კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 რა ასაკიდან უნდა მივიღოთ კარალიოკი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ხურმა, იგივე კარალიოკი, შემოდგომის ერთ-ერთი ყველასთვის საყვარელი ხილია. საკმაოდ სასარგებლოა და გემრიელიც, თუმცა, თუ ზომიერებას არ დავიცავთ, არა მხოლოდ პატარას სწყენს, დიდსაც შეიძლება უსიამოვნებები მოუტანოს.
  ამ ხილში ბევრია ფრუქტოზა და გლუკოზა. ეს პლუსია, რადგან ბავშვი მას შაქრის დამატების გარეშე მიირთმევს და მისი ორგანიზმი არ იტვირთება. ზოგიერთ ბავშვს ექიმები უნიშნავენ კიდეც ხურმის მიღებას, ეს, უპირველესად, ანემიისკენ მიდრეკილ ბავშვებს ეხება. კარალიოკი ხომ რკინის მდიდარი წყაროა. ასევე, რგებს თირკმელების პრობლემების მქონე პატარებს. შეიცავს ტვინის კვებისთვის საჭირო მიკროელემენტებს – თუთიას, კობალტს, ფოსფორს. კარალიოკი ასუფთავებს თავის ტვინის სისხლძარღვებს. ბეტა-კაროტინი კი, რომელიც მასში მეტია, ვიდრე გოგრასა და ტკბილ წიწაკაში, მხედველობის პრობლემების თავიდან აცილებას უწყობს ხელს. სასარგებლოა გულის მანკით დაავადებულებისთვის. მის ნაყოფში შემავალ შაქარს ორგანიზმი გულის კუნთის საკვებად იყენებს. გარდა ამისა, ხურმა უხვად შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს. სასარგებლოა იოდის დეფიციტის დროს, რადგან საკმაო რაოდენობის იოდს შეიცავს.
  ხურმა, ასევე, სასარგებლოა გაცივების დროს, რადგან დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს. ერთი კარალიოკის წვენს 3-4 სუფრის კოვზ თბილ წყალს ურევენ და ყელში ივლებენ.
  გასათვალისწინებელია, რომ კარალიოკს აქვს გამბერავი ეფექტი და მისი ნორმაზე მეტად მირთმევა დაუშვებელია – ამან შეიძლება, ყაბზობაც გამოიწვიოს და ნაწლავების სხვა პრობლემებიც. ასეთი ეფექტი მაშინ დგება, თუ ნაყოფი არ არის საკმარისად მწიფე და ბევრ ტანინს შეიცავს. ხურმა რომ დატკბეს და დამწიფდეს, მაცივარში დადეთ (ჯობს, საყინულეში) რამდენიმე საათით, ვაშლებთან ერთად. ვაშლების მიერ გამოყოფილი ეთილენი დამწიფებას უწყობს ხელს.
  ეს ხილი ნელ-ნელა უნდა შეიტანოთ ბავშვის მენიუში, სასურველია, სამი წლის შემდეგ. ჯერ მცირე ნაჭრებით, მერე კი დღეში მხოლოდ ერთი. გარდა ამისა, ისიც გაითვალისწინეთ, რომ კარალიოკი საკმაოდ ძლიერი ალერგენია, ამიტომ სანამ მას ბავშვს მთლიანად აჭმევდეთ, დარწმუნდით, რომ ალერგიას არ გამოიწვევს.
  ექიმები ამბობენ, რომ ამავე მიზეზების გამო ის არც ლაქტაციის დროს არის სასურველი ქალებისთვის და ორსულობის დროსაც ზომიერებისკენ მოუწოდებენ.
  ბეტა-კაროტინის შემცველობა ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას და ამცირებს ფილტვის კიბოს გაჩენის რისკს. ამიტომ ეს ხილი ნამდვილი განძია მწეველებისთვის. ამის გარდა კარალიოკი სასარგებლოა  საყრდენ მამოძრავებელი დაავადებებისა და მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების დროს. კარალიოკი შესანიშნავი შარდმდენია, რომელიც ხელს უწყობს შეშუპებებისგან გათავისუფლებას. დიარეისა და ნაწლავების ინფექციების დროს კი ის მაღალ ბაქტერიოციდულ ეფექტს უზრუნველყოფს.
  მოკრეფილი და დადებული კარალიოკი (ან ხურმა) ჩვეულებრივად მწიფდება. ის მხოლოდ რბილდება და იტოვებს იგივე თვისებებს, რაც მანამდე ჰქონდა.
скачать dle 11.3