შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ჩუმაკოვი გეგეშიძის დაჯგუფების ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული და საშიში წევრია. გეგეშიძემ არათუ უარი თქვა თავის კრიმინალურ საქმიანობაზე, არამედ მის გაფართოებაზე ზრუნავს. თავად გადახედე ამ მონაცემებს, – მინისტრმა საქაღალე ზიბკოსკენ გააცურა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

tbiliselebi.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიებისა და ფოტოსურათების მთლიანი ან ნაწილობრივი გადაბეჭდვა რედაქციასთან შეთანხმების გარეშე, ისჯება კანონით.
скачать dle 11.3