კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№39 რატომ უნდოდა სულთან სულეიმან პირველს სამცხის დაპყრობა, ვინ მოიწვია ოსმალთა ჯარი და როგორ დამთავრდა ქარაღაქის ბრძოლა

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

  1510 წელს იმერეთის მეფე ალექსანდრე მეორე გარდაიცვალა. იმერეთის ტახტზე ავიდა მისი ძე, 15 წლის ბაგრატ მესამე.
  რამდენიმე ათეული წლით ადრე ერთიანი საქართველოს სამეფო დაიშალა. ამ საქმეში დიდი როლი ჰქონდა იმერეთის ერისთავს – ბაგრატს, ერთიანი საქართველოს მეფის, გიორგი მერვის ბიძაშვილს, რომელმაც ჯერ იმერეთის, მერე კი საქართველოს მეფედ გამოაცხადა თავი (იმერეთში ბაგრატ მეორე, ტფილისის ტახტზე კი – ბაგრატ მეექვსე). შემდეგში მისი ვაჟმა, ალექსანდრე მეორემ მოახერხა იმერეთის ტახტის დაკავება და მთელი საქართველოს დაკავებაც უნდოდა.
  ერთიანი სამეფოს მაგიერ საქართველოში გაჩნდა სამი სამეფო, ქართლის, კახეთისა და იმერეთის.
იმერეთის მეფე ბაგრატ მესამე ცდილობდა დასავლეთ საქართველოს გაერთიანებას.
  საქართველოს დაშლაში განსაკუთრებული როლი ითამაშა სამცხის ათაბაგმა ყვარყვარე მეორემ, დიდი ენერგიის მქონე ადამიანმა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საათაბაგო ერთიანი ქართული სივრციდან გამოეყვანა. მან ერთიანი საქართველოს მეფე, გიორგი მერვე დაამარცხა და ტყვედაც აიყვანა. თუმცა, მერე გამოუშვა, რათა იმერეთში გამეფებული ბაგრატი არ გაძლიერებულიყო ტფილისის ტახტზე და ბაგრატ მეორესა (მეექვსეს) და გიორგი მერვეს შორის ბრძოლა გაგრძელებულიყო.
ყვარყვარე ჯაყელისა და ბაგრატ ბაგრატიონის ქმედებებმა, ფაქტობრივად, დაშალა სამეფო, რასაც ხელი შეუწყო დავით მერვის სისუსტემ.
   სეპარატისტი ათაბაგი ყვარყვარე მეორე ჯაყელი 1498 წელს გარდაიცვალა. ორი წელი მთავრობდა მისი ვაჟი, ქაიხოსრო მეორე, მერე კი ათაბაგის ტახტისთვის ბრძოლა დაიწყო მის შვილსა და ძმებს შორის. ათაბაგის ტახტი დაიკავა ქაიხოსროს ძმამ, მზეჭაბუკმა (1500-1516). შემდეგ მთავარი გახდა მისი ძმა, მანუჩარ პირველი, რომელმაც ათაბაგის ტახტი წაართვა ძმისწულს, ყვარყვარე მესამეს. მაგრამ, ყვარყვარემ სპარსელების დახმარებით დაიბრუნა ათაბაგობა სამცხეში.
  იმერეთის მეფემ, ბაგრატ მესამემ გაილაშქრა ყვარყვარე მესამის წინააღმდეგ. 1535 წლის 12 ივლისს ჯავახეთში, მურჯახეთის ბრძოლაში ბაგრატმა დაამარცხა ყვარყვარე და ტყვედაც აიყვანა. საათაბაგო იმერეთის სამეფოს შეუერთდა. ყვარყვარე ტყვეობაში გარდაიცვალა. ბაგრატ მეფემ საათაბაგოს ნაწილი, აღმოსავლეთ ლაზეთი და აჭარა თავის მოკავშირე როსტომ გურიელს გადასცა, ბრძოლაში მხარდაჭერისთვის. ხოლო ჯავახეთში გავლენა გაავრცელა ლუარსაბ ქართლის მეფემ, ბაგრატ მესამის სიძემ, რომელსაც ბაგრატის ასული, თამარი ჰყავდა ცოლად.
  ბაგრატ მეფემ გაამაგრა საზღვრისპირა ციხესიმაგრეები და მომავალი ომებისთვის მუდმივ მზადებაში იყო.
  იმ დროს საათაბაგოს ვეზირი იყო ოთარ შალიკაშვილი. იგი ათაბაგის  ერთგული გახლდათ და არა საქართველოს ერთიანობის მოსურნე. მესხი დიდებულების მნიშვნელოვანი ნაწილიც ასევე იყო განწყობილი. სეპარატიზმი გაბატონებულიყო საქართველოს კუთხეებში.
  ოთარ შალიკაშვილი და ყვარყვარე ათაბაგის ვაჟი, ქაიხოსრო, საქართველოს დაუძინებელ მტერთან, სულეიმან პირველ კანუნისთან (სჯულმდებელთან) გაიქცნენ დახმარების სათხოვნელად, რათა „საკუთარი სახელმწიფო“ ოსმალთა ძალებით დაებრუნებინათ.
  სულეიმან სულთნისთვის სამცხეს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა კავკასიაში. სამცხე თუ მისი გახდებოდა, ის პლაცდარმად იქცეოდა ქართლის, კახეთისა და აღმოსავლეთ ამიერკავკასიის დასაპყრობად. სულეიმანისთვის ქაიხოსრო ჯაყელი დიდი განძი იყო, მისი მეშვეობით, ვითომდა, სამართლიან ბრძოლას წამოიწყებდა სამცხეში ქაიხოსროს დასაბრუნებლად, თან მესხეთის დიდებულთა ნაწილიც მიემხრობოდა და მოსახლეობაშიც იდეოლოგიური საყრდენი ექნებოდა.
  იმ ხანებში, ირანის ტახტზე, გარდაცვლილი შაჰ-ისმაილის მაგიერ მბრძანებლობდა მისი ძე შაჰ-თამაზი. იგი, 1541 წელს, შემოესია ქართლს და ტფილისის ციხისთავის, გულბადის (გულბაათის) ღალატის გამო აიღო ტფილისის ციხე. შაჰმა ტფილისში ჩააყენა თავისი გარნიზონი და თვითონ ყარაბაღში გაემგავრა. ქართლის მეფე ლუარსაბი გააფთრებით ებრძოდა დამპყრობლებს, მაგრამ სამხედრო რესურსი მცირე ჰქონდა.
  კახეთის მეფე ლევანი ეახლა შაჰს, საჩუქრები მიართვა, გამოუცხადა მორჩილება და ასე გადაარჩინა კახეთი აოხრებას. შაჰ-თამაზი ნახჭევანს გაემგზავრა, შემდეგ სომხეთი დაარბია.
  იმ დროს იმერეთის მეფე ბაგრატი სამცხეში იყო, ის მოელოდა თურქ-ოსმალთა ჯარის შემოჭრას, რადგან ოთარ შალიკაშვილი არ ისვენებდა და ცდილობდა, ყვარყვარე მესამის ვაჟი ქაიხოსრო სამცხის „ტახტზე“ დაებრუნებინა და იმერეთის სამეფოსთვის სამცხე გამოეტაცა, თუნდაც, ამ მიზეზით ოსმალთა ჯარს იმერლების ჯარი გაენადგურებინა. ბაგრატ მეფე ცდილობდა ირანის შაჰის დახმარება მიეღო, მისი მტრის, ოსმალეთის სულთნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რათა სამცხე დასავლურ-ქართულ სივრცეში შეენარჩუნებინა. ამიტომ ეახლა შაჰს და მორჩილება გამოუცხადა.
  თამაზ შაჰს თავისი პრობლემები ჰქონდა, ამის გამო ჯარი ვერ მიაშველა იმერეთის მეფეს. შაჰმა გულუხვად დაასაჩუქრა და პატივით გამოისტუმრა. თვითონ კი თავის საქმეებს მიუბრუნდა. მას დიდ ფრონტზე ჰქონდა ომი ოსმალეთთან. სულეიმანი ძალიან ძლიერი იყო.  
  რა გაეწყობოდა, დაბრუნდა ბაგრატ მეფე სამცხეში, ზემო ქართლში, სადაც ამ დროისთვის შემოვიდა ოსმალთა 22 000-კაციანი ჯარი მუსტაფა ფაშას სარდლობით, რომელთაც წინ მოუძღოდნენ ოთარ შალიკაშვილი და ქაიხოსრო ჯაყელი. მუსტაფა ფაშასთვის ხონთქარს გამოეტანებინა დიდი ზარბაზნები. შეიარაღება გაცილებით უკეთესი ჰქონდათ ოსმალებს, ზარბაზნები ჩვენს წინაპრებს იმ დროს არ გააჩნდათ, ამის გამო დიდი უპირატესობა ჰქონდა ოსმალთა და მოღალატეთა ჯარს.   
  მესხი მამულიშვილები ბაგრატ მეფისა და ქართული ინტერესების დამცველების რიგებში ჩადგნენ. მეფე ბაგრატმა გურიელს შეუთვალა, ბროლაში დახმარებოდა. გურიელი გურულების ჯარით მიემხრო იმერლებისა და მესხების ჯარს. ლევან პირველმა დადიანმა უარი თქვა ბაგრატის დახმარებაზე.
1543 წელს ოლთისთან ახლოს, ქარაღაქთან ჩვენმა წინაპრებმა ჯერ ხერხი იხმარეს, ვითომ მორჩლებას უცხადებდნენ მტერს, მერე კი შეუტიეს ხონთქრის ჯარს და სასტიკ ბრძოლაში დაამარცხეს თურქები. ბევრი დახოცეს ქართველებმა. დამარცხებული ოსმალები გაიქცნენ. „ახალი ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ბრძოლაში მოკლეს მუსტაფა (მუსა) ფაშა. ქართველთა ლაშქარს ხელთ ჩაუვარდათ ოსმალთა ჯარის ბანაკი და თოფები.
მაგრამ, ოთარ შალიკაშვილი და ქაიხოსრო ჯაყელი ისევ გაიქცნენ სტამბულში და ისევ დაუწყეს ხვეწნა სულეიმან სულთანს, ჯარი მოგვაშველე, დამპყრობელი იმერლები სამცხიდან განგვადევნინეო.

скачать dle 11.3