კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№39 #8 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი – თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია

  #8 სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრს დიდი და საამაყო ისტორია აქვს.  2012 წლიდან კი კლინიკას ახალი მფლობელი ჰყავს, რომელმაც ახალი სიცოცხლე შესძინა, სხვადასხვა მიმართულებები დაამატა და დღეს ცენტრი სრული დატვირთვით იღებს სხვადასხვა პრობლემის მქონე პაციენტებს.
  ხათუნა ჭყოიძე (#8 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორი): ეს კლინიკა 55-60 წლის წინ დაარსდა და ერთ-ერთი პირველი ქალთა კონსულტაციის ცენტრი იყო თბილისში, შესაბამისად, ამ დაწესებულებას  ძალიან დიდი და საამაყო ისტორია აქვს.
2012 წელს ეს ცენტრი მე და ჩემმა მეუღლემ – ზაზა ჩომახიძემ შევისყიდეთ. რეაბილიტაციისთვის, დაახლოებით, ერთი წელი დაგვჭირდა და გავხსენით უკვე მრავალპროფილიანი დიაგნოსტიკური ცენტრი, თუმცა, წამყვანი სფერო ისევ გინეკოლოგიაა.
– როგორია თქვენი გუნდი, თავადაც იღებთ პაციენტებს?
– მე სპეციალობით მეან-გინეკოლოგი ვარ და გარდა იმისა, რომ კლინიკის დირექტორი ვარ, ჩემი პაციენტებიც მყავს. ვამაყობ ჩვენი გუნდით, ძალიან გამოცდილი ექიმები გვყავს, მიჭირს და მეუხერხულება მათი გამორჩევა – ჩვენი გუნდის წევრია არაჩვეულებრივი პროფესიონალი ქალბატონი  ასმათ გელაშვილი, რომელიც დამსახურებული ექიმია და ბევრი წოდება აქვს მინიჭებული. ასეთები არიან, ასევე,  ქალბატონი ნუკრი გაგოშიძე და ქალბატონი ქეთევან გოგალაძე, კარდიოლოგი – ირინა ბენიძე,  გვყავს არაჩვეულებრივი ახალგაზრდებიც, რომლებიც ნამდვილად გამოირჩევიან თავიანთი პროფესიონალიზმით.
– კონკრეტულად რა მიმართულებებს მოიცავთ?
– ვცდილობთ, მაქსიმალურად ავითვისოთ  ყველა მიმართულება, გვყავს ოჯახის ექიმი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი, ანგიოლოგი, პედიატრი, უროლოგი, ნევროლოგი, სტომატოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ექოსკოპისტები.  სულ ჩვენთან  40 ადამიანია დასაქმებული და ძალიან შეკრული და მეგობრული გუნდი ვართ, ჩვენ ერთად ვზრუნავთ პაციენტების ჯანმრთელობაზე. ჩართული ვართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშიც. გვაქვს დიაბეტის პროგრამა. ასევე, ორსულთა მეთვალყურეობის ანტენატალური პროგრამა, რაც მოიცავს  რვა  უფასო ვიზიტს,  2 ექოსკოპოიასა და შესაბამის ლაბორატორიულ კვლევებს. ამ პროგრამით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ქალბატონს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო დაზღვევით. ჩართული ვართ ეროვნულ სკრინინგ პროგრამის გინეკოლოგიურ სკრინინგში. ჩვენი ლაბორატორიული კვლევების შემოწმება ხდება საზღვარგარეთ და არასოდეს მცირედი ხარვეზიც კი არ გვქონია. ვმუშაობთ თანამედროვე 4D ექოსკოპიის აპარატით. ვაკეთებთ კოლპოსკოპიურ კვლევას, საშვილოსნოს ყელის კრიოდესტრუქციასა და ელექტროკუაგულაციას. გვაქვს უამრავი სერტიფიკატი და მადლობას გვიხდიან ასეთი ხარისხის მუშაობისთვის.
ძალიან კარგი გამოხმაურებები გვაქვს, გვყავს ერთგული პაციენტები.  ვცდილობთ, შევქმნათ მაქსიმალურად თბილი და მყუდრო გარემო.
– ოჯახი გაგვაცანით.
– მყავს მეუღლე და ორი შვილი, მეუღლე – ზაზა ჩომახიძე ფარმაცევტია. ქალიშვილი – თამარ ჩომახიძე ტვილდიანის სახელობყის სამედიცინო უნივერსიტეტის მეექვსე კურსის წარჩინებული სტუდენტია. ვაჟი – გიორგი ჩომახიძე ჯერ 13 წლისაა და სკოლაში სწავლობს.  
ქეთევან წიკლაური (ცენტრის ლაბორატორიის ხელმძღვანელი): ჩვენთან ძალიან ბევრი ტიპის ანალიზი კეთდება, როგორიცაა, მაგალითად, იმუნოფერმენტული, კლინიკური, სისხლი, შარდი და ასე შემდეგ. მოთხოვნაც საკმაოდ დიდია, თბილისის სხვადასხვა უბნებიდან მოდიან ჩვენთან პაციენტები. მათი ნდობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი  მადლიერი პაციენტი გვყავს.
გვაქვს ხარისხის გარე კონტროლი, გერმანიიდან მოდის ორი უცნობი პაციენტის შრატი, ანალიზის შემდეგ ვწერთ მიღებულ პასუხებს და შემდეგ შედეგებს ადარებენ. ჯერ ცდომილების შემთხვევა არ გვქონია, ყოველთვის დადებითი შეფასების სერტიფიკატი მოგვდის.
– ქალბატონი ხათუნა როგორი ხელმძღვანელია?
– ხათუნა არაჩვეულებრივი ხელმძღვანელია, ძალიან მცოდნე, მონდომებული და სამართლიანი.  ჩვენ თითქმის ერთდროულად მოვედით აქ 1997 წელს და დღეს კარგი მეგობრები ვართ. მიმუშავია ისეთ გარემოში, სადაც  ხალხი ერთმანეთს არ იცნობდა და ეს ჩემთვის დიდი დისკომფორტი იყო. აქ ერთი დიდი შეკრული კოლექტივი ვართ.
  ლილი გიოშვილი (მცირე საოპერაციოს უფროსი ექთანი):  ყველაფრით უზრუნველყოფილი ვართ, არაჩვეულებრივი პირობები გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენი საქმე წარმატებით ვაკეთოთ.  ქალბატონი ხათუნა მაქსიმალურად გვიდგას გვერდში, შესყიდვის შემდეგ აქედან  არავინ გაუშვია, ისევ ძველი გუნდი ვმუშაობთ.
  ქეთევან  გოგალაძე (დირექტორის მოადგილე): არაჩვეულებრივი სამუშაო გარემო გვაქვს. ხათუნა ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანია და ბევრი კარგი საქმის ინიციატორი.
მისამართი: თბილისი,
შირაქის ქუჩა #13.
საკონტაქტო ტელ:
274-83-71; 599-76-42-52.

скачать dle 11.3