კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 რა „იხულიგნა“ ესპანეთის აეროპორტში ანდრია გველესიანმა და როგორ გააცურა მან რეგისტრატორი

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ანდრია გველესიანმა და მაიკო ვაწაძემ ზაფხულის ცხელი დღეები ევროპაში, კერძოდ კი, ესპანეთში გაატარეს. როგორც თავად ანდრია ამბობს, მადრიდი მისი მეორე ქალაქია და ძალიან უნდოდა, მაიკოსთვისაც დაეთვალიერებინა. წყვილმა აქტიურად დაისვენა – მათ მადრიდის, ბარსელონასა და ტოლედოს ყველა მნიშვნელოვანი ადგილის  მონახულება მოასწრეს და საქართველოში უამრავი სახალისო თავგადასავლით დაბრუნდნენ.
– რატომ ესპანეთი?
ანდრია: ესპანეთი ჩემი მეორე სამშობლოა, თუმცა მარტო ამიტომ არ აგვირჩევია სამოგზაუროდ. ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა, ყველაზე მნიშვნელოვანი ორი წელი სწორედ იქ გავატარე და სულ მინდოდა, რომ მაიკო წამეყვანა და თბილისის მერე, ჩემი მეორე ქალაქი, მადრიდი მეჩვენებინა. ნოსტალგია მქონდა, მენატრებოდა იქაურობა. სანამ თვითმფრინავი დაჯდებოდა, მოუსვენრად ვიყავი, ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი. მაიკოს ყველაზე მეტად მაინც მადრიდი მოეწონა.
მაიკო: ანდრიასთვის მადრიდი მართლა მეორე სამშობლოა, იქ რომ ჩავედით, უფრო მეტად მივხვდი. კუთხე არ დაუტოვებია, რომ არ ეჩვენებინა. სადაც კი წასვლა შეიძლებოდა, ყველგან დავყავდი. ყოველი ჩვენი დილა სახლიდან გასვლით იწყებოდა და გვიან დასაძინებლად ვბრუნდებოდით. მთელი დღე ვმოძრაობდით და უამრავი რამ დავათვალიერეთ. ესპანეთში ყველაზე მეტად სწორედ მადრიდი მომეწონა, ამ ქალაქმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. სიამოვნებით ვიცხოვრებდი მადრიდში (იცინის).
ანდრია: ბარსელონაში ორივე სტუმრები ვიყავით, მეც პირველად გახლდით ამ ქალაქში. ტოლედო კი ჩემთვის აღმოჩენა იყო. გავოცდი, ისეთი ლამაზი ქალაქია. ჩანაფიქრიც დამებადა, ერთ-ერთი კლიპი სწორედ ტოლედოში მინდა გადავიღო. დონ კიხოტ ლამანჩელზე ვგიჟდები და ეს ხომ ის ადგილია, სადაც  მოქმედება ხდება. ჩემთვის ეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენდა ამ ქალაქს. საერთო ჯამში ორი კვირა გამოგვივიდა. მოგზაურობის დროს, ბევრ რამეს ვაქცევთ ყურადღებას, გართულება გვაქვს ეკოლოგიურ სისუფთავეზე. ამ საუკუნეში ყველაზე დიდი საზრუნავი, ვფიქრობ, რომ ეკოლოგიაა. ესპანეთზე მეტად განვითარებული სახელმწიფოები არის ევროპაში, თუმცა ამ ქვეყანას ეკოლოგია მაღალ დონეზე აქვს. შესაბამისად, მინდა, რომ იქიდან ჩამოსულებმა, ამ მხრივ, რაღაც შევცვალოთ თბილისში. ჩვენთან ძალიან დაბინძურებულია ჰაერი. ევროპას რომ თავი დავანებოთ, საქართველოში მოგზაურობაც გვიყვარს და
ხშირად დავდივართ სხვადასხვა მხარეში. განსაკუთრებით მთაში ყოფნა მოგვწონს. წელს, რაჭაში რომ ჩავედით, იმდენად სუფთა ჰაერი იყო, ვგრძნობდით, რომ ვსუნთქვადით. როგორც კი თბილისში შემოდიხარ,  ამ მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა. რატომღაც ხალხს არ გვაქვს პროტესტი. მოვუწოდებ ყველას, რომ იქნებ  რაღაცნაირად შევცვალოთ ეს მდგომარეობა ჩვენს საყვარელ ქალაქში.
– მოგზაურობას ყოველთვის ახლავს თავგადასავლები. იქნებ, გაიხსენოთ მხიარული ამბები...
მაიკო: ესპანეთში ძალიან ბევრი ქართველი იყო. თავისუფლების თაღის სანახავად რომ მივედით, კუთხეში წყვილი დავინახე. ბიჭი გიტარაზე უკრავდა. ანდრიას გავუსწარი და მესმის ქართულად: აუ, ეს გოგო მაგრად მეცნობა. მოვუტრიალდი და ვკითხე, ქართველი ხარ-მეთქი. ქართველი აღმოჩნდა და თეატრიდან ვეცნე. თურმე, შვილი დაჰყავს  ჩვენთან თეატრში და სპექტაკლებიდან ვახსოვდი. ეს ძალიან სასიამოვნო მომენტი იყო.
ანდრია: ბარსელონაში, მონჟიუკის პარკში ვიყავით, და იქაც ბევრი ქართველი იყო. სულ მესმოდა – ანდრია, ანდრია... უი, ეს ანდრიაა? მეც მივუტრიალდებოდი ხოლმე და ვეუბნებოდი, დიახ, მე ვარ. ამ პარკში ყველა ერის წარმომადგენელი იკრიბება. უცებ ქართველების ათ კაცამდე ჯგუფი მომიახლოვდა და ფოტოები გადავიღეთ ერთად. სასაცილო იყო ესპანელების რეაქცია, ვერ მიხვდნენ, რა ხდებოდა და ვინ ვიყავი ასეთი (იცინის).
მაიკო: შევამჩნიე, გაგიჟებულები იყვნენ. ერთმანეთს ეუბნებოდნენ, ასეთი ვინ არისო.
ანდრია: კურიოზული ის იყო, რომ პირველი გასვლა გვქონდა, როცა არაფერი გადამიღია (იცინის). შეთანხმება დავდეთ, რომ დავისვენებდით. მალდივებზე ერთი თვით ვიყავით წასულები. იქ წელიწადში ერთხელ შეიძლება მოწვიმოს და რამდენიმე დღე გაგრძელდეს. რომ ჩავედით, ორი დღე დაემთხვა წვიმა. ისეთი პანიკა დამემართა, დავრბოდი და ყველას ვეკითხებოდი: მეგობრებო, ახლა წვიმის სეზონი ხომ არ დაიწყო? კლიპი მაქვს გადასაღები, ხომ გადაიღებს?.. ხალხს გიჟი ვეგონე (იცინის). საბოლოო ჯამში, გამოიდარა და დავწყნარდი. დავაკვირდი იმას, რომ იქ ძალიან ბევრს ვხალისობთ და მერე ვეღარ ვიხსენებთ  ისტორიებს (იცინის). სიცილისგან ვიღლებით ხოლმე. სხვათა შორის, აეროპორტში „ვიხულიგნე“. სადაც მივდივარ, ყოველთვის მიმაქვს გიტარა. ძალიან მენანება ხოლმე, რომ ჩემი გიტარა თვითმფრინავის საბარგულში მოხვდეს. საქართველოდან არ მაქვს ხოლმე პრობლემა, ასე თუ ისე, მცნობენ და უფლებას მრთავენ, მაგრამ, როცა ვბრუნდებით, ყოველთვის ვერ ვახერხებ ბორტზე შეტანას. მერე მთელი გზა გიტარაზე ვფიქრობ (იცინის). ესპანეთში საკმაოდ მკაცრი კონტროლი იყო, გიტარაზე კი არა და ოდნავ დიდ ჩანთაზე ტოვებდნენ ხალხს. ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა და ბოლოს დავინახე  საკუჭნაოს მსგავსი ოთახი, უცებ შევდე გიტარა, ისე, რომ არავის დავუნახივარ და გაღიმებული სახეებით გავიარეთ რეგისტრაცია. მერე მოვბრუნდი და ძალიან მშვიდად მოვკიდე ხელი ჩემს გიტარას და წავიღე. ვერც იფიქრებდა რეგისტრატორი, თუ გიტარას დავუმალავდი, თან, ესპანური ვიცი და მასზე კარგი შთაბეჭდილება დავტოვე. თვითმფრინავში ასვლის დროსაც ხომ გვამოწმებენ, მაგრამ იქაც რაღაცნაირად შევაპარე. საბოლოოდ, მშვიდობით ვამგზავრე ჩემი გიტარა. ეს რომ ჩემმა მეგობრებმა გაიგეს, ბევრმა მთხოვა წაყვანა, ამიტომ სამომავლოდ შეიძლება, გავზარდო შესაპარებელი ბარგის მოცულობა და ბორტზე ჩემოდნით შევიყვანო ვინმე (იცინის).
– ხშირად მოგზაურობთ?
მაიკო: შეძლებისდაგვარად. ყოველთვის ვგეგმავთ რაღაცებს, სულ იმაზე ვსაუბრობთ, სად წავიდეთ, რა ვნახოთ, რა დავათვალიეროთ. თეატრის მიღმა, რაც ცოლ-ქმარი ვართ, პირველად რომში ვიყავით ერთად, მერე – პრაღაში, მალდივის კუნძულებზე და ახლა – ესპანეთში.
– უსაყვარლესი ძაღლი გყავთ. მაიკო, მგონი, ანდრიას ძალიან უყვარს...
– ანდრიას იმდენად უყვარს, მართლა ყოველდღე ვეკითხები – მე თუ ჯესი-მეთქი. პასუხი არის მაგარი: შენ, მაგრამ ორივე ძალიან მიყვარხართ (იცინის). ჯესი ჰქვია ჩვენს ძაღლს, თუმცა უკვე ძაღლსაც ვეღარ ვკადრებ. ჩვენს მეგობარს ჰყავს ბოქსიორი. გავგიჟდი, გადავირიე და იმდენად ავჟიტირდი, რომ მეც მომინდა ძაღლი.
ანდრია: მეც მეტი რა მინდოდა, ოღონდ მაიკოს ეთქვა, ძაღლი მინდაო და ვიხელთე მომეტი. რომ ვეძებდი, უცებ დაემთხვა – 11 აპრილს დაბადებული კანე კორსო, მაიკოს დაბადების დღეც 11 აპრილსაა. ამიტომ აღარ დავფიქრდით და მოვიყვანეთ სახლში.


скачать dle 11.3