კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 ნუგზარ წურწუმიამ ძმის საფლავზე მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი აიტანა

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში გაიმართა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატი ჭიდაობაში. ბერძნულ-რომააული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმიამ, რომელიც 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, პირველივე დღეს მოიპოვა ფინალის საგზური. მან გადამწყვეტ ბრძოლაში მასპინძელი ზაკანშა 9:0 დაამარცხა. ნახევარფინალში კი იაპონელ შოტა ოგავას დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით, 8:0 სძლია. ნახევარფინალამდე მისი პირველი მეტოქე ჩინელი ჩაო იყო, რომელსაც 9:0 მოუგო, მომდევნო ეტაპზე კი რუს კაბალოევს 8:3 სძლია. ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა და ოქროს მედალს დაეუფლა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბოლო 12 წელიწადში ეს პირველი ოქროს მედალია.
  ნუგზარ წურწუმია: 22 წლის ვარ. ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევში ვცხოვრობ. ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, არავისგან განსხვავებული. სულ ვვარჯიშობდი და სწავლაში ვზარმაცობდი. ოჯახი, რა თქმა უნდა, სწავლას უფრო ანიჭებდა უპირატესობას და მეუბნებოდნენ, რომ კარგად მესწავლა. თუმცა მე სპორტი მაინტერესებდა. მესამე კლასში ვიყავი, როცა ჭიდაობაზე შევედი. ამ სპორტში ჩემმა ნათლიამ და ჩემმა მეგობარმა შემიყვანეს. იყო დრო, როცა 12-13 წლის ასაკში მინდოდა ჭიდაობა ფეხბურთით ჩამენაცვლებინა, მაგრამ ხედავდნენ, რომ წარმატების მიღწევა ჭიდაობაში უფრო შემეძლო და არ მომცეს საშუალება, გადავსულიყავი. მეც გავაგრძელე ვარჯიში. სულ თავიდან, როცა ერთ-ერთ ჩემპიონატზე პრიზიორი გავხდი და პირველ ადგილამდე ცოტა დამაკლდა, სწორედ მაშინ მომეცა სტიმული, რომ ჩემი შედეგი მომდევნოზე გამეუმჯობესებინა. ამის მერე უფრო მონდომებული ვიყავი და თითოეული გამარჯვებისთვის ბევრს ვვარჯიშობდი.
– რა გზა გაიარე დღემდე?
– პირველი წარმატება ოზურგეთში იყო, მესამე ადგილი ავიღე. ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებას ევროპის ჩემპიონობას ვთვლი, რომელიც სულ პირველად მოვიპოვე. 22 წლის ვარ და აქამდე არ შემეძლო, დიდებში მევარჯიშა, ამიტომ ახალგაზრდებში გამოვდიოდი და ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში სამჯერ მაქვს მოგებული. კიდევ იყო სხვადასხვა შეჯიბრებებიც.
– მსოფლიოს ჩემპიონი გახდი, ელოდებოდი?
– ძალიან რთული შეხვედრა იყო. ფინალში ჩემპიონს შევხვდი და მარტივი არ იყო მისი დამარცხება. თუმცა, კარგ ფორმაში ვიყავი და გამარჯვებას ველოდებოდი. ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, ძალიან რთული მოსამზადებელი ეტაპი გვქონდა –  ბევრს ვვარჯიშობდით. გვერდში გვედგნენ ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, ნაკრების მწვრთნელები... ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, ჩვენ ვერაფერს შევძლებდით, ყველანაირად ხელს გვიწყობდნენ, შეკრებები იყო, თუ სხვა საჭირო რამ, მაქსიმალურად ცდილობდნენ დახმარებას. ჩვენც  გავამართლეთ მათი იმედები და ეს მახარებს.
– წინა წელს ცოტა დაგაკლდა ჩემპიონობამდე... წელს კი გყავდა მოწინააღმდეგე, რომელთანაც რამდენჯერმე დამარცხდი.
– შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ბევრი ვიმუშავე იმ შეცდომებისა და ხარვეზების გამოსასწორებლად, რაც მაშინ დავუშვი. წელს ყველანაირად
მზად ვიყავი ბრძოლისთვის, მთელი წლის განმავლობაში ვემზადებოდი და კარგად ვვარჯიშობდი. მოწინააღმდეგე აზერბაიჯანელი აზიზლი იყო, თუმცა ერთი წუთითაც არ მიფიქრია, რომ ჩემზე ძლიერია. იმდენად ვიყავი ჩემს თავში დარწმუნებული, რომ ვიცოდი, ნებისმიერს მოვუგებდი. მჯეროდა ჩემი გამარჯვების. ჩემი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონობა იყო.
– შეჯიბრებამდე ფსიქოლოგიურადაც ემზადები?
– კი, ეს აუცილებელია ნებისმიერი სპორტსმენისთვის. როცა  შეჯიბრების დღე დგება მხოლოდ, ჭიდაობაზე ვფიქრობთ და სხვა არაფერზე. გონებაში წინასწარ უნდა გქონდეს გათვლილი თითოეული სვლა და ნაბიჯი, ყოველი წამი – განსაზღვრული. ფსიქოლოგიური მომენტი დიდ როლს თამაშობს გამარჯვებაში. თუ სპორტსმენი, ამ მხრივ, საკუთარ თავზე არ მუშაობს, წარმატების მიღწევა გაუჭირდება.
– რა სირთულეების გადალახვა მოგიწია, ჩემპიონი რომ გამხდარიყავი?
– ყველაზე დიდი სირთულე ის იყო, რომ სავარჯიშო პირობები არ გვქონდა. სამწუხაროდ, დღესაც იგივე მდგომარეობაა, ცოტა რამ შეიცვალა უკეთესობისკენ. დარბაზში არ გვქონდა გათბობა, ამიტომ ვვარჯიშობდით სიცივეში და ცუდ პირობებში. არ იყო ვარჯიშის შემდეგ ბანაობის საშუალება, არ გვქონდა სავარჯიშო ტრენაჟორები და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მაინც ყოველდღიურად ვვარჯიშობდით და შედეგიც სწორედ ამან გამოიღო.
– ოჯახს რა დამოკიდებულება ჰქონდა, როცა ძალისმიერ სპორტზე გადაწყვიტე ვარჯიშის დაწყება?
– ბავშვობიდან მოუსვენარი ვიყავი, გამუდმებით რაღაცას ვაკეთებდი ან ვვარჯიშობდი, ამიტომ ეს მათთვის სიახლე არ იყო, შესაბამისად, არც წინააღმდეგობა გაუწევიათ. თუმცა, დედის გული მაინც სხვაა და ყოველთვის ეშინოდა, რამე არ მომსვლოდა. მეუბნებოდა ხოლმე, ცხვირი არ გაგიტყდეს, რამე არ მოგტყდესო (იცინის). ახლა ძალიან ამაყია და დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში.
– პირველად ვის შეატყობინე, მსოფლიოს ჩემპიონი რომ გახდი?
– გამარჯვების შემდეგ პირველად ჩემს ოჯახს დავურეკე, დედას. ჩემი ოჯახი სულ მხარში მიდგას და ყველაზე მეტად მგულშემატკივრობენ. ყველა ჩემს გამარჯვებას კი ჩემს გარდაცვლილ ძმას, ნუკრის ვუძღვნი ხოლმე. სამი წლის დაიღუპა, ავად იყო. მე მაშინ დაბადებულიც არ ვიყავი. ყოველთვის მინდოდა, მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი მის საფლავზე ამეტანა და ასეც მოვიქეცი. როგორც კი საქართველოში დავბრუნდი, მაშინვე ნუკრის საფლავზე ავედი და ქამარი ავიტანე – ეს იყო ჩემი ოცნება და ავიხდინე.
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში, შეყვარებული გყავს?
– არ მყავს შეყვარებული. მყავდა, მაგრამ დავშორდით. ვარჯიში არ მიშლის ხელს სიყვარულში და პირად ურთიერთობებში. უბრალოდ, ჯერ  არ გამოჩენილა „ის“ ადამიანი.
– როგორი გოგონები მოგწონს?
– ჩემთვის მთავარია, გოგო იყოს ჭკვიანი, ჩამოყალიბებული და ქართველ მანდილოსანს რომ შეეფერება, ისეთი. ისე, შავგვრემანი გოგონები უფრო მომწონს.

скачать dle 11.3