კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 ქურდის ბრწყინვალება

აგათა კრისტი

მარკუს ჰერდმენმა ჩაახველა და დაიწყო:
– გუშინ სტუმრები მყავდა, რომლებიც ფინჯან ჩაიზე დავპატიჟე, სულ ხუთი-ექვსი კაცი იყო. მათ ჩემი, შუა საუკუნეების სამკაულების კოლექცია ვაჩვენე, რომლებსაც კედლის სეიფში ვინახავ. შიგნით ისეა მოწყობილი, როგორც კარადა. წითელხავერდგადაკრული თაროები აქვს. მერე  მუსიკის მოსასმენად გავედით. სტუმრები რომ წავიდნენ, აღმოვაჩინე, რომ სეიფი ცარიელია. სავარაუდოდ, სეიფი კარგად არ დავკეტე და ვიღაცამ ამით ისარგებლა. ლალები, მუსიე პუარო, ზურმუხტები... მე მათ მთელი ცხოვრება ვაგროვებდი. დამეხმარეთ, მაგრამ გთხოვთ, არ გაახმაუროთ. ყველა სტუმარი ჩემი ახლო მეგობარია. სკანდალი არ მინდა.
– როდესაც მუსიკის მოსასმენად გახვედით, ოთახი ბოლოს ვინ დატოვა? – ჰკითხა პუარომ.
– მისტერ ჯონსონმა. სამხრეთ აფრიკელი მილიონერია. კაბინეტში ცოტა ხნით კი დაყოვნდა, მაგრამ მასზე ეჭვს ვერ მივიტან.
– თქვენი სტუმრებიდან, დღის განმავლობაში ვინმე იმ ოთახში აღარ შესულა?
– სამი მათგანი: კნიაგინია ვერა როსაკოვა, მისტერ ბერნარდ პარკერი და ლედი რანკორნი. კნიაგინია როსაკოვა მომხიბვლელი რუსი თავადია. ჩვენს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. ჩემი სხვა კოლექციის მიმართ გამოამჟღავნა ინტერესი და მის სანახავად შებრუნდა. თავიდანვე საეჭვოდ მომეჩვენა მისი ეს საქციელი. პარკერი ჩემი დავალებით შევიდა. მინიატურების კოლექციის ყუთის გამოტანა ვთხოვე. მინდოდა, ის ლედი რანკორნისთვის მეჩვენებინა. მოხუცი ქალია, ძლიერი ხასიათით. ოთახში თავისი ჩანთის გამო შებრუნდა.  რომელიც შემთხვევით დარჩა.
– მაშ ასე, ოთხი ეჭვმიტანილი გვყავს. რუსი კნიაგინია, ინგლისელი გრანდ-დამა, სამხრეთ აფრიკელი მილიონერი და ბერნარდ პარკერი. მართლა, ეს ვინღაა?
– ის... ის ახალგაზრდა კაცია. ერთი ჩემი ნაცნობი, – მისტერ ჰერდმენს ამ კაცზე ლაპარაკი არ სურდა, მაგრამ პუარომ ისე შეხედა, რომ მიხვდა, სჯობდა, ყველაფერი ეთქვა
– ზოგჯერ საგვარეულო ძვირფასეულობების გაყიდვის აუცილებლობა ჩნდება. ის ასეთ დროს საჭირო ადამიანებს პოულობს ჩემთვის. კიდევ ერთი დეტალი ლედი რანკორნის შესახებ – მისი გარდაცვლილი დეიდა კლეპტომანიით იყო ავად.
– აჰა, ძალიან საინტერესოა. შეიძლება სეიფი ვნახოთ?
პუარომ სეიფის კარი გამოაღო. ის ცარიელი იყო.
– ახლაც კი კარი სათანადოდ არ იკეტება, – ჩაილაპარაკა პუარომ და კარის დაკეტვა სცადა, – ნეტავ რატომ? ეს რა არის? საგდულში მამაკაცის ხელთათმანი ჩაყოლილა.
– ეს ჩემი ხელთათმანი არაა, – განაცხადა ჰარდმენმა.
– ეს კიდევ რაღაა? – პუარო დაიხარა და სეიფის ქვედა თაროდან პატარა ნივთი აიღო.  შავი პორტსიგარი აღმოჩნდა.
– ჩემსას ძალიან ჰგავს, – თქვა ჰერდმენმა, – მაგრამ ინიციალები სხვაა. ღმერთო ჩემო, B.P.– ბერნად პარკერი!
– ეტყობა, დაბნეული ახალგაზრდაა, – წარმოთქვა პუარომ, – მით უმეტეს, თუ ხელთათმანიც მისია. ეს უკვე ორმაგი სამხილი იქნებოდა.
მისტერ ბერნარდ პარკერი სახლში იყო.
– დილა მშვიდობისა, მუსიე, – მიესალმა პუარო, – გუშინ მისტერ ჰერდმენი გაქურდეს. ნება მომეცით, გკითხოთ: ეს თქვენი ხელთათმანია?
– სად იპოვეთ? – ცოტაოდენი  ფიქრის შემდეგ წარმოთქვა პარკერმა, – ჩემი არ არის.
– არც ეს პორტსიგარი?
– არა. მე ყოველთვის თან მაქვს ჩემი და ის ვერცხლისფერია.
– მშვენიერია, მესიე, მე საქმეს პოლიციას გადავცემ.
– არა.  მომისმინეთ, თქვენს ადგილზე ამას არ გავაკეთებდი! – წამოიძახა მისტერ პარკერმა, – შეუბრალებელი ხალხია ეს პოლიციელები. ცოტა  მოიცადეთ. მოხუც ჰარდმენს ვინახულებ...
რამდენიმე საათის შემდეგ პუაროს სასტუმრო ოთახის კარი გაიღო და ოთახში ქარივით შემოვარდა ქალი. კნიაგინია ვერა როსაკოვა ძალიან იმპულსური ადამიანი აღმოჩნდა.
– თქვენ ხართ მოსიე პუარო? ეს რა ჩაიდინეთ, ბრალი იმ საცოდავ ბიჭს დასდეთ! რა სკანდალია. მე მას ვიცნობ. ჩემთვის იმდენი გააკეთა...
– მითხარით, მადამ, ეს მისი პორტსიგარია? – პუარომ ჯიბიდან პორტსიგარი ამოიღო.
– კი მისია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს.  
ქალი ისევე უცერემონიოდ გავარდა,  როგორც შემოვარდა. მისი წასვლის შემდეგ პუარომ ჰერდმენის სახლში ნაპოვნი ხელთათმანის მეორე ცალი აიღო,  რომელიც პარკერის სახლიდან მოიპარა.
– ახლა, პროფილაქტიკისთვის, პარკ-ლეინზე სტუმრად მივალ, – განაცხადა მან.
ჯონსონი სახლში არ დახვდა, მაგრამ მის პირად მდივანს შეხვდა. გაირკვა, რომ ჯონსონი სამხრეთ აფრიკიდან სულ ახლახან ჩამოვიდა. ის ძვირფასი ქვებით კი არა, ოქროს მოპოვებით იყო დაინტერესებული. იმავე საღამოს პუარომ რუსული ანბანის შესწავლა დაიწყო.
– თქვენ რა, აპირებთ კნიაგინიასთან რუსულ ენაზე ილაპარაკოთ? – გავიკვირვა მისმა თანაშემწემ, – რაში გჭირდებათ? ყველა რუსი დიდგვაროვანი ბრწყინვალედ ლაპარკაობს ფრანგულად.
– ჰასტინგს, ეს რა ხასიათი გაქვთ. ადამიანს ყველაფრის ხალისს მოუკლავთ, ვწყვეტ რუსულის სწავლას, – პაურომ წიგნი თეატრალური ჟესტით მოისროლა.
– იქნებ ეჭვი გეპარებათ, რომ ის ქალი ნამდვილად რუსია და მის გამოცდას აპირებთ? – ჰკითხა ჰასტინგსმა ირონიულად.
– ო, არა, ის რუსია, – პუარომ  გაიცინა და მეტი არაფერი უთქვამს.
მეორე დილით ისინი მისტერ ჰერდმენთან წავიდნენ. პუარომ ფურცელი გაუწოდა.
– აი, ადამიანი, ვინც თქვენი ძვირფასეულობა მოიპარა. უნდა გადავცე თუ არა ეს საქმე პოლიციას? ან იქნებ, გსურთ ნაქურდალი ისე დაიბრუნოთ, რომ საქმეში სამართალდამცავები არ ჩარიოთ?
მისტერ ჰერდმენი თვალებდაჭყეტილი დაჰყურებდა ფურცელს. ბოლოს მას მეტყველების უნარი დაუბრუნდა.
– წარმოუდგენელია... მე არანაირი სკანდალი არ მინდა. მუსიე პუარო, მე მთლიანად ვენდობი თქვენს დელიკატურობას.
ტაქსი მოვიდა და რამდენიმე წუთში ყველა უკვე კნიაგინია როსაკოვასთან იყვნენ.   
– მოსიე პუარო! – წამოიძახა მან, – გაამართლეთ ის ბავშვი?
– თქვენს მეგობარს, მისტერ პარკერს დაჭერა არ ემუქრება. მაგრამ  მისტერ ჰერდმენს დავპირდი, რომ ძვირფასეულობას რაც შეიძლება მალე დავუბრუნებდი. ამიტომ კარგს იზამთ, თუ ბარემ გამატანთ. დაბლა ტაქსი მელოდება, იმ შემთხვევისთვის, თუ სკოტლანდ-იარდში წასვლა დამჭირდება.
კნიაგინიამ სიგარეტს მოუკიდა, რამდენიმე წამი გაუნძრევლად იჯდა. შემდეგ მოულოდნელად, გადაიკისკისა და ადგა. კომოდთან  მივიდა, გამოაღო იქიდან შავი ჩანთა გამოიღო და პუაროს გაუწოდა.
– შეგიძლიათ არ ჩაიხედოთ ყველაფერი მანდაა.
პუარო ადგა.
– მშვიდობით კნიაგინია! ო, მაპატიეთ, კინაღამ დამავიწყდა! თქვენი პორტსიგარი, – და მან მოწიწებით გადასცა, ქალს სეიფში ნაპოვნი პატარა, შავი პორტსიგარი. ქალმა გამოართვა და ჩაიჩურჩულა: გასაგებია...
– პირველად როდის დაეჭვდით კნიგინიაში? – კითხა  პუაროს ჰასტინგსმა უკვე გარეთ.
– მონ ამი, თავიდანვე.  იმან დამაეჭვა, რომ სეიფში ხელთათმანიც ეგდო და პორტსიგარიც. როგორ გითხრა? ეს ორმაგი სამხილი იყო. ბერნარდ პარკერს შეიძლებოდა ან ერთი დავარდნოდა, ან მეორე. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ორივე ერთად დაეტოვებინა. ეს ძალიან დაბნეული ადამიანისთვისაც კი ნამეტანი იქნებოდა. იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ნივთები ვიღაცამ იქ სპეციალურად დააგდო, რათა ეჭვი პარკერზე მიგვეტანა. ორი სამხილი, მაინც ზედმეტი იქნებოდა.. მივხვდი რომ ამ ნივთებიდან ერთი პარკერს არ ეკუთვნოდა. თავიდან ვიფიქრე, რომ პორტსიგარი იყო მისი, ხელთათმანი კი – არა. თუმცა შემდეგ, მის მისაღებში მეორე ხელთათმანი ვიპოვე და მივხვდი, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ იყო. ვის ეკუთვნოდა პორტსიგარი? ლედი რანკორნის ვერ იქნებოდა – ინიციალები მისი არ იყო. მისტერ ჯონსონის წარსული ეჭვს არ იწვევედა. დარჩა კნიაგინია. ყველამ ხომ იცოდა, რომ მან რუსეთიდან ძვირფასეულობა ჩამოიტანა. საკმარისი იქნებოდა ძვირფასი ქვები ბუდიდან ამოეღო და მათ ვეღარავინ ამოიცნობდა. მისთვის სიძნელეს არ წარმოადგენდა ჰოლიდან მისტერ პარკერის ერთი ხელთათმანი აეღო და სეიფში დაეგდო. მაგრამ პორტსიგართან დაკავშირებით მოუვიდა შეცდომა. როგორც ჩანს, როდესაც სეიფში ხელთათმანს აგდებდა, მაშინ დარჩა.
– ხო მაგრამ, თუ პორტსიგარი მისია, მაშინ რატომ არის მასზე ასოები B.P. მისი ინიცალები ხომ V.R-ა?
– ზუსტადაც. მაგრამ ბევრ რუსულ სიტყვასა და სახელში B არის V, ხოლო P – R. სწორედ ამიტომ ჩავუჯექი რუსულ ანბანს. ასე რომ, ბ-ერნარდ პ-არკერი  კი არა ვ-ერა რ-ოსაკოვა  – თქვა პუარომ, შემდეგ კი გაიღიმა: ბრწყინვალე ქალია...
თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3