კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1986 წლის 4 აპრილს. რამდენად შევეწყობი 1989 წლის 11 ივლისს დაბადებულ ბიჭს პირად და სასიყვარულო ურთიერთობაში?
პასუხი: თქვენ შორის იდეალური ურთიერთობები ნამდვილად არ იქნება, თუმცა, თუ დათმობებზე წახვალთ და გაითვალისწინებთ ერთმანეთის შეხედულებებს, მაშინ ყველაფერი მოგვარდება. საერთო ჯამში, თქვენ შორის ურთიერთობა, დასავლური ასტროლოგიის მიხედვით, კარგია, აღმოსავლურით კი, ხუთბალიანი სისტემით, შესაძლოა, 4 ბალით შევაფასოთ.
კითხვა: დავიბადე 2000 წლის 18 ნოემბერს. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია და რომელ პროფესიაში ვიქნები მეტად წარმატებული?
პასუხი: ახლა თქვენთვის რთული პერიოდი დგას, ამიტომ, იყავით ფრთხილად. თქვენი კოსმიური მისია არის, მეტი კონტაქტი გქონდეთ უცხოეთთან. ეს სასურველი კი არა, აუცილებელია. უცხოეთი მოგცემთ იმ შანსებსა და შესაძლებლობებს, რაც თქვენი წინსვლისა და წარმატებებისთვის არის საჭირო. იმავდროულად, გამოავლინეთ აქტიურობა, ენერგიულობა, ინიციატივა, პასუხისმგებლობა. დაეყრდენით ოპტიმიზმს, კეთილშობილებას, კომუნიკაბელურობას, ცოდნის ბაზას. სადაც შეხვალთ, შეიტანეთ სიმშვიდე და ჰარმონია და არა დეპრესია და აგრესია – ეს თქვენი კოსმიური მისიაა, რისი გამოვლენითაც ადვილად მიაღწევთ წარმატებებს. რაც შეეხება წარმატებების მომტან პროფესიებს, თქვენთვის ასეთებია: ტურიზმი, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიული დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე. იურისპრუდენცია, პედაგოგიური მოღვაწეობა ან ბიზნესი, მედიცინიდან – ენდოკრინოლოგია. ასევე, კარგია ფოტოგრაფიის ხელოვნება, სპორტის ფართო სპექტრი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი, მხატვარ-დეკორატორობა, სადალაქო ინდუსტრია ან ბიზნესი, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგიის ფართო სპექტრი. ყველა ამ სფეროში თქვენ წარმატების მიღწევის დიდი შანსი გაქვთ.
скачать dle 11.3