კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 რა მარტივი და გენიალური თავდაცვითი სისტემა განახორციელა ლავრენტი ბერიამ

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ლავრენტი ბერია რომ ინტელექტუალური პიროვნება იყო, ათი თავით მაღლა იდგა თავის კოლეგებზე (სტალინი არ იგულისხმება) და მეტი პასუხისმგებლობითაც გამოირჩეოდა, ამაზე უკვე აღარავინ დავობს. საგულისხმო კი ისაა, რომ ბერიას მიერ შემუშავებული თავდაცვის სისტემები საბჭოეთის დაშლამდე ფუნქციონირებდა და ტექნოლოგიურად ძალიან მარტივი და გამართული იყო... პროფესორი ივანე პოსელოი წერს: „საბჭოთა კავშირის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე ამერიკელები შოკში ჩააგდო ცნობამ იმის თაობაზე, რომ საპბჭოთა ბალისტიკური, ატომურქობინიანი რაკეტების 80 პროცენტი ძალიან შენიღბულ, დინამიკურ მოწყობილობას წარმოადგენდა და მხოლოდ 20 პროცენტი იყო სტაციონარული დანადგარი, რომელთა შახტებზეც იყო დამიზნებული ამერიკის შეერთებული შტატებისა და „ნატოს“ რაკეტები. ეს დინამიკური მოწყობილობები კი სპეციალურ სარკინიგზო პლატფორმებს წარმოადგენდა, რომლებზეც ატომურქობინიანი ბალისტიკური რაკეტები იყო დამონტაჟებული. ისინი ტიპური საფოსტო ვაგონებით იყო შენიღბული. ასეულობით ასეთი ეშელონი მუდმივად კურსირებდა უკიდეგანო საბჭოეთის სივრცეში და მზად იყო ნებისმიერი წერტილიდან დაერტყა მიზნისთვის. ასეთი რაკეტის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანას სულ რაღაც 28 წუთი სჭირდებოდა. მისი უპირატესობა კი მოუხელთებლობა იყო და ეს იდეა ლავრენტი ბერიას ეკუთვნოდა, რომელიც 1952 წლის მიწურულს განახორციელა...
  მარშალი სერგეი ახრომეევი, რომელმაც პუტჩში მონაწილეობის გამო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, სიკვდილამდე ორიოდე დღით ადრე თავის დღიურებში წერდა: „ამ მოღალატეებმა მთელი თავდაცვის სისტემა დაანგრიეს. მათ შორის გაშიფრეს პლატფორმაზე მოძრავი ფოსტის ვაგონად შენიღბული ბალისტიკური რაკეტების უნიკალური სისტემა, რომლებზეც ამერიკელებმა არაფერი იცოდნენ და ეს რომ გაიგეს, სახტად დარჩნენ. იდეა და შესრულება კი მარშალ ბერიას ეკუთვნოდა და სწორედ ბერია სჭირდებათ ახლა (1991 წლის აგვისტო) ამ ნაძირლების ბანდას, რომ ყველას თავისი კუთვნილი ადგილი მიუჩინოს...“ ტყუილად როდი ნატრობდა სასიკვდილოდ განწირული რუსი საბჭოთა მარშალი თითქმის 40 წლის წინ მოკლულ ბერიას. ახრომეევი კარგად უწყოდა, თუ რა ბედი ეწია სტალინისა და ბერიას აშენებულ ქვეყანას ხრუშჩოვის დროს და თვალნათლივ ხედავდა, თუ როგორ აცლიდა ამ ქვეყანას ბოლო აგურს საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი...
  ბერიას მიერ „ცივი ომის“ დროს შემუშავებულ მოძრავ რაკეტებს ის უპირატესობა ჰქონდათ, რომ მობილურები იყვნენ და ძალიან სწრაფად შეეძლოთ ამოქმედება. ამავდროულად კი – ფაქტობრივად, მოუხელთებელნი, რადგან ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მშვიდობიან ეშელონში ჩაბმული, მწვანე საფოსტო ვაგონი მრისხანე „სს 20“, ანუ ბალისტიკური რაკეტა იყო, რომელსაც ძალიან ეშინოდათ ამერიკელებს და ზედმიწევნით უფრთხოდნენ მათ.
  გენერალი პავლე სუდოპლატოვი ყვებოდა: „შენიღბვის მიზნით, ამერიკელები რომ ვერაფერს მიმხვდარიყვნენ, ბერიას გეგმის მიხედვით, ორეტაპიანი, კომპლექსური ღონისძიება განხორციელდა და მისი ჩატარება ჩვენს უწყებას დაევალა. ბალისტიკური რაკეტების საფოსტო ვაგონებად შენიღბვა ბერიას გენიალური იდეა იყო. თუმცა, ეს რაკეტები ორი მეტრით გრძელი იყო ამ ვაგონებზე. ამიტომ საჭირო გახდა, თავად ვაგონების გადიდება. ამას კი სავსებით ლეგალური ბრძანება დასჭირდა სარკინიგზო ვაგონების სტანდარტების შეცვლის თაობაზე და 1951 წელს ჯერ „პერესტანდარტიზაცია“ განხორციელდა და ვაგონების ზომა 265 სანტიმეტრამდე გადიდდა. ბრძანებაში კი თეთრზე შავად ეწერა: ტვირთებისა და მგზავრების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებითო და ამერიკელებმა, რომ იტყვიან, „ჭამეს“...
 1952 წლიდან საბჭოეთის უკიდეგანო სივრცეში 106 სპეცვაგონი კურსირებდა, რომლებზეც მოუხელთებელი ბალისტიკური რაკეტები იყო დამონტაჟებული. დანარჩენ სტაციონარულ დანადგარებს კი, რომელთა 80 პროცენტი მხოლოდ მულაჟი იყო, ამერიკული და „ნატოს“ რაკეტები დაუმიზნეს და საქმე საქმეზე რომ მიმდგარიყო, საბჭოეთის რეალური სარაკეტო-ბირთვული უპირატესობა 80-20 იქნებოდა. ეს კი საშუალებას აძლევდა საბჭოთა კავშირს, რომ ომის დროს მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი უპირატესობა ჰქონოდა. ამ სისტემების ქმედითუნარიანობაზე პასუხისმგებლობა სერგეი ბირიუზოვს დაეკისრა. ბირიუზოვი მოგვიანებით სარაკეტო ჯარების მარშალი გახდა და 1964 წელს ტრაგიკულად დაიღუპა ავიაკატასტროფაში. 1998 წელს საერთაშორისო უსაფრთხოების შეკრებაზე, რომელიც „ცივი ომის“ ისტორიას მიეძღვნა, „ცეერუს“ ყოფილმა დირექტორმა, რიჩარდ ჰელმსმა თავის გამოსვლაში თქვა: „დიდი სირცხვილით უნდა ვაღიარო, რომ რუსები 40 წლის განმავლობაში „თითის გარშემო გვატარებდნენ“ (გვატყუებდნენ) და რომ გვეგონა, მათი ყველა ქობინიანი რაკეტა მიზანში გვყავდა ამოღებული, თურმე, ტყუილი ყოფილა. ეს მარტივი და ჭკვიანური გამოგონება გენიალურ საბჭოთა მზვერავს, ლავრენტი ბერიას ეკუთვნის და ვადასტურებ, რომ ის მართლა „დაზვერვის გენია“ იყო, როგორც მას მისტერ ალან დალესმა უწოდა. და ერთიც, აქედან გამოდის, რომ დიდი უპირატესობის მქონე საბჭოეთს აზრადაც არ ჰქონია ჩვენთვის  საჰაერო დარტყმის მოყენება, როგორც ამას ჩვენ ვაცხადებდით და ესეც ბერიას დამსახურებაა...“
  „ცეერუს“ ყოფილმა შეფმა იცოდა, რასაც ამბობდა და ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ბერია მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვითი დოქტრინით ხელმძღვანელობდა. არანაირი თავდასხმის მომხრე არ იყო და მისსავე პირსისხლიან კოლეგებს ასე ვერაგულად რომ არ მოეკლათ, დიდი ალბათობით, საერთო ენას გამონახავდა დასავლელ პარტნიორებთან. ამასვე ამტკიცებდა ბერიას ვაჟი, სერგო ბერია, რომელმაც თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თქვა: „მამაჩემი, ლავრენტი ბერია პაციფისტი თუ არა, პირველი გამანადგურებელი დარტყმის მომხრე არასდროს ყოფილა...“ ალბათ, ბედის ირონიაა, რომ თავად ბერიას მიაყენეს ერთადერთი და გამანადგურებელი დარტყმა და მასთან ერთად მომავალი გლობალური მშვიდობის იდეაც დასამარდა.“

скачать dle 11.3