კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 თუ მუდმივად პაციენტის მაჯისცემაზე არ გაქვს ხელი, ის მეორედ აღარ მოვა შენთან


კარდიოლოგ მაია ჩიგოგიძეს პაციენტები განსაკუთრებული პროფესიონალიზმითა და გულისხმიერებით გამოარჩევენ. წარმატება მის ცხოვრებაში უშრომელად და უბრძოლველად არ მოსულა, ექიმობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა და დღემდე ბევრს მუშობს  იმისთვის, რომ თანამეროვე მსოფლიო მედიცინაში მიმდეინარე პროცესებს არ ჩამორჩეს. პაცინეტების საყვარელი კარდიოლოგს ოჯახურ გარემოში უფრო ახლოს ინტერვიუდან გაიცნობთ.  
მაია ჩიგოგიძე:  რაც ჩემი თავი მახსოვს სულ ექიმობაზე ვოცნებობდი, სხვა პროფესია არც იყო ჩემს წარმოსახვაში. დღესაც არ ვიცი სხვა რა მიმართულებით შეიძლებოდა წავსულიყავი. რამდენიმე წელი მომიწია მენეჯმენტის განხრით მუშაობა მაგრამ ექიმობისთვის თავი არ დამინებებია,პარალელურ რეჟიმში ვიღებდი პაციენტებს. როდესაც არჩევანის წინაშე დავდექი  ბოლომდე დავუბრუნდი კარდიოლოგიას.  
_ვიწრო სპეციალობა როგორ აირჩიეთ?
_ძალიან დიდხანს ვფიქრობდი არჩევანს რეანიმატოლოგიასა და  კარდიოლოგიას შორის, ძალიან მინდოდა რეანიმაციაში მუშაობა, ბიძა მყავს ქირურგი და მისმა რჩევამ გადაწონა,სულ მაშინებდა, რომ რეანიმატოლოგს -ოჯახი არ მეყოლებოდა!
_შემდეგ როგორ განვითარდა თქვენი კარიერა?
_ჩემი სამსახური  ინტერნატურიდან დაიწყო. პირველი შეხება პაციენტებთან 1997-98წლებში  ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალში მქონდა,სადაც ძალიან ბევრი პაციენტი მკურნალობდა,  როდესაც გამჩნევდნენ ინტერესს საკუთარი საქმის მიმართ  არ გზღუდავდნენ.  ჩვენი განყოფილების ხელმძღვანელი  არაჩვეულებრივი ადამიანი - ბატონი ტარიელ ნამორაძე გახლდათ, რომელმაც პირველმა მაზიარა პაციენტს,მოხალისედ ვმორიგეობდი კონსტიტუციის ქუჩაზე N7 საავადმყოფოს კარდიოლოგიურ განყოფილებაში ქ-ნ მედეა შუშანიასთან,იყო უშუქობის, სიცივის,გაჭირვების პერიოდი,ხელფასზე მაშინ არც მიოცნებია,სანთლის შუქზე ვმორიგეობდით,შემდეგ აკად.გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი,სადაც შევისწავლე ექოკარდიოგრაფია-ჩემი მასწავლებელი აქაც არაჩვეულებრივი ადამიანი ბატონი გერა ლომთათიძე აღმოჩნდა. ასე დაიწყო და  შემდეგ ისეთი  სისწრაფით იცვლებოდა კლინიკები, რომ მათი თანმიმდევრობით ჩამოთვლა გამიჭირდება.მთავარი ერთია,არასოდეს მითქვამს უარი არანაირ სამსახურზე,თბილის ში თუ რეგიონში ,რაც არ უნდა მინიმალური ხელფასი მქონოდა და ამაში მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ყოველთვის ჩემი საქმისადმი სიყვარული იყო.
 როდესაც აკად ო.ღუდუშაურის ეროვნულ ცენტრში კარდიოლოგიური განყოფილების შექმნაზე დაიწყეს ზრუნვა, შევხვდი ბატონ ელგუჯა გოცირიძეს და ასე ჩავუდექი სათავეში განყოფილების ჩამოყალიბებას,  ასე მოვხვდი აქ,პროფესიონალების გარემოცვაში.კომფორტია როდესაც ერთ სივრცეშია მოქცეული სრული  სერვისი,ყველა მიმართულება, ჩვენთან ღუდუშაურში ასეა,პაციენტს არ უწევს სხვა კლინიკაში გადამისამართება სხვადასხვა სერვისის ჩასატარებლად.მათ შორის ვფლობთ სრულ კარდიოლოგიურ სერვისს,გარდა ღია წესით გულის ქირურგიისა . დამეთანხმებით ეს კომფორტულია როგორც ექიმისთვის,ასევე პაციენტისთვის.  გარდა იმისა რომ  ვარ კარდიოლოგი, სუბსპეციალობით ექოკარდიოგრაფია,მოსინჯული მაქვს ძალები პჯდ-როგორც ოჯახის ექიმი,ნამუშევარი ვარ მენეჯერულ რგოლში როგორც სამედიცინო სამსახურის უფროსი.
_მჭიდრო კავშირი გაქვთ უცხოეთთან, არაერთი მსოფლიო დონის ასოციაციის წევრი ხართ, რაში გეხმარებათ ეს?
_განვითარების გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი პროფესიის ადამიანი,მათ შორის ექიმი. ამას არავინ გვაძალებს, ჩვენთან არ არის ასეთი მკაცრი რეგულაციები, მაგრამ მე ვთვლი,  თუ გინდა რომ პროფესიულად გაიზარდო და სიახლე შეიძინო, წარმოუდგენელია ეს მოახერხო მუდმივი სწავლისა და ტრენინგის გარეშე.  ვარ ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის, ექოკარდიოსკოპიის ასოციაციის ,გულის უკმარისობის,მწვავე კარდიოვასკულური დაავადებების მართვის,გულის უკმარისობის  ასოციაციიის წევრი  და ძალიან ხშირად მიწევს საზღვარგარეთ ყოფნა და სხვადასხვა კლინიკაში მუშაობა. ვმუშაობდი ავსტრიაში, გერმანიასა და თურქეთში. ანასტასია სულ რაღაც 2,5 თვის მყავდა (ჯერ კიდევ ბუნებრივ კვებაზე) ნინუცა მაშინ 10წლის იყო ,  როცა ანკარაში წავედი და ბავშვი მეუღლეს და ბებიებს დავუტოვე. მაშინ სრული დაფინანსება მოვიპოვე როგორც ცხოვრების,ისე პოლიპროფილურ კლინიკაში მუშაობის,როგორ მეთქვა უარი? გიორგი რომ არ ყოფილიყო, რომელმაც დამაძალა,რომ აუცილებლად უნდა გამომეყენებინა ეს შანსი ,შესაძლოა მარტოს ვერ მიმეღო ეს გადაწყვეტილება, წავედი ანკარაში,დედაჩემი გადმოვიდა ჩემთან საცხოვრბლად , ერთი თვის თავზე დავბრუნდი და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს  ანასტასიამ ისევ განაგრძო ბუნებრივი კვება. მორთმეული  არასოდეს არაფერი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში,ყველაფერს  დიდი შრომისა და წვალების ფასად ვიღებ.  
_თქვენს პროფესიაში ოჯახის მხარდაჭერა ალბათ ძალიან მნიშნელოვანია
_ოჯახი ის  ძალაა ჩემთვის რომლისგანაც უდიდესი მხარადჭერა მაქვს, ამის გარეშე ვერ ვიქნებოდი ის, რაც დღეს ვარ. მეუღლე ამ წლების მანძილზე შეეჩვია ჩემს განრიგს და აღარ აპროტესეტებს ჩემს მოუცლელობას. ყველაზე დიდი მადლობელი ვარ მისი,დედაჩემის და ჩემი დედამთილის,რადგან მაქსიმალურად ცდილობენ შემიქმნან კომფორტული გარემო,ამიტომ ვახერხებ იმას რასაც ვახერხებ,თორემ ქალი რომ 8 საათზე გადის სახლიდან და არ იცის როდის დაბრუნდება,რთულია ამის ატანა. ასე რომ რეანიმატაოლოგობასა და კარდიოლოგობას შორის დიდი სხვაობა არაა....ყველაზე მეტად ტასოს უჭირს ჩემს სამუშაო გრაფიკთან შეგუება.
_როგორია თქვენი დღის რეჟიმი?
_ჩემი დილა  6:30  საათზე იწყება, ყველაზე მეტად ეს დრო მიყვარს,როცა სიწყნარეა და შენთვის მყუდროდ სვამ ყავას,  შემდეგ  ვამზადებ ანასტასიას სკოლისთვის, მე გოგა და ტასო ერთად მივდივართ,  ანასტასიას სკოლაში ვტოვებთ, მე სამსახურში, ბოლო დროს მანქანა გიორგის მიყავს, აზრი არ აქვს ჩემთვის  მანქანის დატოვებას.  შევდივარ ღუდუშაურში და ვიკარგები, ვეღარც ტელეფონის ზარს ვპასუხობ, ხშირად ისე მოდის დღის ბოლო, რომ  აღმოჩნდება რომ უკვე 6 საათია.  
_პაციენტები განსაკუთრებული ყურადღებითა და გულისხმიერებით გამოგარჩევენ
_მე ვფიქრობ,  ჩემს პროფესიაში ყველაზე მთავარი პაციენტთან ურთიერთობაა, როდესაც პირველად შემოდის პაციენტი,  გიყურებს თვალეებში  და ფიქრობს
რა ელის მას, ამის წაკითხვას შენს სახეზე და ქცევებში ცდილობს.  თუ  პაციენტთან არ ხარ მუდმივ კონტაქტში და მუდმივად მის მაჯისცემაზე არ გაქვს ხელი,  ჩათვალეთ რომ ის დაკარგულია. ყოველთვის ვაძლევ მათ ჩემს პირად ტელეფონის ნომერს და ვუხსნი რომ შეუძლიათ დამირეკონ,თუმცა ხშირად ჯანმრთელობის  პრობლემების გარდა სიხარულის გაზიარებაც უნდათ, მაქვს შემთხვევები როდესაც იმის სათქმელად მირეკავენ, რომ კარგად არიან და არაფერი აწუხებთ,ან ქუჩაშია ვინმე ცუდად და ამის გამო რეკავენ.
_ორსულთა პათოლოგიებს ხშირად ხვდებით?
_სამეანო და გინეკოლოგიური განყოფილება,ორსულთა პათოლოგიით არის ერთ-ერთი უდიდესი მიმართულება ღუდუშაურში. ორსულობა განსაკუთრებული მდგომარეობაა ქალისათვის,  მათში ძალიან ხშირია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მითი იმის შესახებ,რომ გულის დაავადება მხოლოდ მამაკაცებისაა -გაქარწყლდა. მსოფლიოში ყოველწლიურად 9,1მლნ ქალი იღუპება გულ-სისხლძარღვთა დაავადებით. მე თითქმის არ მახსენდება რომ ახალგაზრდა 20-22 წლის პაციენტები მოსულიყვნენ ჩემთან, მაგრამ ეს ხდება ღუდუშაურში, იქ სადაც არის ორსულთა პათოლოგია. ლიტერატურული მონაცემებით ორსულთა შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გამოვლენილია 2-4%-ში, თითოეული ექიმის პრაქტიკაში აღნიშნული პრობლემით პაციენტთა რაოდენობის სიმცირე  განაპირობებს ორსულთა კარდიოვასკულური დაავადებების მართვის გამოცდილების უკმარისობას. ორსულებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოსტიკისა და რისკის შეფასების ალგორითმში პირველი და მნიშვნელოვანი საფეხურია სიმპტომების შეფასება და ანამნეზის დეტალური შეგროვება, შემდეგ ფიზიკალური კვლევა. სიმპტომების შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ქოშინისა და გულის ფრიალი, გულის სარქვლოვანი დაზიანებებისა და გულის უკმარისობის დიაგნოსტიკისთვის. პირადი და ოჯახური ანამნეზის საფუძვლიანი შეკრება მნიშვნელოვანია ისეთი დაავადებების იდენტიფიცირებისათვის, როგორიცაა კარდიომიოპათია, მარფანის სინდრომი, ბრუგადას სინდრომი, გულის თანდაყოლილი დაავადებები.  რთული შემთხვევები გვქონდა,  გვყავდა 27 წლის გოგო, რომელიც ცენტრში მოყვანილ იქნა  ინსულტის დიაგნოზით, აღმოჩნდა წინაგულის მიქსომა, მარცხენა წინაგულის სიმსივნე ,რამაც გამოიწვია თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა , სასწრაფოდ ჩატარდა საკეისრო კვეთა, მაგრამ  აქ უკვე დედის პრობლემა დადგა -  შეეზღუდა ხელ-ფეხის მოძრაობა, მეტყველება და ამის შემდეგ  წავიდა საოპერაციოდ. ის რომ ფეხმძიმობამდე ერთხელ მაინც  მისულიყო კარდიოლოგთან, ეს დიაგნოზი ცალსახად იქნებოდა დასმული , სხვა ტიპის მკურნალობა ჩაუტარდებოდა  და მისი ფეხმძიმობაც უფრო ჯანსაღად წარიმართებოდა.   ძალიან ხშირია ორსულთა სხვადასხვა პათოლოგიები, თითქმის ყოველდღიურად ვხვდებით ორსულ პაციენტებს ჰიპერტენზიით, რითმის
მოშლით და ა.შ. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრება, როცა ერთის ნაცვლად ორი სიცოცხლე გაბარია.
_ოჯახი გაგვაცანით
_ჩემი მეუღლე - გიორგი გოგაძე 1998 წელს  დავოჯახდით.მალევე გაჩნდა ჩვენი უფროსი ქალიშვილი-ნინუცა,რომელიც აქ ბაქსვუდის სკოლაში სწავლობდა,16 წლის ასაკში,მსოფლიო ერების გაერთიანებული კოლეჯის 2 წლიანი გრანტი,მარტოდმარტო გაემგზავრა იტალიაშა სასწავლებად,ბოლო 2 დამამთავრებელი კლასი,აიღო IB დიპლომი და 1 წლით დაგვიბრუნდა,რომ პროფესიის არჩევაზე დაფიქრებულიყო.ჩემი ჩარევა ამ პროცესში მხოლოდ დარიგება იყო-აერჩია პროფესია,რომელიც ეყვარებოდა. ახლა ამერიკაშია,სწავლობს სოციოლოგიის ფაკულტეტზე,სადაც,ასევე სრული დაფინანსებით მოხვდა.ძალიან აქტიურია,მიზანდასახული,ამავე დროს ძალიან ჯიუტი. პირველი შემთხვევაა,როდესაც უცხოელმა სტუდენტმა მისი უნივერსიტეტის თვითმმართველობაში  მიიღო დელეგატის  სტატუსი.
   ნინუცას ბავშობიდან შევაჯავრე ჩემი პროფესია, სულ მეუბნება,რომ მთელი ბავშვობა ჩემი  მორიგეობების გამო  ფანჯარასთან იჯდა და უსასრულოდ მელოდა, მერე კი მარტოს უწევდა დაძინება.
    ჩვენი უმცროსი ქალიშვილი-ანასტასია ჯერ ათი წლისაა და ნინუცასგან რადიკალურად განსხვავებულია, ძალიან ცელქია, ჯერჯერობით საჯარო სკოლაში დადის, მანაც ზუსტად იცის რომ ექიმობა არ უნდა, მას უფრო ხატვის ნიჭი აქვს და ხელსაქმე ეხერხება.
მეუღლე შეგუებულია ჩემს დატვირთულ დღის რეჟმს,  როდესაც  საზღვარგარეთ მიწევს გამგზავრება ჩემთან ერთად დაფრინავს, მგზავრობის წინ მაფრთხილებს  შენი ხმა არ გავიგო რომ ექიმი ხარო, ბოლო დროს  გადაბმულად რამდენიმე ფრენაზე  თვითმფრინავში მგზავრებს ექმნებოდათ ჯანმრთელობის პრობლემები და მე ჰაერშიც კი აქტიურად ვმუშაობდი,მიწაზე დაშვებისას ეკიპაჟი იცლებოდა და მე ყველაზე გვიან გამოვდიოდი,არადა როგორ გინდა არ დაეხმარო?  
გიორგი გოგაძე (მაია ჩიგოგიძს მეუღლე): დედაჩემი და მაია  ერთად მუშაობდნენ და ასე მოხდა ჩვენი გაცნობა, მეც სამედიცინინო ინსტიტუტი დავამთავრე, მშობლების არჩევანით მოვხვდი იქ , ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია. ვინაიდან  პროფესიის არჩევის დროს მე არასწორი გზით წავედი, ნინუცას შემთხვევაში დიდი როლი ვითამაშე რომ  ეპოვა თავისი გზა და ეკეთებინა ის საქმე,  რაც თვითონ უნდა. როდესაც რაღაც გიყვარს და იქ ხარ, ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა.
_რთულია წარმატებული კარდიოლოგის ქმრობა?
_ვცდილობ  მაქსიმალურად შევუწყო ხელი, ფაქტობრივად მეც ნახევრად კარდიოლოგი ვარ,  იმდენ კონფერენციაზე ვარ ნამყოფი, რამდენსაც მგონი ბევრი კარდიოლოგი ვერ დაიკვეხნის. რა თქმა უნდა, რთულია დილით რომ გადის და ღამე შემოდის, ბევრ რამეს ხარ მოწყვეტილი, მაგრამ ვიცი რომ თავის საყვარელ საქმეს აკეთებს,ბედნიერია და ეს ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანია.
ანასტასია გოგაძე (მაია ჩიგოგიძის ქალიშვილი): კვირის განმავლობაში დედას მარტო დილით ვხედავ სკოლაში რომ მტოვებს და გვიან ღამე როცა  სამსახურიდან ბრუნდება,მერეც სულ ტელეფონზე ურეკავენ,შაბათსაც მუშაობს.
კვირას უფრო მეტ დროს ვატარებთ ერთად, დავდივართ და ვერთობით ჩვენს საყვარელ ადგილებში.
მაია ჩიგოგიძე: ამჟამად  მთელი ჩემი ფიქრი  სადისერტაციო ნამუშევრის დასრულებისკენაა მიმართული, რაშიც ძალიან მიწყობენ ხელს ჩემი ხელმძღვანელები ბატონი ზურაბ ფაღავა და ქალბატონი ნინო შარაშიძე,მათდამი ჩემი პატივისცემა უსაზღვროა.სულ ვფიქრობ როგორი იქნება  დღე, როდესაც გავიღვიძებ სხვა სტატუსით.ამას იქით თუ კიდევ რაიმე პროფესიული სირთულე შეიძლება მქონდეს არ  მგონია. ესაა დღესდღეობით  ჩემთვის ყველაზე დიდი საფიქრალი,ხშირად ღამე მეღვიძება და მახსენდება რომ სტატია მაქვს გამოსაქვეყნებელი....
P.S. უსაზღვროდ მიყვარს  ჩემი პროფესია, პაციენტები,  საქმე რასაც ვემსახურები, სიყვარულით ვაკეთებ ამას და არც ვიღლები.  




скачать dle 11.3