კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 რატომ მოიხმარს მოსახლეობა უზომო რაოდენობის მედიკამენტებს

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  ოფიციალური მონაცემებით, ქრონიკული ავადმყოფები წამლების შესყიდვაში ყოველწლიურად, ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 726 მილიონ ლარს ხარჯავენ საკუთარი ჯიბიდან. ამ ციფრითაც აშკარაა, თუ რამდენს ხარჯავენ საქართველოს მოქალაქეები თავიანთი ჯიბეებიდან მედიკამენტებზე ყოველდღიურად. თუ გავითვალისწინებთ რიგებს ფეხის თითოეულ ნაბიჯზე არსებულ აფთიაქებში, შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ ფარმაცევტული სექტორი ქვეყანაში წრეგადასაულად ყვავის, მოსახლეობა კი წრეგადასულად დაავადებულია (ან არწმუნებენ, რომ ავად არიან). თუ გავიხსენებთ, რომ საბჭოთა თბილისში ლამის ხელის თითებზე ჩამოსათვლელი აფთიაქები იყო და არც რიგები არსებობდა, იბადება კითხვა, რამ დააავადა ამ არც თუ ისე დიდი ხნის განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობა, რომელიც იმ პერიოდთან შედარებით დღეს უფრო მცირერიცხოვანიცაა? – ამ კითხვაზე პასუხის მიღებას დემოგრაფ ავთანდილ სულაბერიძის დახმარებით შევეცდებით.
– რეალურად დაავადდა ასე მასობრივად ქვეყნის მოსახლეობა, თუ რამ გამოიწვია მედიკამენტებზე მოთხოვნის არნახულად გაზრდა?
– მე, როგორც დემოგრაფმა, შემიძლია, ვთქვა, რომ ამ რაოდენობის მედიკამენტების მოხმარება ლოგიკური შედეგია იმისა, რომ გვყავს დაბერებული მოსახლეობა, 65-წელს გადაცილებული მოსახლეობის საერთო რაოდენობის უკვე 14 პროცენტზე მეტია და, ბუნებრივია, რომ ამ თაობას, რომელმაც ბოლო 25 წლის განმავლობაში გაიარა შიმშილობა, სიბნელე, სიცივე, დაუქვეითდა იმუნიტეტი. ასევე, ძალიან მაღალია ჰიპერტონიული დაავადებები, იმას გარდა, რომ უკანასკნელ პერიოდში გაიზარდა როგორც ავთვისებიანი, ისე კეთილთვისებიანი სიმსივნეებით დაავადებულთა რაოდენობაც. ეს მაჩვენებელი არის არა მხოლოდ დაბერებულ, არამედ შუა ხნის მოსახლეობაშიც და უკვე საგანგაშო შედეგებია ბავშვებს შორისაც. რაც შეეხება თვითონ ფარმაცევტულ სექტორს: ჩემი შეფასებით, ამ სექტორს უფრო მეტი მოგება აქვს, ვიდრე საბანკო სექტორს. ამას ხელს უწყობს ლარის კურსის მერყეობაც. ფარმაცევტულ კომპანიებს მედიკამენტები შემოტანილი აქვთ ლარის გაუფასურებამდე, ინახავენ მარაგებს და შემდეგ უმატებენ ფასებს., ამის გამო სამჯერ მეტია ფასთა სხვაობით მოგება. მეორე პრობლემაა მედიკამენტებზე ხელმიუწვდომლობა. თითქოს ეხმარება ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას, მაგრამ, რომ გადახედოთ ლარად შესაძენი წამლების ხარისხს, ადვილი მისახვედრია, რომ ეს ფუჭი მცდელობაა. ერთ ლარად ისეთი წამლების შეძენაა შესაძლებელი, რომლებსაც ნაკლებად ხმარობს მოსახლეობა. ხარისხიანი ჰიპერტონიული წამლები ჩვენთან ძალიან ძვირი ღირს და არც არის შეტანილი ერთლარიანი წამლების ნუსხაში. ჩემი აზრით, შესაცვლელია  ჯანდაცვის პოლიტიკა. ვითომ დაზღვევა მუშაობს, მაგრამ არ არის ისეთი ქმედითი, რომ გააჯანსაღოს მოსახლეობა.
– სახელმწიფო დაზღვევა არ ანაზღაურებს წამლის კომპონენტს, მხოლოდ საოპერაციო ხარჯს.
– ამას ვამბობ, ანაზღაურებს ექიმის კონსულტაციის ხარჯს და ეს  არ არის ის დაზღვევა, რომელიც მოქმედებს ცივილიზებულ ქვეყნებში.
– მაგრამ არ შეიძლება, არ ვთქვათ, რომ საოპერაციო ხარჯის გაღება სახელმწიფოს მიერ მნიშვნელოვანია, ძალიან ძვირად ღირებულ ოპერაციებს აფინანსებს 90 პროცენტით.
– მაგრამ თანადაფინანსებისას იმ 10-პროცენტსაც ვერ შოულობს მოსახლეობა. საქმე ის არის, რომ ჩვენთან დაბალ დონეზეა პრევენცია, რომ ადამიანი არ დაავადდეს. ამის ერთ-ერთი მიზეზია კვება.
– ერთ მაგალითს გეტყვით: ჩვილს სჭირდება წლამდე თვეში ერთხელ პედიატრის კონსულტაცია და გაიდლაინებით განსაზღვრულია რამდენიმე კვლევის ჩატარება სწორედ პრევენციის მიზნით და კერძო სადაზღვევო კომპანიები არ ანაზღაურებენ არც ექიმის კონსულტაციას, არც კვლევის ღირებულებას, თუ ჩვილს დაავადება არ აღმოაჩნდა, არადა, თუ არ გამოიკვლიე, როგორ მიხვდები?! ესე იგი, ისინი წაახალისებენ დაავადებას და არა ჯანმრთელობას და იგივე ხდება სხვა ასაკობრივ ჯგუფებშიც.
– პრევენციის სისტემა ნაკლებად მუშაობს. ექიმთან რომ მიდის ადამიანი, ის უკვე დაავადებულია და ითხოვს წამლის გამოწერას. ექიმი გამოუწერს წამალს იმ სააფთიაქო ქსელის, რომელსაც ფლობს ის სადაზღვევო კომპანია ან თანამშრომლობს. მაგრამ ესეც არაა პრობლემა, მთავარია, გატარდეს ღონისძიებები, რომ არ დაავადდეს ადამიანი. იმუნიტეტი ვახსენე და პრობლემაა იმუნიტეტის დაქვეითება, ამიტომ ადამიანები იოლად ცივდებიან, ადვილად ერევათ ვირუსი. დაბალი იმუნიტეტის მიზეზი, რაც არის დაავადებების გამომწვევი, არის სიღატაკე, უმუშევრობა. ანუ ფაქტორთა კომპლექსია. სიღატაკე რომ შემცირდებოდეს ქვეყანაში, დაავადებების პრობლემაც გადაიჭრებოდა. რატომ გაიზარდა ბოლო პერიოდში დაავადებების მაჩვენებლები? არა მხოლოდ იმიტომ, რომ მოსახლეობა დაბერებულია, შუა ასაკის მოსახლეობაშიცაა გაზრდილი მოკვდაობის მაჩვენებელი, განსაკუთრებით – მამაკაცებს შორის. ამის მიზეზია მძიმე შრომითი პირობები, არასრულფასოვანი კვება. არ აქვს ადამიანს საშუალება, შეიძინოს ხარისხიანი წამალი. ყიდულობს დაბალხარისხიან წამალს, ის კი არაეფექტიანია. კომპლექსურად რომ ავიღოთ, დაავადებების გავრცელებასთან საბრძოლველად აუცილებელია ფარმაცევტული სექტორის განვითარება, ფასების სისტემა უნდა დარეგულირდეს.
– ჩვენთან რატომ არის გავრცელებული ჰიპერტონია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები? ნერვული სამხრეთელები ვართ?
– ემოციები... როდესაც ბავშვს შია და ვერ მიგაქვს საჭმელი, ეს ხომ იწვევს ემოციას?! დაავადებას იწვევს ემოციები. კლიმატური პირობებიც საკმაოდ შეიცვალა. ტემპერატურული ცვლილებაც ძალიან მოქმედებს ჯანმრთელობაზე. ტემპერატურის მკვეთრი რყევა მოქმედებს ადამიანზე. განსაკუთრებით, მოქმედებს დასუსტებულ ორგანიზმზე. საეჭვოა პროდუქტების ხარისხიც, რომლებსაც მივირთმევთ. სტატისტიკა ყოველთვის არ აჩვენებს იმ ფაქტს, რაც ქვეყანაში ხდება ჯანდაცვის კუთხით. ვერ ავაწყვეთ ეს სისტემა, არადა გასაუმჯობესებელია, მხოლოდ ოპერაციებზე სადაზღვევო სისტემის აგება მცდარია, ჯანდაცვის სისტემა ორიენტირებული უნდა იყოს პრევენციაზე.
– როგორც ჩანს, ამ საკითხს ჰყავს მოწინააღმდეგეებიც, იმიტომ რომ, თუ სახელმწიფომ დაავადებების პრევენცია მოახდინა, ამდენ წამალს ვინღა გაასაღებს, ამდენ ექიმს ვინ დაასაქმებს და ამდენ კლინიკას ვინ არჩენს, თუ არ იქნა  პაციენტი?
– რა თქმა უნდა, პრობლემაც ესაა, ერთმანეთზეა აკინძული – სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლები დადიან კლინიკებში, აქტივობებს იჩენენ, რომ ექიმებმა მათ მიერ შემოტანილი მედიკამენტები გამოუწეროს პაციენტებს, უწყობენ შეხვედრებს, აძლევენ ბონუსებს. ისე აქვთ აწყობილი ფარმაცევტულ კომპანიებს სისტემა, რომ წამალი შემოაქვთ, თავადაც აწარმოებენ, ყიდიან, სადაზღვევოებიც აქვთ და კლინიკებიც. ამ ჩაკეტილ წრეშია მოსახლეობა. ორჯერ გავიკეთე პირადად მე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, მესამედაც გამიშვეს, მაგრამ ორი კვლევის პასუხი რომ გაქვს და იცი, რომ ხერხემალზე პრობლემა არ არის, მესამედაც რატომ მინიშნავ?! არადა, კვლევა 300 ლარი ღირს. სისტემაა ისეთი შექმნილი, როდესაც ხელი ხელს ჰბანს. რაც შეეხება ექიმების კვალიფიკაციას: შებრძანდით პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში და მოიკითხეთ, სად აქვთ განათლება მიღებული. ვინც უცხოეთში მიიღო განათლება და მაღალკვალიფიციური სპეციალისტია, ის აქ არსებულ ხელფასზე არ იმუშავებს, ამიტომ ცდილობენ, დარჩნენ იქ და იქ იმუშაონ.
– თუმცა, მეორე მხრივ, აქაც არიან მაღალკვალიფიციური ექიმები, რომლებსაც საკმაოდ დიდი შემოსავალი აქვთ და ბევრი პაციენტიც ჰყავთ.
– პრობლემაც ესაა, რაოდენ მაღალკვალიფიციური ექიმიც უნდა იყოს, სრულფასოვნად ვერ იმუშავებს არსებულ ფარმაცევტულ ქსელში.
– მე როგორც მივხვდი, მთავარი პრობლემა დღეს არის მოსახლეობის დაბალი იმუნიტეტი, საბჭოთა ადამიანს იმუნიტეტი უფრო ძლიერი ჰქონდა? არ გაუარესებულა ცხოვრების პირობები იმდენად, რომ ასეთი არნახული მატება იყოს დაავადებების და წამლებზე – ასეთი მაღალი მოთხოვნა. არაადეკვატურად ბევრი მედიკამენტი იყიდება.
– ავიღოთ ბავშვთა კვება, ჩვენი ახალგაზრდა დედები ერიდებიან ძუძუთი კვებას, ხელოვნურ კვებაზე ჰყავთ ჩვილები. ხელოვნური კვების შესახებ კი პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ არ არის ხარისხიანი, აღმოჩნდება ხოლმე სხვადასხვა დარღვევები. ხილი რომ ხილია, ისიც კი არ გვაქვს ჩვენი და შემოტანილია, მაგრამ პირველი მიზეზი მაინც არის სიღარიბე. ადამიანებს არ აქვთ საშუალება, რომ სრულფასოვნად იმკურნალონ. მინისტრების ცვლა ამ პრობლემას ვერ უშველის, ჯანდაცვის სტრატეგიაა შესამუშავებელი, რომელსაც ექნება შედეგი და შეამცირებს ქვეყანაში დაავადებების მაჩვენებლებს. ახალმა მინისტრმა სიმსივნეებზე გააკეთა აქცენტი და, მართლაც, გაზრდილია, როგორც გითხარით, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადების მონაცემები, მაგრამ მივხედავთ სიმსივნეებს და ამის შემდეგ გამოჩნდება სხვა დაავადებები. ამიტომაც ვამბობ, რომ აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების გატარება. ეს უნდა იყოს სისტემაში მოყვანილი და ყველა დაავადების მიმართულებით უნდა ხორციელდებოდეს პრევენციული ღონისძიებები, რაც შეამცირებს მათ გავრცელებას და არც ოპერაციებზე დაიხარჯება ამდენი ფული, იმთავითვე უნდა აეღოთ გეზი პრევენცაზე. თითქოს ასეც იყო, შემოვიდა ოჯახის ექიმის ინსტიტუტი, მაგრამ შემდეგ ამ გზას გადაუხვიეს და რაღაც მარილია მოსაყრელი არსებულ ჯანდაცვის პოლიტიკაზე. ერთლარიანი წამლების ნაცვლად კარგი იქნებოდა, თანადაფინანსება შემოსულიყო ჰიპერტონიულ წამლებზე, იმიტომ რომ მათი მუდმივად მიღებაა აუცილებელი, რომ გამოუსწორებელი შედეგი არ დადგეს. თანაც, ქვეყანაში ღარიბი მოსახლეობის არსებობა თავისთავად მიუთითებს, რომ ჯანდაცვის ხარისხი დაბალ დონეზეა.
– არადა, როდესაც ამდენი თანხა იხარჯება წამლებზე, ხომ შეიძლება, დაიხარჯოს პრევენციაზე, გაჯანსაღებაზე, დადებით ემოციებზე, მოგზაურობაზე, წვეულებებზე და ადამიანებმა სიამოვნებისთვის მოიხმარონ ეს თანხა.
– რა თქმა უნდა, ისეთ დონეზე უნდა იყოს დაავადებების პრევენცია, რომ ექიმის მიერ წამლის გამოწერა იყოს საკმარისი და ოპერაცია არ დასჭირდეს. ამდენად, ჰაერივით აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარება.

скачать dle 11.3