კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 ექიმის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს უფროსებში ბილირუბინის მატებას რა იწვევს? ჩემს მეუღლეს გაუკეთეს ანალიზი და მაღალი აღმოაჩნდა. არ ალკოჰოლს საერთოდ სვამს, არც ეწევა. თვალებზე და კანზე მოყვითალო ფერი აქვს. სხვას არაფერს უჩივის.  
პასუხი: დიახ, ბილირუბინის ანალიზი ინიშნება მაშინ, როდესაც პაციენტს აღენიშნება სიყვითლე, ამ დროს ეჭვი ჩნდება ჰემოლიზზე (ერითროციტების დაშლა), ღვიძლის დაავადებაზე ან სანაღვლე გზების ბლოკირებაზე. შეფასებისთვის მნიშვნელოვანია იმის დადგენა, ბილირუბინის რომელი ფორმის ხარჯზეა მომატებული საერთო ბილირუბინი – პირდაპირის თუ არაპირდაპირის. როცა სისხლში არაპირდაპირი ბილირუბინი მატულობს, მაშინ ვვარაუდობთ ჰემოლიზზე ან ღვიძლის ისეთ დაავადებაზე, რომელიც ხელს უშლის არაპირდაპირი ბილირუბინის პირდაპირად გარდაქმნას, მაგალითად, ციროზი.  ხოლო პირდაპირი ბილირუბინის მომატება ნიშნავს, რომ ბილირუბინის გარდაქმნა ნორმალურად ხდება, მაგრამ რიგი მიზეზის გამო პირდაპირი ბილირუბინი ვეღარ ახერხებს წვრილ ნაწლავებში გადასვლას. ეს კი შეიძლება გამოწვეული იყოს ჰეპატიტით ან სანაღვლე გზების ბლოკირებით (მაგალითად, ნაღვლის ბუშტის კენჭებმი ან სიმსივნე). არის სხვა მიზეზებიც, მაგრამ დიფერენცირება დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ არის შესაძლებელი. კვლევების შემდგომი მიმართულება კი მკურნალმა ექიმმა უნდა განსაზღვროს.
კითხვა: მეწაღის გულმკერდი გულის მანკი არის თუ არა?
პასუხი: იმისთვის, რომ რეალურად შეფასდეს, რა მდგომარეობა გაქვთ, გამოკვლევები უნდა ჩაიტაროთ. მეწაღის ფორმის გულმკერდი ცალსახად არ ნიშნავს თანდართულ გულის მანკს.
კითხვა: გულმკერდზე, მუცელსა და იღლიებშიც მაქვს ყავისფერი ლაქები. ოფლიანობის დროს უფრო მკვეთრი ხდება და როცა სასმელს დავლევ, მაშინ კიდევ უფრო ჩნდება. ხან სულ გაქრება, მაგრამ მერე ისევ მუქდება. რისი ბრალი იქნება?
პასუხი: სავარაუდოდ, სოკოვანი დაავადებაა, დიაგნოზის დასაზუსტებლად და მკურნალობის დასანიშნად დერმატოლოგს უნდა მიმართოთ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3