კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 ქალს სწყინს, მამაკაცს არ ესმის

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

  კვლევებით დადგენილია, რომ ქალი მამაკაცზე  ბევრად უფრო კომუნიკაბელურია. ის ისწრაფვის სხვების აზრის მოსმენისკენ და თან, უფრო ხშირად ეთანხმება მათ აზრს.  ძალიან სწყინს, როცა მისი არ ესმით, ნევიულობს და იბუტება. ქალებს ყოველთვის ავიწყდებათ, რომ  მამაკაცები მინიშნებებს ვერ ხვდებიან.  მამაკაცებს კი სწორედ ეს მოთხოვნა აცოფებთ – მიუხვდეს გულისნადებს ნახევარი სიტყვიდან.
  თუმცა ქალებს  ხანდახან ზედმეტიც მოსდით. კაცი ღიზიანდება, როცა მის საყვარელ ქალს უნდა, ისეთ საუბარში ჩაერიოს და ისეთ თემაზე გამოთქვას საკუთარი აზრი, რომელშიც საერთოდ ვერ ერკვევია. ქალს კი  ეს არ ესმის –  რა პრობლემაა?!
საიდან აქვს ქალს რწმენა, რომ თუ მამაკაცი უყვარს,  ის თვითონ მიხვდება ამას. გამოიცნობს, რა მოსწონს და რა არა ან  რა არის მისთვის საინტერესო, რა სიამოვნებს. არადა, ამას მამაკაცი ვერაფრით მიხვდება.
  არსებობენ ქალები, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ ყველაფერი მათზეა დამოკიდებული, რომ საკუთარი ცხოვრება მათსავე  ხელშია. რატომღაც, უფრო მოსახერხებელად მიაჩნიათ, ყველაფერი სხვებს გადააბრალონ. ასეთი ქალები მამაკაცების გაღიზიანებას იწვევენ.
  როდესაც ქალი დახმარებას გთხოვს, ეს ნორმალურია.  როდესაც მამაკაცი სწრაფად მირბის დასახმარებლად – ესეც  ნორმალურია. . როდესაც ქალი მინერალური წყლის ბოთლს გამოგიწვდის და გეტყვის, რომ ვერ ხსნის, ეს ნუ გაგაბრაზებთ.  ქალებს ყველაფერი შეუძლიათ, მაგრამ ამით მიგანიშნებენ, რომ სჭირდებით.

ყოველთვის ერთ
 ხაზზე

  როცა გიყვარს, შეიძლება, გაგიჩნდეს კითხვა –  არის ეს გრძნობა ნადვილი? რა თქმა უნდა, ყველა ურთიერთობა ინდივიდუალურია და ეს თავად წყვილზეა დამოკიდებული.  თუმცა არსებობს რაღაც საერთო წესები, რომლებიც ამ კითხვას ასე თუ ისე გასცემს პასუხს.
* ყოველთვის ხაზზე ხართ – თუ  დიდი ხანია, ერთმანეთს ხვდებით და ეს ურთიერთობა არ მოგბეზრებიათ, უგზავნით ერთმანეთს ფოტოებს, ხუმრობთ სხვადასხვა თემებზე, ძილის წინ ერთმანეთს „ღამე მშვიდობისას“ უსურვებთ, არ იშურებთ სასიყვარულო ხასიათის მესიჯებს – ყველაფერი რიგზეა.
* თქვენთვის ჩახუტება ყველაზე საყვარელი რიტუალია. როდესაც ეხუტებით, თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად გრძნობთ. ასე რომ, თუ  ჩახუტების სურვილი არ განელებულა, დარწმუნებული იყავით, რომ ის თქვენი ნამდვილი სიყვარულია.
* ურთიერთობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გრძნობების გამოხატვას. ის ერთგვარი სტიმულია ყველა პრობლემის დასაძლევად.  სასიყვარულო კავშირს უფრო ამყარებს და ამავე დროს იმ   ბარიერსაც ანგრევს, რომელიც წყვილს შორის შეიძლება არსებობდეს.
* თუ პარტნიორი ცდილობს, თქვენი ინტერესები გაიზიაროს, უფრო მეტად დაახლოვდეს თქვენთან – ეს წყვილს შორის იდეალური ურთიერთობის გარანტია.
* ერთმანეთს ხშირად უწყობთ სიურპრიზებს და ამისთვის განსაკუთრებული მიზეზი ან თარიღი არ გჭირდებათ. უბრალოდ, გსურთ ერთმანეთი გაახაროთ – ეს სიყვარულია.  
* კარგად გესმით ერთმანეთის იუმორი, ხუმრობები. სწორედ ამიტომ, მის გვერდით არასდროს იწყენთ. კამათის დროს სიტუაციის განმუხტვა შეგიძლიათ, რაც კონფლიქტის დასრულების სურვილს ნიშნავს.
* საუბრობთ იმაზე, თუ რომელ ქალაქში იცხოვრებდით რამდენიმე დღე სიამოვნებით, რომელ ოცნების ქვეყანაში გაემგზავრებოდით შვებულების დროს ერთად, როგორ ფერებში შეღებავდით საძინებელს და როგორ ავეჯს დადგამდით. მთავარია, რომ საერთო მომავალზე ფიქრობთ.
* არ აქვს მნიშვნელობა, თქვენი სამეგობრო წრის წვეულება იქნება თუ მისი, ერთად ყველგან კომფორტულად გრძნობთ თავს. თქვენთვის ისიც საკმარისია,  რომ ერთად ხართ.
* მთავარი სიხარულის გულწრფელი გაზიარებაა. გიხარიათ ერთმანეთის წარმატება, ამაყობთ ერთმანეთის მიღწევებით და ხშირ შემთხვევაში მზად ხართ მის  გასამხნევებლად.
 აი, ყველაფერი ეს არის ნამდვილი სიყვარული. თქვენ ის ადამიანი გყავთ გვერდით, ვინც ყველაზე მეტად გჭირდებათ.

რომ  არ ვიჩხუბოთ

  სასიყვარულო ურთიერთობა  ხშირად ბევრ გაუგებრობას  იწვევს.  ადამიანები ერთმანეთს იმიტომ ვერ უგებენ, რომ ცუდად იცნობენ.  თითოეული წყვილის ურთიერთობა ინდივიდუალურია, ამიტომ რთულია  კონკრეტული დასკვნების გაკეთება.  რა სჭირდება სიყვარულს, რომ ის მუდამ დარჩეს და რუტინულ, დამქანცველ ყოველდღიურობაში არ თანდათან გაგვიქრეს. არის კონკრეტული თეზისები, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ  გაუგოთ პარტნიორს.
* იყავით ნაკლებად ემოციურები. არ არსებობს წყვილი, რომელიც ყველა საკითხში უგებს ერთმანეთს? დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობენ ისინი, რომელთაც საერთო ინტერესები აქვთ. მთავარია,  ორივემ თანაბრად გაიაზროს საკუთარი ვალდებულება.
* ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ასპექტი ერთმანეთის პატივისცემაა. როდესაც პარტნიორი ხედავს, რომ თქვენ მისი საქმიანობთა და ყოველდღიურობით ხართ დაინტერესებული, თქვენ მიმართაც ყურადღებით იქნება და მეტი სითბოთი განეწყობა.
* სასიყვარულო ურთიერთობების დროს საუბარი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად ინტიმური სიტუაციების არსებობა. კარგად უნდა იცოდეთ პარტნიორის შეხედულებები, აზრები. უბრალო, მარტივი შეხვედრაც კი შეიძლება, დაუვიწყარ მოგონებად იქცეს.
* არსებობს მოსაზრება, რომ წყვილებს შორის ინიციატორი  ყოველთვის მამაკაცი უნდა იყოს, რომელიც პარტნიორის ყველა სურვილს რეალობად აქცევს. სინამდვილეში, მთავარია, თანაბრად იგრძნოთ სიამოვნება ნებისმიერი  ურთიერთობის დროს.
* ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული. ერთად დაგეგმეთ ყოველი ახალი დღე. ეს ხომ ახალი შანსია. ერთად უნდა სცადოთ სიახლეებთან შეჭიდება.
скачать dle 11.3