კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: სახარება გვასწავლის: თუ მარჯვენა ლოყაში გაგარტყამენ, მარცხენა მიუშვირეო. ესე იგი, მტერს არ გავცეთ პასუხი?
პასუხი: ქრისტიანული სწავლებით, როდესაც ერთი ადამიანი მეორის მიმართ აგრესიას, სიძულვილს ავლენს, მეორემ სიყვარული და მიტევება უნდა დაუპირისპიროს, რადგან სიყვარული ერთადერთი იარაღია, რომ ადამიანებს შორის თანხმობა იყოს. კაცობრიობის არსებობის განმავლობაში მრავალი მაგალითი არსებობს, როდესაც აგრესიას შეგებებული აგრესია სასურველ მიზანს კი არ აღწევს, პირიქით, პრობლემა უფრო ღრმავდება. სიძულვილზე სიყვარულის შეგებების ნიმუში კი თავად უფალმა მოგვცა, როდესაც ჯვარცმის დღეს შეურაცხყობაზე ლოცვითა და მიტევებით პასუხობდა. თუმცა, კარგად უნდა გავიაზროთ და ისე არ უნდა გავიგოთ, რომ როდესაც სამშობლოს ომი აქვს ან აგრესიით მოყვასი ზარალდება და ზნეობა უზნეობად იქცევა, არაფერი მოვიმოქმედოთ. ასეთ დროს ძალაც უნდა დავუპირისპიროთ, მაგრამ ეს პირადი პატივმოყვარეობის წარმოჩენა არ უნდა იყოს.
კითხვა: გამიგია, რომ წელიწადში არის ერთი დღე, როდესაც შეგვიძლია, ვილოცოთ თვითმკვლელთა სულებისთვის და მათ სანთელი დავუნთოთ. რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს?
პასუხი: მართლმადიდებლურ ეკლესიაში ასეთი დღე არ არის დაწესებული, თუ ადამიანი თავის სიცოცხლეში არ მოვიდა ქრისტესთან და სასოწარკვეთილს უფალი არ გაახსენდა, თვითმკვლელობის შემდეგ მასზე ეკლესია ვერ ილოცებს. თქვენ, ალბათ გულისხმობთ 19 სექტემბერს, მიქაელ მთავარანგელოზის მოხსენიების დღეს, როდესაც ხალხში გავრცელებული ცრურწმენით, თვითმკვლელისთვის სანთლის დანთება შეიძლება. ეს არასწორია. თვითმკვლელთა სახელზე მხოლოდ მოწყალების გაღება შეგიძლიათ, ეს კი ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.
კითხვა: როგორ უნდა შევთხოვოთ უფალს ჩვენი სათხოვარი?
პასუხი: უფლის განჩინებით, „ლოცვა მართლისა შეისმინების“. როცა  უფალს რამეს ვთხოვთ, უნდა დავფიქრდეთ, რამდენად მართლები ვართ. ამიტომ უფალს ჯერ ჩვენი ცოდვების შენდობა უნდა ვთხოვოთ და მერე შევკადროთ სხვა სათხოვარი. დანარჩენი უფალმა თავად იცის. ხშირად ადამიანს ისეთი სათხოვარი აქვს, რაც მისთვის საზიანოა, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებს. უფალმა უკეთ უწყის, რა არის ჩვენი სულისთვის აუცილებელი და იმას არ მოგვცემს, რაც ჩვენთვის საზიანოა. ისე კი გვახსოვდეს, რომ უფალი ყვავილსა და ფრინველს მოსავს და ადამიანს, მით უმეტეს, გააძლიერებს თავისი წყალობით! უფრო მეტიც, უფალი ხშირად ისეთ ადამიანებს უსრულებს სურვილს, ვინც არ იმსახურებს, მაგრამ ამით სურს დაანახვოს, თუ როგორ უყვარს ყოველი ადამიანი და ცდილობს, ასე გაუნათოს გონება და დააყენოს ის ჭეშმარიტების გზაზე.
კითხვა: ქრისტიანული წესია თუ არა გარდაცვლილის საფლავზე ძეგლის დადგმა?
პასუხი: ძეგლის საფლავზე დადგმა არ არის მიზანშეწონილი. ქრისტიანული წესით, გარდაცვლილის საფლავზე მხოლოდ ჯვარი უნდა იდგეს.
скачать dle 11.3