კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 სიყვარული შემთხვევით

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #37-39(978)

  ვატო რომ სახლში დაბრუნდა, თიკო სასტუმრო ოთახში იჯდა, ტელევიზორი  ჰქონდა ჩართული. წინ ტანსაცმლის პატარა გროვა ედო და დაჩის მაისურზე ღილს აკერებდა.
– რას აკეთებ? – გაუკვირდა ბიჭს.
– მოხვედი? გშია? ბლინები გამოვაცხვე და დარჩა. მოგიტან, ჩაისაც დაგალევინებ.
ვატოს გაეღიმა.
– არ ვიცოდი, ბლინების გამოცხობაც თუ შეგეძლო.
– ჰო. ბებიაჩემმა მასწავლა. თან, ეგ მარტივია. ნამცხვარი ხომ არ არის, ან ხაჭაპური. მაგას ვერ მოვახერხებ.
– კოკამ მითხრა, სანამ სტიუარდესად დაიწყებდა მუშაობას, მოდელი იყოო. ამიტომ ცოტა გამიკვირდა. თან, შენ მარტო დაჩისთვის გევალება საჭმლის მომზადება. როგორც მახსოვს, ბლინები მისთვის არცერთ ძიძას არ გაუკეთებია.
თიკომ მხრები აიჩეჩა.
– არ ვიცოდი, თუ არ შეიძლებოდა.
– არა, არა, ეგ არ მითქვამს. მომიყევი, როგორ იქცევა ჩემი შვილი. ერთმანეთს გაუგეთ?
– ნორმალურად არის ყველაფერი. ჩუმადაა, მაგრამ აგრესია არ გამოუხატავს. მომეჩვენა, რომ მისმენდა კიდეც. მერე მისი ოთახი დავალაგე... აი, პერანგზე ღილს ვაკერებ. ცოტა გამიჭირდა ნემსისა და ძაფის მოძებნა.
– და იპოვე? რა უცნაურია. ჩემს სახლში არც ნემსია და არც ძაფი.
– მართალია, – მხიარულად გაიცინა თიკომ, – სახლის დაცვას ვთხოვე. კარგი კაცია, მომიტანა. ერთი-ორი შენი პერანგიც აღმოვაჩინე ისეთი, რომელსაც ღილიც აკლდა და ოდნავ გარღვეულიც იყო.
– და ზიხარ ახლა, ნემსით ხელში, რომ ეს ყველაფერი გამოასწორო. გინდა, რამე კარგ ფილმს ვუყუროთ? მე გვიანობამდე ვერ ვიძინებ ხოლმე. მშვენიერი ფილმოთეკა მაქვს. თუ დაიღალე და გეძინება, თავს არ შეგაწყენ.
– სიამოვნებით ვუყურებ კარგ ფილმს. ყავასაც მოვიტან, ბლინებსაც.
– თიკო, – ვატო რაღაცაზე ჩაფიქრდა.
გოგო შეყოვნდა და მისკენ შებრუნდა.
– რამის თქმა გინდა?
– შენც ხომ არ წახვალ?
– სად უნდა წავიდე? – ვერ მიხვდა თიკო.
– რა ვიცი, ხომ გითხარი, ხუთ თვეში ოთხი ძიძა გამოვიცვალეთ. შენ თქვი, რომ დაჩი არც კი გამოგლაპარაკებია. ჰოდა, ვიფიქრე...
– არა უშავს. მე ამას პრობლემად არ აღვიქვამ. ძალიან საყვარელი ვინმეა. განსაკუთრებით, როცა ველაპარაკები და ის ჩუმად მისმენს... ანუ, რას ვაკეთებთ, ვუყურებთ ფიმლებს?
– ჰო, რა თქმა უნდა. პირველმა ხომ მე შემოგთავაზე. ოღონდ ამ სულელურ პერანგებს თავი დაანებე. ხვალ წავალ და ახლებს ვიყიდი. შენც წამოდი, რომ დაჩისაც ვუყიდოთ, რაც საჭიროა.
– ბავშვი მარტო დავტოვო?
– არა. წავიყვანთ. ნუ გეშინია, მაღაზიებში კარგად იქცევა. მართალია, ხალხმრავლობა არ უყვარს და ცოტათი ეშინია, მაგრამ პრობლემას არ შექმნის.
– მე ხელს არ გავუშვებ, – გადაჭრით თქვა თიკომ. სამზარეულოში გავიდა ბლინებისა და ყავის მოსატანად. ვატომ სპეციალურ სათავსში, სადაც აკურატულად ელაგა კოლოფში მოთავსებული დისკები, რაღაცას დაუწყო ძებნა. როცა სასურველ დისკს მიაგნო, ფილმი გასაშვებად მოამზადა.
***
 მირიანს შემთხვევით გადააწყდა. კაცი სახის უდარდელი გამომეტყველებით მოაბიჯებდა ავიაკომპანიის მთავარი ოფისის ეზოში და თითზე გასაღების აცმას ატრიალებდა. ტატა გაჩერდა და დაელოდა. მირიანმა შეამჩნია გოგო. ნირწამხდარმა მისთვის თვალის არიდება სცადა, მაგრამ აღარ გამოუვიდა. ტატამ, ფაქტობრივად, გზა გადაუღობა.
– გამარჯობა, მიესალმა და ნაძალადევად გაუღიმა.
– გამარჯობა, ბატონო მირიან... კარგად გამოიყურებით. გეტყობათ, ცხოვრებით კმაყოფილი ბრძანდებით.
– რა გინდა, ტატა? გაბრაზებული ხარ შენი დაქალის გამო? მინდა იცოდე, მე არაფერ შუაში ვარ მის გათავისუფლებასთან წესიერად მოქცეულიყო და დღესაც ექნებოდა სამსახური.
– ჰო? ესე იგი, შენ არ ჩარეულხარ... – ტატამ ირონიულად აიჩეჩა მხრები, – აბა, რა, ისეთი კეთილშობილი ხარ, ალბათ, სთხოვე კიდეც კომპანიის მფლობელებს თიკოსთვის კიდევ ერთი შანსი მიეცათ, მაგრამ მაშინ მირანდა დარჩებოდა სამსახურის გარეშე.
– ტატა, არ გეჩვენება, რომ სხვის საქმეში ერევი?
– მართლა? და ახლა რას იზამ? მეც თიკოსავით სამსახურიდან გამიშვებ? სხვათა შორის, საერთოდ არ გამიკვირდება. მაგრამ თიკო არ გეგონო.
– ნუ მაშინებ, ძალიან გთხოვ. არავინ აპირებს სამსახურიდან შენს გაშვებას. შენმა დაქალმა კი საკუთარ თავს დააბრალოს. გამიმართა ისტერიკა კანონიერი ცოლივით. მერე მგზავრს ეუხეშა. ასე რომ, მე არაფერ შუაში ვარ. თავად „გაუჩალიჩა“ საკუთარ თავს.
– მირიან, შენ ფიქრობ, მაგარი ტიპი ხარ? – ირონიულად ჰკითხა ტატამ, – ასე არ არის, საყვარელო, ძალიან მალე ინანებ საკუთარ საქციელს.
კაცმა გაიცინა და უზადოდ შეკერილი პიჯაკის საყელოდან არარსებული მტვერი ჩამოფერთხა.
– იცი, რას გეტყვი, არასოდეს მომწონდა დაბოღმილი და პრეტენზიული ქალები. მგონი, გამიმართლა თიკოსგან თავი რომ დავიხსენი. ასე რომ, შეგიძლია, სიტყვა-სიტყვით გადასცე ეს ყველაფერი შენს დაქალს. ჰო, კიდევ... ტატა, გენაცვალე, ძალიანაც ნუ გამოიდებ თავს. დღეს სამსახურის დაკარგვა, თან ისეთის, შენ რომ გაქვს, მარტივად გადასატანი არ არის.
ტატამ რაღაც ჩაილაპარაკა და ზურგი შეაქცია.
***
ვატოს ძალიან უყვარდა ეს სახლი – გემოვნებით ნაშენი, ხელოვნური ტბითა და კარგად მოვლილი პარკით. ახსოვს, როგორ აშენებდა ბაბუამისი, ბატონი დავითი. არქიტექტორი შვეიცარიიდან ჩამოიყვანა, მხატვარ-დეკორატორები და ინტერიერის დიზაინერი უნგრეთიდან. სახლს ორიგინალური და განსხვავებული სტილი  ჰქონდა. ერთი მხრიდან ზღაპრული, შუასაუკუნეების ციხე-კოშკს ჰგავდა, მეორე მხარე საყვარელი ტყის ქოხის ჰქონდა და ცოტათი მონადირის სახლსაც წააგავდა. შიგნით კი კომფორტი და ფუფუნება სუფევდა, მაგრამ ეს ყველაფერი ზედმიწევნით სადად, ნაკლებად თვალშისაცემად იყო გაკეთებული. ბატონ დავითს უყვარდა იშვიათი ნივთები. სიამოვნებას ანიჭებდა მათი შეგროვება. ამ სახლში არაფერი იყო ზედმეტი. შვეიცარიული, ირმებიანი საათიც კი იდეალურად ერწყმოდა სასტუმრო ოთახს. იდილიას და სიმყუდროვეს ქმნიდა თანაბარი, მელოდიური წიკწიკით.
ვატომ სწრაფად აირბინა საფეხურები. ბაბუა ტერასაზე, თავის საყვარელ, სარწეველა სავარძელში იჯდა და დაფიქრებული  გადაჰყურებდა ტბას. ფეხის ხმაზე ნელა მოაბრუნა თავი და შვილიშვილი ყურადღებით შეათვალიერა.
– ბაბუ, მოვედი. დაგპირდი და ჩამოვედი. ისვენებ? აქ ცოტა გრილა. პლედი ხომ არ გამოგიტანო?
– დაჯექი აქ... არ მინდა პლედი, ბავშვი არ ჩამოგიყვანია?
– ერთი დღისთვის არ ღირდა მისი ამხელა გზაზე ტარება.
მოხუცმა მბრძანებლურად ასწია წარბი.
– ვატო, შენ მე სხვა რამეს დამპირდი.
– ვიცი... აუცილებლად შეგისრულებ პირობას.
– როდის? – დავითს მბრძანებლური ტონი არ შეუცვლია.
– მალე. ჩაი ხომ არ დაგველია?
დავითმა არ უპასუხა. მხოლოდ პატარა ღილაკს დააჭირა თითი და ზარი დარეკა. მოსამსახურე ქალმა რამდენიმე წუთში  ლანგრით სურნელოვანი ჩაი და ფინჯნები მოიტანა. მაგიდაზე დაალაგა და ოთახში შევიდა.
მოხუცმა ჩაი თავად ჩამოასხა ფინჯნებში.
– მომისმინე, ვატო. რატომღაც მგონია, რომ მატყუებ. რაც ძალიან არ მომწონს. დაჩის დედა სჭირდება, იზრდება და დედის გარეშე არ უნდა იყოს. ამაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ.
– არ არის ადვილი, იპოვო ქალი, რომელსაც სხვისი შვილი საკუთარივით ეყვარება. კიდევ უფრო ძნელი იქნება, დაჩიმ რომ შეიყვაროს ის. ამიტომ დრო მჭირდება.
– ვიცი, რომ ადვილი არ არის, მაგრამ შენ ჩემს კომპანიებს მართავ, სერიოზულ და მსხვილ კომპანიებს, რაც, ასევე, არ არის ადვილი. იმედს ნუ გამიცრუებ. ერთ თვეში ჩემი დაბადების დღეა. ოთხმოცი წლის იუბილეს აქ გადავიხდი. ლანამ უკვე დაიწყო საზეიმო წვეულების ორგანიზება. მინდა, ამ წვეულებაზე საცოლესთან ერთად გნახო.
– ბაბუა... – ვატომ სცადა მოხუცს შეკამათებოდა, მაგრამ დავითმა ხელის მბრძანებლური ჟესტიკულაციით გააჩუმა.
– მომისმინე, ნუ მაიძულებ, რაღაცები შევცვალო. არ მინდა ამის გაკეთება. ჩემი კომპანიების ერთადერთი მმართველი ხარ, ისინი შენს საკუთრებაში გადმოვა, თუ ჭკვიანად იქნები, მაგრამ თუ ჩემს მოთხოვნას არ შეასრულებ...
– მემუქრები, ბაბუა?
– არა, გაფრთხილებ. იმედია, გამეორება არ დამჭირდება. ზუსტად ერთ თვეში საცოლეს გამაცნობ. ჩემგან კომპანიების ასპროცენტიანი წილი საქორწინო საჩუქარი იქნება.
– გასაგებია. მეტი ვარიანტი არ არსებობს?
– არა. ეს ერთადერთი ვარიანტია. ახლა კი ჩაი დალიე, გაცივდა.
***
კოკა ნახევრად ჩაბნელებულ ბარში შევიდა და მეგობარს დაუწყო ძებნა. ვატო ყველაზე შორეულ კუთხეში იჯდა. სიგარეტს ეწეოდა და ვისკის წრუპავდა. კოკა შეამჩნია და ხელი დაუქნია.
– სად ხარ აქამდე? – საყვედურით ჰკითხა, როცა კოკა გვერდით მიუჯდა.
– ტატასგან ძლივს დავიხსენი თავი. დილით დაბრუნდა რეისიდან. ხვალ ისევ მიდის სამი დღით და გაბრაზდა, რატომ მტოვებო. მოვატყუე, საქმიანი შეხვედრა მაქვს-მეთქი, ამიტომ ვერ დავლევ. ეგრევე გავიშიფრები.
– ფორთოხლის წვენი შეუკვეთე შენთვის და ნუ წუწუნებ. პრობლემები ისეთი უნდა, მე რომ მაქვს.
– ჰო, მართლა. ისე დამირეკე, ეტყობა, რაღაც სერიოზულია.
– ძალიან სერიოზული.
– მართლა? – კოკა მოიღუშა. შეეტყო, რომ შეფიქრიანდა, – თიკოსთან ხომ არ გაქვს პრობლემა. ბავშვს ვერ შეეწყო? ვერ უვლის? უპასუხისმგებლოა? მობეზრდა და წავიდა?
ვატომ უარყოფის ნიშნად თავი გადააქნია.
– თიკო არაფერ შუაშია... პირიქით, ისეთი მადლობელი ვარ მაგ გოგოს მოყვანისთვის. სასწაული მოახდინა და შეუძლებელი შეძლო. ბავშვი გვერდიდან აღარ სცილდება. ჯერ ისევ არ ლაპარაკობს, მაგრამ იღიმის, თამაშობს... ერთი სიტყვით, ყველაფერი კარგად არის. მშვიდად ვარ, როცა დაჩი თიკოსთან არის. საოცარი გოგოა ყველანაირად.
კოკას გაეღიმა.
– მაშინ, რა ხდება. კომპანიას შეექმნა პრობლემები?
– არა. კომპანიაში ისეთი კონტრაქტები დავდე, შემოსავლებს ერთიორად რომ გაზრდის. ხომ მიცნობ, ბიზნესში შეცდომა არ მომდის.
– მდა, აბა, პირადში გაქვს ისევ „გარღვევა“?
– არც ეგ... თუმცა შეიძლება, ასეც ვიფიქროთ... ბაბუაჩემი...
– რაო? ბატონი დავითი? რამე დაემართა?
– ჰო. ერთ თვეში იუბილე აქვს. ოთხმოცი წლის ხდება და დიდ მიღებას აწყობს. მეგობრებს, პარტნიორებსა და ნათესავებს ეპატიჟება. ლანას აქვს დავალებული ამ ღონისძიების ორგანიზება.
– ოჰო, დარწმუნებული ვარ, შენი და თავდაყირა დადგება, მახუცს რომ აამოს. მისი ბოთე ქმარი ისევ ცდილობს, კომპანიაში პოზიციები გაიმყაროს?
ვატოს გაეცინა და ვისკი მოსვა.
– ძილშიც კი ჩემი კაბინეტი და სავარძელი ელანდება. ლანაც მუდმივად აქეზებს. ეს ცოლ-ქმარი ყველაფერს აკეთებს, რომ მე ჩამაჩოჩონ და ახლა, მგონი, გამოუვათ.
– მოიცა, რას ამბობ... იმის თქმა გინდა, რომ იუბილეს რომ გადაუხდიან, ისიც მისი ფულით, მოხუცი ისეთი მადლიერი დარჩება, კომპანიის საკონტროლო პაკეტს ლანას გადასცემს? ასეთი სულელიც არ მგონია ბაბუაშენი. თავის რუდუნებით ნაშენებ ფინანსურ იმპერიას მაგ უნიათოებს არ დაანგრევინებს.
– თვითონ მითხრა.
– რა, ლანას უნდა მივცე საკონტროლო პაკეტიო?
– მიმანიშნა, თუ მის პირობას არ შევასრულებ, რომელიც უფრო ულტიმატუმია და წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა მოვიმოქმედო.
– ასეთი რა პირობაა? შენ ტყუილად არ დამიბარებდი. ესე იგი, ჩემი დახმარების იმედი გაქვს.
– მე იმის იმედი მაქვს, რომ ერთად რამეს მოვიფიქრებთ.
– თუ არ მეტყვი, მაშინ... – ხელები გაშალა კოკამ.
– საცოლე უნდა მივიყვანო იუბილეზე და დამსწრე საზოგადოებას წარვუდგინო.
კოკამ დაუსტვინა
– ოჰო?! ეს უკვე სერიოზული ამბავია. ანუ, მოხუცმა გიბრძანა, მის იუბილეზე საცოლით გამოცხადდე?
– ჰო, მიბრძანა. ადრეც მთხოვდა, ცოლი მომეყვანა, რომ დაჩის დედა ჰყოლოდა, ნორმალურ ოჯახში გაზრდილიყო.
 – მერე, მართალი არ არის? ცოლის მოყვანა სულაც არ არის ძნელი, შენ ეგ არ გაგიჭირდება. უარს ვინ გეტყვის, ერთი ხელი დაუქნიე და...
– ეგრეც არ არის საქმე. ერთი ხელის დაქნევით ვინც წამომყვა, კი ხედავ, ამან რა დღეშიც ჩამაგდო. მეორედ ვეღარ გავრისკავ. ერთ თვეში როგორ ვიპოვო ქალი, რომელიც ღირსეულიც იქნება და შემიყვარდება კიდეც. შანსი არ მაქვს.
– მოიცა ერთი... ძალიან ასერიოზულებ ამ ამბავს. ცოტა ვიეშმაკოთ, – კოკამ თვალი ჩაუკრა.
– რას გულისხმობ? – ვერ მიხვდა ვატო.
– დავიქირავოთ ვინმე „ნაშა“, რა პრობლემაა? ფულის საქმე არ არის? ბოლოს და ბოლოს დამწყებ მსახიობს მოგიყვან და ნებისმიერ როლს შეასრულებს.
ვატომ ხელი ჩაიქნია.
– არ გამოვა. ჯერ ერთი, მე ვარ უნიჭო მსახიობი. მეორე – ბაბუაჩემს ათი წუთი დასჭირდება ამ „აფიორის“ გამოსამჟღავნებლად. ბავშვითაც გავიყიდები. მაგარ შარში ვარ.
კოკა ჩაფიქრდა, ერთბაშად სახე გაუნათდა და შუბლზე მიირტყა ხელი.
– გენიოსი ვარ. მოვიფიქრე... თიკო!
– რა თიკო, რას ამბობ?
– თიკოს უნდა სთხოვო დახმარება.
ვატოს ნელ-ნელა ჭკუაში დაუჯდა კოკას იდეა, მაგრამ განსახორციელებლად რთული მოეჩვენა. როგორ უნდა ეთქვა თიკოსთვის, ბაბუაჩემის იუბილეზე ჩემი საცოლის როლი შეასრულეო.
– ტყუილად ყოყმანობ. უკეთეს ვარიანტს ვერც იპოვი. თიკო იდეალურია ამ სტატუსისთვის, ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მე ვფიქრობ, უარსაც არ გეტყვის.
– არ შემიძლია, ვერ ვთხოვ, – ამოიოხრა ვატომ, – ძალიან მეუხერხულება. არ გამოვა ეს საქმე.
– მოიცა, კაცო! რას ნიშნავს, არ გამოვა. კომპანიის წილებზე უარს იტყვი? ასე, უბრძოლველად დაუთმობ ლანას და მის ბოთე ქმარს?
ვატო გაწითლდა.
– არა, ამას არ დავუშვებ. აი, ეგ რომ მახსენდება, ისე ვცოფდები, ლამის პირველივე შემხვედრ ქალზე ვიქორწინო.
– მერე, რა გიშლის ხელს? – დასცინა კოკამ, – შემხვედრი ქალები დაილია?
– არ გინდა, ისედაც დაწყვეტაზე მაქვს ნერვები. გირჩევნია, მოიფიქრო, თიკოს როგორ დაველაპარაკო. საიდან შემოვუარო.
– საიდანაც უნდა შემოუარო, მაგარი გოგოა.
– რა? – ვატო შეცბა.
– ჰო, მაგარი გოგოა. გაოცებული ვარ, რომ ჯერ ვერ შეამჩნიე.
– მოიცა, რას გულისხმობ? კოკა, მე მაგ გოგოს „სხვანაირად“ ვერ შევხედავ. აღარ შემიძლია, ვინმე მიყვარდეს. თიკო კი იმ ქალებს არ ჰგავს, ერთი ღამით რომ მიხალისებენ ცხოვრებას. ამისთვის არ მემეტება.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3