კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 ფურუნკულის განვითარების მიზეზები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ფურუნკული (ძირმაგარა) თმის ბუდისა და მის ირგვლივ მდებარე ქსოვილების მწვავე ანთებაა, რასაც ჩირქმბადი ბაქტერიები, უმთავრესად სტაფილოკოკები, იწვევს. კანის სხვა ანთებადი დაავადებებისგან განსხვავებით, ფურუნკული მხოლოდ იქ ჩნდება, სადაც თმის ფოლიკულებია განთავსებული, უმეტესად – სახეზე, კეფაზე, კისერზე, წელზე, ზედა და ქვედა კიდურებზე, საზარდულის მიდამოში.
  თავდაპირველად ქავილი იჩენს თავს, მერე კი თმის ბუდის მიდამოში ტკივილი, სიწითლე და შეშუპება აღმოცენდება. მომდევნო ეტაპზე კანზე ჩნდება მკვრივი, მტკივნეული, მუქი ალუბლისფერი მომრგვალო ანთებადი კვანძი, რომელიც კანის ზედაპირიდან წამოწეულია და პატარა კონუსს ქმნის. პაციენტი უჩივის სუსტ ქავილს და ზომიერ ტკივილს. ფურუნკულის ზრდასთან ერთად ინფილტრატის ზომა იმატებს და ვითარდება შეშუპება. მესამე-მეოთხე დღეს ინფილტრატის შუაგულში იწყება ნეკროზი და იწყება ქსოვილების დარბილება. ნეკროზული ქსოვილები მომწვანო ფერს იღებს. ყალიბდება ფურუნკულის ნეკროზული არხი. ამ პერიოდში ტკივილი მკვეთრად იმატებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ფურუნკული ფიზიოლოგიურად აქტიურ (მაგალითად, სახსრის) მიდამოში მდებარეობს. შესაძლოა, მოიმატოს სხეულის ტემპერატურამ, დაიწყოს თავის ტკივილი და განვითარდეს სისუსტე. საუკეთესო შემთხვევაში 2-3 დღის შემდეგ ჩირქოვან-ნეკროზული არხი თავისით იხსნება და წარმოიქმნება ღრმა, ზომიერად სისხლმდენი ჭრილობა. ანთება, შეშუპება და ტკივილი მცირდება. შეხორცების შემდეგ რჩება ნაწიბური. გართულების შემთხვევაში ჩირქოვან-ნეკროზული პროცესი თმის ფოლიკულის მიდამოს სცილდება და შესაძლოა, ჩამოყალიბდეს ფლეგმონა. შაქრიანი დიაბეტის თანაარსებობისას ფურუნკული შესაძლოა, ლიმფანგიიტით, რეგიონული ლიმფადენიტით ან თრობოფლებიტით გართულდეს.
როგორ დავიცვათ თავი ფურუნკულისგან? ამისთვის საჭიროა იმ ფაქტორების ცოდნა, რომლებიც მის განვითარებას იწვევს:
* კანის დაბინძურება (ჰიგიენის ელემენტარული წესების დაუცველობა);
 * კანის დაზიანება (ნაკაწრი, დაჟეჟილობა, დერმატიტი და სხვა);
 * ორგანიზმის დამცავი ძალების დასუსტება სტრესის, გამომფიტავი ქრონიკული დაავადების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, შაქრიანი დიაბეტისა და სხვათა გამო.
  ფურუნკული საკმაოდ სერიოზული დაავადებაა, რომელსაც გულისყურით უნდა მოეკიდოთ და არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ თვითმკურნალობა. დაუშვებელია ფურუნკულის გაჩხვლეტა და თითებით გამორწყვა (განსაკუთრებით – სახეზე), რადგან შესაძლოა, ინფექცია სისხლძარღვების გავლით თავის ტვინის ვენურ სინუსებში მოხვდეს და უმძიმესი გართულება – თვალბუდის ფლეგმონა, ჩირქოვანი მენინგიტი ან სეფსისი გამოიწვიოს. გარდა ამისა, შესაძლოა, განვითარდეს სახის ზედაპირული ვენების ლოკალური თრომბოფლებიტიც, რომელიც, თავის მხრივ, მეტად მძიმე გართულების – თავის ტვინის კავერნოზული სინუსის თრომბოზის მიზეზად იქცევა. ამ გართულებას ხშირად სიკვდილი მოსდევს. დაგვეთანხმებით, რომ ჯანმრთელობა საავადმყოფოში ვიზიტისთვის დახარჯულ დროზე გაცილებით მნიშვნელოვანია. გახსოვდეთ, რომ თვითმკურნალობას მხოლოდ პროცესის გარღმავება და გართულება მოსდევს.
  თუ ფურუნკული პერიოდულად გიჩნდებათ, ზოგჯერ კი ერთდროულად რამდენიმეც, ეს ნიშნავს, რომ ფურუნკულოზი გაქვთ. ეს უნდა შეფასდეს, როგორც ორგანიზმის თავდაცვითი ძალების სისუსტის სიგნალი. არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი. მხოლოდ მას შეუძლია, საჭირო გამოკვლევა ჩაგიტაროთ და სათანადო მკურნალობა დაგინიშნოთ.
скачать dle 11.3