კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№39 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: უკვე წლებია, ერთი ფირმის, კონკრეტულ სახის საცხს ვიყენებ. მითხრეს, რომ კარგია მისი ხშირად ცვლა, მე კი იმდენად ვარ მიჩვეული, არ მინდა, სხვა გამოვიყენო. რამდენად რეალურია, ეს მოსაზრება?
პასუხი: ეს ნამდვილად მცდარი მოსაზრებაა. თუ რომელიმე კონკრეტული კრემი თქვენი სახისთვის კარგია, ის მუდამ კარგი იქნება და თუ ვეღარ იღებთ ადრინდელ შედეგს, ამას რაიმე სხვა მიზეზი ექნება.
კითხვა: ყავისფერ-მოწითალო შეფერილობის ხალი გამოსაჩენ ადგილას მაქვს და მაკომპლექსებს. მინდა მისი მოწვა და მოშორება. ჯანრთელობისთვის ხომ არ არის საშიში?
პასუხი: ხალები კანზე პიგმენტური წარმონაქმნია. ხალს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმა და შეფერილობა. ხალების უმეტესობა არ არის სახიფათო და არც მათი მოშორებაა ჯანმრთელობისთვის საშიში. თუმცა, სანამ მის მოშორებას გადაწყვეტთ, უნდა მიმართოთ ექიმს და დაადგინოთ, არის თუ არა მოსალოდნელი რაიმე გართულება.
კითხვა: ბოლო პერიოდში დამეწყო ფრჩხილის ფერის შეცვლა და ადვილად მტვრევა. ფრჩხილებმა, მოყვითლო შეფერილობა მიიღო და მათზე თეთრი ზოლები გაჩნდა. დავაბრალე ლაქს, თუმცა, მისი მოხმარება შევწყვიტე და პრობლემა არ მოგვარდა. რა მოვიმოქმედო?
პასუხი: ფრჩხილის ფერსა და სტრუქტურაში ნებისმიერი ცვლილება შემაშფოთებელი სიგნალია. თხელი და უფერული ფრჩხილი, შეიძლება იყოს ანემიისა და ორგანიზმში რკინის უკმარისობის ნიშანი. გაყვითლებული ფრჩხილი ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემებზე ან სოკოზე მიუთითებს. თეთრი ლაქები და ზოლები – თუთიის, სპილენძისა და იოდის უკმარისობაზე. გადაჭარბებული მტვრევადობა კი, ვლინდება ვიტამინების, კალციუმის, რკინისა და ბეტა-კაროტინის უკმარისობის გამო.
კითხვა: აქვს რამე მნიშვნელობა სახის კრემს ზემოდან ქვემოთ მიმართულების წავისვამ თუ პირიქით?
პასუხი: არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ქვემოდან ზემოთ წაისვამთ თუ, პირიქით. მთავარია, კრემი თითების წრიული მოძრაობით გადაინაწილოთ სახის კანზე და ეფექტი ერთნაირი იქნება.
კითხვა: მეგობარმა მითხრა, ბევრი წყლის სმა ნაოჭებს აქრობსო. არადა, წყლის სმის დიდად მოყვარული არ ვარ. დღეში შეიძლება, ერთი ან ნახევარი ჭიქა დავლიო. დავუჯერო და დავიწყო სმა?
პასუხი: რასაკვირველია, ორგანიზმისთვის კარგია და ბევრი წყალი აუცილებლად უნდა დალიოთ. მისი სმით სარგებელს იღებთ, მაგრამ ნაოჭების გაქრობის თვალსაზრისით, ის ვერაფერს შეცვლის.


скачать dle 11.3