კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 როგორ ქმნის ცნობილ კომპოზიტორთან ერთად მუსიკალურ კომპოზიციებს სოფია სილაგაძე და რა გამოხმაურება მოჰყვა ოპერას, სადაც ის მთავარ როლს ასრულებდა

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  ნიჭიერ მომღერალს, სოფია სილაგაძეს ქართველი მაყურებელი და მკითხველი კარგად იცნობს. ის წლების წინ  წარმატებულად მოღვაწეობდა საქართველოში. დღეს კი ამერიკაში აგრძელებს მუსიკალურ კარიერას. სოფია კლასიკური მუსიკით რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა, ამ მიმართულებითაც  მოსინჯა ძალები და არაერთ აღიარებასაც მიაღწია.
  სოფია სილაგაძე: ჩემს მუსიკალურ კარიერაში წინსვლა კვლავ გრძელდება. რა თქმა უნდა, ეს ხანგრძლივი პროცესია და იმავდროულად, საინტერესო. რადგან ბავშვობიდან ხელოვნებით ვარ გატაცებული, ამ სფეროში ვმოღვაწეობ, ამიტომ სხვა საქმის კეთება ვერც წარმომიდგენია. სადაც უნდა წავიდე, ყოველთვის ვეძებ გზებს, როგორ მივიდე მუსიკასთან რაც შეიძლება კიდევ ახლოს. ახლაც ხშირად დავდივარ სხვადასხვა გასაუბრებაზე, ვხვდები მუსიკალურ აგენტებს, ვსწავლობ უფრო მეტს და ვცდილობ, კიდევ უფრო მეტად განვვითარდე.
– როგორც ვიცი, ამ ეტაპზე მუსიკალური პროდიუსინგით ხარ დაინტერესებული.
– კი, დავინტერესდი მუსიკალური პროდიუსინგით და ამ სფეროში მოღვაწე არაერთი საინტერესო პროფესიონალი გავიცანი, რომლებთან ერთადაც ვმუშაობდი მუსიკალურ პროექტზე. ახლა კი ვმუშაობ რიჩარდ კიტ ბაიცთან, რომელიც გახლავთ ამერიკელი კინოკომპოზიტორი, „ჰოლივუდის“ არაერთი  კინომუსიკის შემქმნელი. მასთან ვსწავლობ და ვხვეწ ჩემს მუსიკალურ გემოვნებას და ვქმნი მუსიკებს კინოსთვის, რომელიც ჩემთვის საერთოდ სხვა განზომილებაა. კომპოზიციების შექმნა მუსიკალური გემოვნების ახლიდან დაბადებაა, სულ სხვა ემოციები გამეხსნა... მიხარია, რომ უკვე მაქვს საკუთარი კომპოზიციები და მინდა, კინომუსიკის კუთხითაც გამოვცადო საკუთარი თავი, რადგან მიყვარს გამოწვევები და ჩემთვის ესეც ერთ-ერთი გამოწვევა იქნება.
– რაც შეეხება შენს საოპერო კარიერას, რა ხდება ამ  მხრივ?
– მთელი აგვისტო დაკავებული ვიყავი მოცარტის – ოპერა  „ჯადოსნური ფლეიტაში“ მთავარ როლს ვასრულებდი. რამდენიმე წარმოდგენა გვქონდა „ოპერა ამერიკა ცენტრში“. დირიჟორი იყო მარკ ოსვალდი – „მეტროპოლიტენ ოპერის“ ყოფილი სოლისტი. ჩვენს სპექტაკლს ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა, მეც საკმაოდ დადებითი შეფასებები დავიმსახურე და ეს ძალიან მახარებს. რაც შეეხება ჩემს ემიგრანტულ საქმიანობას, აქაც აქტიურად ვუდგავარ მხარში ქართულ ორგანიზაციებს და მათ მიერ გამართულ კონცერტებში მონაწილეობაზე ყოველთვის სიხარულით ვთანხმდები – მათ მუსიკალურ განვითარებაში ჩემი წვლილი შემაქვს. ახლახან ჩამოყალიბდა ახალი საგანმანათლებლო ფონდი CEF და ამის აღსანიშნავად 6 მაისს გაიმართა ულამაზესი კონცერტი, სადაც იტალიიდან მოწვეული იყო განსაკუთრებული სტუმარი – მაესტრო ალესანდრო ბენინი, რომელმაც შესანიშნავი აკომპანემენტი გაუკეთა კონცერტს. ვმონაწილეობდით ქართველი და ამერიკელი მიმღერლები. საღამოს ესწრებოდნენ ისეთი მსოფლიო დონის მომღერლები, როგორებიც არიან: ზურაბ ნინუა, გიორგი გაგნიძე, პიანისტი ირაკლი შარაძე და უამრავი სხვა ხელოვანი. მაქვს კიდევ ერთი სიახლე: ცნობილი, უნიჭიერესი კომპოზიტორი (სახელს ჯერ არ დავასახელებ)  ჩემთვის წერს სიმღერას, რომელიც ეთნომუსიკისა და კლასიკური ჟანრის სინთეზი იქნება. ასეთი მუსიკალური მიმართულება სრულიად ახალია და ვფიქრობთ, ნამდვილად საინტერესო უნდა გამოვიდეს. მომავალში ვაპირებ გამოვუშვა საკუთარი სინგლი და ვიდეორგოლი. ასე რომ, წინ ბევრი საინტერესო გეგმა მაქვს.


скачать dle 11.3