კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 როგორ უნდა გაწმინდოთ სახლში დაგროვილი საშიში ენერგეტიკა სარკის მეშვეობით

  სარკეს ენერგეტიკული მუხტის მიზიდვის საოცარი უნარი გააჩნია. იზიდავს როგორც დადებით, ასევე უარყოფით ენერგიას. ადამიანების უმრავლესობას, დილით გაღვიძებისას სიმძიმის გრძნობა აწუხებს. ამ დროს, გაღვიძების მომენტში, ხდება ასტრალური სხეულის გადმოსვლა ფიზიკურ სხეულში. როდესაც სააბაზანო ოთახში შედიხართ და სარკეში იხედებით, ხედავთ შესიებულ სხეულს, დასიებულ თვალებს, შეშუპებულ სახეს. ამ მომენტში ვერ აფიქსირებთ იმას, თუ რა ტიპის ენერგიას ვუშვებთ სარკისკენ. ამ დროს ადამიანსგან გადის უარყოფითი მუხტი – ეს არის დაძაბული ენერგია. ამას მაშინვე იჭერს სარკე, კეტავს საკუთარ თავში და ჩვენს გარემოს ამ უარყოფითი მუხტისგან ასუფთავებს.
  ბევრს უკვირს, რატომ შეიძლება სარკე გაიბზაროს ან დაილაქოს, როცა მას უფრთხილდება, ხშირად წმენდს და უვლის. წარმოიდგინეთ, ყოველდღე რამდენ უარყოფით ენერგიას უშვებს სარკისკენ ოჯახის თითოეული წევრი. ამიტომ, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება, ის გაიბზაროს ან სულაც გატყდეს. ამის მიზეზი კი, უდავოდ, ჩვენს მიერ მისკენ გაშვებული და მის მიერ შეწოვილი უარყოფითი ენერგოვიბრაციაა. სარკე გაბზარვით ან გატეხვით, რაც შემთხვევით არ ხდება, გვაძლევს მინიშნებას, რომ ჩვენ ირგვლივ საკმაოდ დიდი რაოდენობის უარყოფითი და საშიში ენერგია დაგროვდა. ამ დროს სარკე ტყდება და შეიძლება, წინასწარმეტყველადაც კი მოგვევლინოს. კერძოდ, შესაძლოა, ამას მოჰყვეს ადამიანის ავადმყოფობა, სიკვდილი, უარყოფითი მოვლენები და ასე შემდეგ.
  უძველესი წესია – როცა სახლში მიცვალებულია, სარკეს ნაჭერს აფარებენ. ამ ტრადიციის შესახებ ბევრს სმენია და ითვალისწინებს კიდეც, თუმცა ცოტამ თუ იცის, რატომ იქცევა ასე. ამის არსი კი ის არის, რომ სხეულიდან ამოსვლის პირველ ეტაპზე, სული მეტად ქაოსურ მდგომარეობაშია. მას უჭირს გარკვევა, სად არის ილუზია და სად სიმართლე. ამიტომ აღებენ კარს, ფანჯარას, სარკეს აფარებენ ქსოვილს, რომ სულმა თავისუფლად იმოძრაოს და სხეულიდან ამოსვლის პირველ ეტაპზე, თავისი ანარეკლი სარკეში არ დაინახოს. სული შეიძლება, ახლოს მივიდეს სარკესთან და უცბად მასში ჩაიჭედოს. ამ დროს სული მუხტია, ხოლო სარკე კი,  ენერგოინფორმაციულ მუხტს იჭერს. ასეთ მდგომარეობაში შესაძლოა, გარდაცვლილი ადამიანის სული წლობით იყოს და ეს ოჯახისთვის ცუდია. ხშირად, ასეთ სარკეში ჩახედვისას ადამიანებს ეწყებათ თავის ტკივილი, შიშები, უჩნდებათ შეგრძნება თითქოს სარკიდან ვიღაც უყურებთ.
  ზოგს კი უყვარს ანტიკვარულ მაღაზიებში ლამაზი, ძველი სარკეების შეძენა და სახლში გამოსაჩენ ადგილას დაკიდება. ეს ძალიან სახიფათოა, რადგან, სარკეს აქვს ბიოენერგეტიკული მუხტების მიღების უნარი. შესაძლოა, სწორედ იმ ლამაზმა, სხვის სახლში ნაქონმა, ნაყიდმა სარკემ  ბევრი პრობლემა და უბედურება მოგიტანოთ, რადგან თავად იყოს ასეთი პრობლემებისა და უბედურებების მომსწრე. ასეთი ენერგიების მქონე სარკის ყიდვა და დაკიდება იმ ოჯახში, სადაც თავს მშვიდად და ბედნიერად გრძნობენ, ძალიან საშიშია. მისი აგრესია ნელ-ნელა იჩენს თავს. ასევე, არ შეიძლება სარკის გაჩუქება ან თხოვება. აგრეთვე, ისეთი სახლიდან მოტანა და დაკიდება ან დადება, სადაც გარდაცვლილი ადამიანი იყო.
  როგორც აღვნიშნეთ, სახლში არსებული სარკე, ადვილად იზიდავს უარყოფით მუხტს, ამით კი, შეიძლება ოჯახის გაწმენდა უარყოფითი ენერგიებისგან. ასეთ დროს, ოთახის კედლებთან ერთმანეთის პირისპირ უნდა დადგათ ორი სარკე. როგორც კი ნებისმიერი უარყოფითი ძალა მოხვდება ამ ორი სარკის ზონაში, სახლი უმალვე განიმუხტება. ანუ, უარყოფით მუხტს ან ერთი სარკე დაიჭერს, ან მეორე და ოთახიც გაიწმინდება.
  რაც მეტ დადებით ენერგიას გადასცემთ სარკეს, მის წინ მდგომი გაიღიმებთ და საკუთარ თავს პოზიტივისკენ მიმართვთ, მით უფრო დიდხანს გემსახურებათ ის. თუ სარკისკენ დიდი რაოდენობით გაუშვებთ  დადებით ენერგიას – გაუღიმებთ, ეტყვით, რომ ყველაფერი რიგზეა და მომავლის იმედი გაქვთ, ოპტიმისტურად ჩაიხედავთ მასში, მაშინ უკანვე მიიღებთ იმ დადებით ენერგომუხტს და ენერგოინფორმაციას, რასაც მისკენ გაუშვით.
скачать dle 11.3