კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 უფლის გზაზე მავალთათვის

  1. სასოწარკვეთილების ჟამს გახსოვდეთ, რომ უფალი კი არ გტოვებთ თქვენ, არამედ თქვენ ტოვებთ უფალს. უფლის სახელით გიბრძანებთ, რომ აი, ასე იცხოვროთ, როდესაც მარტო იქნებით. თუნდაც მწუხარედ იყოთ, თუნდაც არ გინდოდეთ – ყოველთვის გონებით მოუწოდეთ უფალ იესო ქრისტეს, რომელიც ცხოველ არს თქვენს სულში.
  2. არასოდეს გააკეთოთ ის, რითაც შეიძლება, აცდუნოთ ან შეურაცხყოთ თქვენი მოყვასნი. ხოლო თუკი ისინი შეურაცხგყოფენ თქვენ, შეხედეთ ამას არა როგორც შეურაცხყოფას, არამედ, როგორც უფლის მიერ თქვენთვის მომზადებულ იარაღს, რომლითაც, თუკი მოინდომებთ, შეძლებთ, რომ აღმოფხვრათ საკუთარ თავში გულის ყოველგვარი არაწმინდები.
  3. გევედრებით, მოყვასნო ჩემნო, ნუ უგულვებელყოფთ ნურც ერთ საშუალებას, რომლითაც შესაძლებელია, რომ სათნოეყოთ უფალს, ამგვარი საშუალებანი კი უამრავია. ასეთებია: გულთბილი ურთიერთობა ხალხთან, ნუგეშისცემა მწუხარისა, გამოსარჩლება დაჩაგრულისა, მოწყალების მიცემა უპოვარისთვის, თვალის მორიდება ურიგო საგნებისთვის, წინააღმდეგობის გაწევა უჯერო აზრებისთვის, თავის იძულება ლოცვისთვის, მოთმინება, გულმოწყალება, სამართლიანობა და სხვა მსგავსნი. ამ წმიდა სათნოებების აღსრულება მოიზიდავს თქვენკენ ღმრთის ყოვლისშემძლე შეწევნას, ხოლო მასთან ერთად კი გადალახავთ ყველა სიძნელეს, რომელიც ადრე გადაულახავად გეჩვენებოდათ თქვენი ძალებისთვის.
  4. ყოველნაირად მოერიდეთ რაიმეზე განრისხებას: არც ერთი სიამოვნება არ მიიღწევა ჩვენზე თავისთავად, არამედ დაიშვება ღმერთის განგებით იმავე მაცხოვნებელი მიზნებისთვის, რა მიზნითაც წმიდა პავლე მოციქულს ეწია „ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთანი, ჭირნი ნათესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნოთა ზედა, ჭირნი ზღვათა შინა, ჭირნი ძმათა – მტყუვართაგან“ (გარედან – ბრძოლანი, შიგნით – სნეულებანი) (2 კორ. 11.26).
  5. რაკი ეს იცით, ნუ მიაქცევთ ყურადღებას იმას, თუ ვინ შეურაცხგყოთ, არამედ გახსოვდეთ, რომ ვერავინ გაბედავს შეურაცხყოფის მოყენებას, თუკი უფალს არ სურს ამის დაშვება, და ამიტომ უმჯობესია, მადლობდეთ უფალს, რომ თქვენზედ მოწეული ჭირით ის ნათლად აჩვენებს, რომ თქვენ მისთვის უცხო არა ხართ და მიჰყევხართ ზეციურ სასუფეველში. წმიდა წერილი ხმობს: „უკუეთუ სწავლასა დაუთმოთ, ვითარცა შვილთა შეგეწყნარებს თქუენ ღმერთი. რამეთუ ვინმე არის შვილი, რომელი არა სწავლის მამამან?“ (ებრ. 12,7).
  6. თუკი დაგეუფლებათ ვინმეს მიმართ უნებლიე მტრული განწყობა, ეცადეთ, სძლიოთ ამ ცოდვისმიერ გრძნობას: აიძულეთ თავი, ილოცოთ ასე: „შეიწყალე, უფალო, მონა შენი (ესა და ეს) და მისი წმიდა ლოცვებით დაამშვიდე გული ჩემი“. აიძულე თავი, ყურადღებით მოეპყრა და გაუწიო დახმარება იმ ადამიანს, რომელიც არ გიყვარს – და რაკი უფალი დაინახავს თქვენს კეთილ განზრახვას, არა მარტო თქვენი გულიდან განდევნის ცოდვისმიერ მტრულ განწყობილებას, არამედ თვით იმასაც წმიდა სიყვარულით აღავსებს.
  7. მთელი ცხოვრების განმავლობაში, ყოველი მოქმედების წინ იხელმძღვანელეთ შემდეგი ქრისტიანული განსჯით: ჩემ მიერ ჩაფიქრებული მოქმედება ხომ არ არის ღმრთის ნების საწინააღმდეგო. ხომ არ არის დამღუპველი ჩემი სულისთვის, ხომ არ შეურაცხყოფს მოყვასს? თუკი მკაცრი გამოძიების შემდეგ სინდისი არ გამხელთ, მაშინ თქვენი გადაწყვეტილება შეასრულეთ და თუკი გამხელთ – თავი შეიკავეთ მისი აღსრულებისგან.
скачать dle 11.3