კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 დოქტორი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ სხვის შეცდომებზე დაბრძენებული

  მაშინ როდესაც, სახელდობრ, ჩვენ გასაგონად რფ-ის მთავარმა დიპლომატმა განაცხადა, ომს არ დავიწყებთ, თუმცა „ნატოს“ ჩვენს საზღვრებთან მოახლოება საფრთხეს შეგვიქმნისო (რაც საყველპუროდ იმას ნიშნავს, რომ ომის გარეშე დავაზიანებთ საქართველოსგან დარჩენილ ტერიტორიას, სანამ გაწევრიანდებაო. ოღონდ ისიცაა, რომ მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია, ანუ დათვის შიშით დასავლეთზე უარს ვერ ვიტყვით), უფრო უსიამოვნო სიურპრიზი მას მოკავშირე ბელორუსმა შესთავაზა.
კერძოდ, ბელორუსის უცვლელმა პრეზიდენტმა ბ-ნმა ლუკაშენკომ რუსეთს, თუმცა დიდი ხათრი მაქვსო, მაგრამ უარი უთხრა თავის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის განთავსებაზე.
  შეუიარაღებელი თვალითაც აშკარაა, რომ ბელორუსის წინააღმდეგ რფ ომს ნამდვილად არ წამოიწყებს და ვერც ავტონომიებს წაართმევს, იმიტომ რომ უნიტარული სახელმწიფოა,   ოღონდ ისიც ცხადია, რომ, თუმცა ლავროვმა მოკავშირის უარი „უსიამოვნო სიურპრიზად“ შეაფასა, ოღონდ მისი გამართლებაც სცადა.
  მომყავს ციტატა: „ეს ქმედება უსიამოვნო სიურპრიზი იყო. თუმცა, მთავარია შინაარსი და არა ფორმა. რაც შეეხება შინაარსს, ალექსანდრე ლუკაშენკოს არაერთხელ უთქვამს, რომ რუსეთი 100- პროცენტიანი მოკავშირეა“.
  ცნობისთვის: რფ ბელარუსში რუსული ავიაბაზის განთავსებად ჯერ კიდევ 2015-ში გეგმავდა, ოღონდ ვერ დაიყოლია მოკავშირე, ვინაიდან, ბელორუსის პრეზიდენტის აზრით, ეს ნაბიჯი რეგიონში დაძაბულობას შექმნიდა.
  არადა იმაზე მეტ დაძაბულობას, რაც ყირიმის ანექსიამ და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების გაჩაღებამ შექმნა, ეს სამხედრო ბაზა ვერ შექმნიდა, მაგრამ აი, თავად ბელორუსის სახელმწიფოებრიობას კი უკრაინის თუ არა, სომხეთის მსგავს პობლემებს შეუქმნიდა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის შეცდომაზე ისწავლა და საცაა, სადოქტოროსაც დაიცავს.



скачать dle 11.3