კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 რა შემოთავაზება მიიღო მარიამ მანაგაძემ „ჰოლივუდიდან“ და რატომ არ ენდობა ის მამაკაცებს მყარი ურთიერთობისთვის

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

  მოდელი მარიამ მანაგაძე „მის ევროპიდან“ ტიტულითა და უამრავი სერიოზული შემოთავაზებით დაბრუნდა.
  მარიამ მანაგაძე: „მის ევროპაზე“ რომ ჩავედი, თავიდან კარგი სიტუაცია არ დამხვდა, მაგრამ ძალიან კომუნიკაბელური ვარ, გიჟური ხასიათი მაქვს და მეორე დღეს უკვე ყველას დავუახლოვდი. ყველამ ვიცით, რომ კონკურსზე „ჩაწყობა“ არის და ამის ფონზე ძალიან გამიკვირდა, რომ MISS EUROPE EYE WEAR 2019 რომ გავხდი. გავხდი თვალების გამო. ჩემი დიდი თვალები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა, ტოპ-ხუთეულშიც მოვხვდი და რა თქმა უნდა, გვირგვინიც ჩამოვიტანე. არაერთი მნიშვნელოვანი შემოთავაზება მივიღე. მუდმივი კონტრაქტი და აბუ დაბიში გადაღებები შემომთავზეს „დუბაისა“ და „მონტე კარლოსთან“ ერთად. საუკეთესო ათი გოგო გადიოდა მილანის, ლონდონისა და პარიზის „ფეშენ-ვიქებზე“. გარდა ამისა, იქ იყო „ჰოლივუდის“ წარმომადგენელი, რომელმაც გვითხრა, რომ ფილმისთვის არჩევდა მოდელებს.
– ანუ, „ჰოლივუდის“ ფილმში შეიძლება გიხილოთ?
– შეიძლება (იცინის). გარდა ამისა, ამერიკის წამყვანი სააგენტოს პრეზიდენტი იყო ჩამოსული და მითხრა, შენ ისეთი გარეგნობა და იმხელა პოტენციალი გაქვს, აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვითანამშრომლოო. ამდენ რამეს არ ველოდი. როგორც წესი, ასეთ კონკურსებზე ყველაფერი წინასწარაა განსაზღვრული. მერე თვითონ ორგანიზატორებიც ამბობდნენ, „ჯორჯია“ ნომერ პირველიაო, – რაც ძალიან მიკვირდა და მიხაროდა. „ბოლივუდიდანაც“ იყო შემოთავაზება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამერიკას ავირჩევ. ჯერ შემოთავაზებულ გადაღებებს მივხედავ და შემდეგ ამერიკისთვის დავიწყებ მზადებას. ეს ჩემი მიზანი იყო და შემოთავაზება იმაზე ადრე მივიღე, ვიდრე ველოდი.
– როგორ დაიწყო შენი კარიერა?
– შვიდი წელი ქართულ ცეკვებზე დავდიოდი. მსახიობობა მინდოდა და მეუბნებოდნენ, რომ ნიჭი მქონდა, მაგრამ მერე რაღაც მიზეზების გამო გული ავიცრუე. თორმეტი წლის ვიყავი, როცა „ელიტ მოდელ-ლუქზე“ გავედი და უამრავი გოგოდან ტოპ-ოცეულში ამირჩიეს. მივხვდი, რომ ეს სამყარო ძალიან მომწონდა. შვიდი წელი ვიყავი „ნატალიში“ და შემდეგ გადავწყვიტე, საქართველოს ფარგლებს გარეთ მეცადა ბედი. მაქსიმალისტი და ძალიან რისკიანი ვარ. 20 წლის რომ გავხდი, სრულიად მარტო წავედი მილანში. დედაჩემი იტალიაში მუშაობს, მაგრამ მილანიდან ძალიან შორს, თუმცა მისი მეგობრები იყვნენ იქ და მათი ყურადღების იმედი მქონდა. ჩემი მეგობრების წრეში აღმოჩნდა აგენტი – სამოდელო სფეროში ძალიან გარკვეული ადამიანი. რომ გავიცანი, მითხრა, შენნაირი გარეგნობის გოგო და თანაც, მაქსიმალისტი აუცილებლად უნდა ეცადოს, თავი დაიმკვიდროს. მოდი და ფოტოები გადავიღოთო. როგორც კი სააგენტოში გადააგზავნა, მაშინვე დამიბარეს. იქ კი ძალიან კარგი შეფასება მივიღე და სამთვიანის ნაცვლად ექვსთვიანი კონტრაქტი დამიდეს.  პირველ ქასთინგზე რომ წავედი, ისეთ გოგოებზე თქვეს უარი, შესვლას აღარც ვაპირებდი, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ მილანის „ფეშენ-ვიქისთვის“ დიზაინერებმა მარტო მე დამამტკიცეს. საოცრად გახარებული ვიყავი.
– თავიდანვე კარგად აეწყო ყველაფერი, სირთულეები არ შეგხვდა ამ გზაზე?
– არასდროს არაფრის მეშინია. 14 წლის ვიყავი, პირველად რომ გავფრინდი ფლორენციაში და ამან სიმამაცე შემმატა. ბევრი სირთულის გადალახვა დამჭირდა. მილანში ძალიან გამიჭირდა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ძალიან ვიღლებოდი და მერე იმიტომ, რომ ახლობლებთან ურთიერთობის დრო საერთოდ არ მქონდა და უცხო ქვეყანაში სრულიად მარტო ვიყავი, თან, სახლშიც მარტო ვცხოვრობდი. მერე იყო პარამეტრებში ჩასადგომად ყოველდღიური, თავდაუზოგავი წვალება. ნახევარჯერ არ ვჭამდი – მილანში მოდელი ძალიან გამხდარი უნდა იყოს. ბოლოს უკვე ისე მენატრებოდა ჩემი ოჯახი და ახლობლები, იმდენად მარტოსულად ვგრძნობდი თავს, ცოტა უხეშიც გავხდი.
– ემიგრაციის თემა ძალიან ემოციურია, შენ როგორ გადაიტანე დედასთან განშორება?
– ძალიან მიზანდასახული ვარ. დედა რომ მიდიოდა, ვუთხარი, ახალ წელს გნახავ-მეთქი, მაგრამ საამისოდ კონკრეტული საფუძველი არ მქონდა. დედა ჩამეხუტა, მაგრამ ისე გაიცინა, მივხვდი, ჩემი სიტყვები არ დაიჯერა, რაზეც ძალიან გავბრაზდი. იმის შემდეგ, ჩემი კარიერიდან გამომდინარე, მართლა სამჯერ ჩავაკითხე და ვნახე. მალე აპირებს ჩამოსვლას, მაგრამ ახლა მინდა, ჩემი დაც წავიყვანო.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– მარიამის პირად ცხოვრებაში ძალიან რთულად არის საქმე (იცინის). სისხლში მაქვს სვანური ხასიათი. შეყვარებული არასდროს მყოლია, არავინ მყვარებია. ხანმოკლე ურთიერთობები არ მიზიდავს და არც შემიძლია. მყარი ურთიერთობისთვის კი არ ვენდობი დღევანდელ ბიჭებს: ისეთ რამეებს ვხედავ, არ მინდა, გული მეტკინოს. ადამიანი ძალიან მამაკაცური უნდა იყოს, რომ მომეწონოს და მასთან თავს დაცულად უნდა ვგრძნობდე. მე თვითონ  ძლიერი ქალი ვარ. სამი წელია, ბოქსზე დავდივარ და ძალიან მებრძოლი ხასიათი ჩამომიყალიბდა. ამიტომ სუსტ მამაკაცთან ყოფნა არ შემიძლია და კიდევ, ზუსტად ვიცი, რომ ქართველის გარდა, სხვა ეროვნების მამაკაცს ვერაფრით შევხედავ.
– თაყვანისმცემელ ბიჭებთან სვანურ ხასიათს ამჟღავნებ?
– კი (იცინის). დედას გეფიცებით, ძალიან უხეში ვარ თაყვანისმცემელ ბიჭებთან. დედაჩემიც კი მეუბნება, ზედმეტი მოგდისო. მაგრამ თუ ჩემამდე მოვიყვანე, მერე ძალიან თბილი ვარ, თუმცა ჯერ არავინ მოსულა (იცინის). გოგოები მეუბნებიან ხოლმე, ბიჭებს შენი ეშინიათო (იცინის). ცუდად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ევროპელების უფრო „გამოსული“ ბიჭები არიან, მათი მანერები უფრო მომწონს, მაგრამ ქართველები უფრო მამაკაცურები და ვაჟკაცურები არიან.  მე, რა თქმა უნდა, ქართველებისკენ ვიხრები, თუმცა ბიჭში ყველა თვისება თუ იქნება გაერთიანებული, საუკეთესო გამოვა.

скачать dle 11.3