კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 რის გამო აპირებდა ლავრენტი ბერია თანამდებობიდან გადადგომას, რაც სტალინმა არ დააკმაყოფილა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  როგორც ცნობილია, ლავრენტი ბერიას მისამართით ერთ-ერთი სალანძღავი ეპითეტი კარიერისტობაც იყო. თუმცა, ირკვევა, რომ მას მაინცდამაინც  არ იტაცებდა თანამდებობრივი წინსვლა, მზად იყო, გადამდგარიყო, მაგრამ ბედისწერა სულ სხვა გზას უმზადებდა... პროფესორი ივანე არსენიევი წერს: „დადასტურებული ფაქტია, რომ ბერიამ ჯერ კიდევ „ჩეკას“ უმაღლეს თანამდებობაზე მოღვაწეობის დროს მოინდომა გადადგომა. შესაბამისი განცხადებაც კი დაწერა, მაგრამ მისი ეს სურვილი არ დააკმაყოფილეს. მოკლე დროში კი მან არნახული სვლა დაიწყო კარიერულ კიბეზე და სტალინის სახელმწიფოში ძალიან მალე მოიპოვა დიდი გავლენა, ავტორიტეტი და თანამდებობა. ლავრენტი ბერიას ვაჟი, სერგო ბერია ყვებოდა: „მამას ვერაგული მკვლელობის შემდეგ დედა მიამბობდა, რომ მამა სწავლას იყო მოწყურებული და ცენტრალურ კომიტეტში განცხადებაც კი შეიტანა, სადაც ეწერა: „გთხოვთ გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან, რათა შევძლო სწავლის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებელში ინჟინერ-არქიტექტორის პროფესიის დასაუფლებლად“. ეს განცხადება ძალიან მალე სტალინს ჩაუვარდა ხელში. მან მამა კრემლში დაიბარა, სამი საათი ესაუბრა და თავის განზრახვაზე ხელი ააღებინა. დედაჩემის თქმით,  სტალინს მამასთვის უთქვამს, – სწავლის სურვილი კარგია, მაგრამ თანამდებობიდან ვერ გაგიშვებ. შენ ნიჭიერი კაცი ხარ და ცოდნა პრაქტიკული საქმიანობისას გაიღრმავეო. თანაც, სულ მალე მოგეცემა საშუალება, რომ შენი ინჟინრულ-არქიტექტურული მისწრაფებები საქმეში განახორციელო და ჩემი რჩევაა, ეს ახირება გადაიფიქროო. ხომ წარმოგიდგენიათ, იმ პერიოდში რა შეიძლება, მოჰყოლოდა სტალინის რჩევის უგულებელყოფას. მამას ეს კარგად ესმოდა. ის სულაც არ იყო მშიშარა ადამიანი და თავისი პრინციპების დაცვა თავად სტალინთანაც შეეძლო. თუმცა, სტალინის რჩევის შემდეგ მამა უფრო ღრმად დაფიქრდა. თანაც, იმანაც დააინტერესა, თუ რას სთავაზობდა მას სტალინი. და მართლაც, სულ მალე მამა საქართველოს ცეკას პირველი მდივანი გახდა. მას სტალინმა დაურეკა და პირადად მიულოცა. თან, უთხრა: მიდი, შეგიძლია, შენი არქიტექტურულ-ინჟინრული იდეები პრაქტიკულ ასპარეზზე განახორციელოო. ბელადის ეს სიტყვები მოქმედებისკენ მოწოდება იყო. მამამ იცოდა, რომ სტალინი მას გულმოდგინედ დააკვირდებოდა და მუშაობისას თავს არ ზოგავდა...“
  მიუხედავად, ეგრეთ წოდებული, კომბინაციური აზროვნებისა, არ მგონია, ლავრენტი ბერიას განგებ დაეწერა ის განცხადება იმ იმედით, რომ დამაწინაურებენო. ან კი როგორ უნდა განესაზღვრა ასეთი რამ. უფრო ვფიქრობ, რომ ბერიამ გულწრფელად გააკეთა ეს. მას მართლაც უნდოდა უფრო მეტი განათლების მიღება, მაგრამ ბელადს ის თანამდებობაზე სჭირდებოდა და ამიტომაც არ გაუშვა. ბერია რომ ნამდვილად სწავლას იყო მოწყურებული და ცოდნის მიღებას ყველანაირად ცდილობდა, ისიც მეტყველებს, რომ მას მუდამ თან ჰქონდა რომელიმე წიგნი და თავისუფალ დროს კითხულობდა. მას უზარმაზარი ბიბლიოთეკა ჰქონდა, რომელიც 12 ათას წიგნს ითვლიდა. ბერიას შვილი, სერგო ბერია იხსენებდა: „მამა თავგამოდებული ბიბლიოფილი იყო.  კითხვით  იყო გატაცებული და როგორც კი თავისუფალ დროს გამონახავდა, მაშინვე წიგნს გადაშლიდა და კითხვას იწყებდა. ყოფილა შემთხვევები, რომ ფრონტის წინა ხაზზე მიმავალი მამა წიგნს ჩაჰკირკიტებდა. ძირითადად, მას ტექნიკური და სამეცნიერო ლიტერატურა უყვარდა. ჰქონდა ყველა მოწინავე მიღწევაზე გამოცემული წიგნები, თანაც სხვადასხვა ენებზე. მამა თავისუფლად კითხულობდა ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად და ათვისების ფენომენალური უნარით იყო დაჯილდოებული. ნიშანდობლივი ფაქტია ის, რომ მამაჩემის ძალისხმევით, ქართულ ენაზე ითარგმნა ცნობილი მწერლების ნაწარმოებები, სამეცნიერო შრომები, წიგნები. თუ შეიძლება ითქვას, 30-იან წლებში საქართველოში თარგმანისა და წიგნის ბეჭდვის ბუმი იდგა. მამაჩემის მითითებით შეიქმნა კვალიფიციურ მთარგმნელთა ჯგუფი და საქართველო სწორედ მათი მეშვეობით გაეცნო იმ პერიოდისა და საერთოდ, მსოფლიოს შედევრებსა თუ სამეცნიერო მიღწევებს. იცოდა რა სტალინმა მამაჩემის ეს მისწრაფება, მას არაერთი წიგნი უსახსოვრა, თანაც, თავისი ავტოგრაფით. მათ შორის იყო აკრძალული წიგნებიც, რომლებსაც რამდენიმე ეგზემპლარად ბეჭდავდნენ – მხოლოდ სტალინისთვის. ერთი სიტყვით, ძალიან მდიდარი ბიბლიოთეკა გვქონდა, რომელიც მამის მკვლელობის მერე ჩამოგვართვეს...“
  სტალინის მიერ ნაჩუქარი წიგნებიდან ყურადღებას იპყრობს ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“ და მასზე მიწერილი მიძღვნა. ბელადმა ლავრენტი ბერიას წაუწერა: „ვიცი, ამ წიგნის არსს ჩასწვდები და დარწმუნდები, რომ ხელნაწერები არ იწვის. ხრუშჩოვი და ბუდიონი ამას ვერ გაიგებენ, ისევე, როგორც სხვები. იმედი მაქვს, რომ არც ხელნაწერებს დააწვევინებ ვინმეს და არც თანამდებობიდან გადადგომის სურვილი გექნება, რათა ბოლომდე მიიყვანო მინდობილი საქმე. სტალინი“.
  ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ ეს მიძღვნა სტალინის ერთგვარი ანდერძი იყო, რომელიც ბერიას ასეთი ფორმით მიაწოდა და ნიშანდობლივია ისიც, რომ ბელადმა ეს ქართულ ენაზე გააკეთა. ეს წიგნი ბერიას თავის პირად სეიფში, სხვა საიდუმლო საბუთებთან ერთად ჰქონდა დაცული და მისი მკვლელობის მერე ამოიღეს. ამ ღონისძიებას კი მარშალი კონევი ხელმძღვანელობდა. ამ წარწერის შესახებ სწორედ ის მოყვა ვიწრო წრეში სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. წარწერა კი ბერიას თანაშემწეს, ვანო მიქაიას ათარგმნინეს....
  ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ბერიას თანამდებობიდან გადადგომა აღარ უცდია და ის, სავარაუდოდ, სტალინის ანდერძს ასრულებდა, რისი განხორციელებაც არ დასცალდა.“

скачать dle 11.3