კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 პოლიტიკური სამაია

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ალაჰის წყალობით დაძმობილებულები

  რფ-ის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტები ამჯერად ერთმანეთს ანკარაში შეხვდნენ, ოფიციალურად, სირიის პრობლემის გამო და ისეთი სიამტკბილობა გააჩაღეს (ტეტ ა ტეტაც გაესაუბრნენ ერთმანეთს წყვილ-წყვილად), თითქოს ხელის თითებზე რომ არ დაეტევა, იმდენი ომები მათ შორის ბოროტთა ფანტაზიის ნაყოფი იყოს.
  იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ისლამურ სახელმწიფოს რუსეთის იმპერიამ შეუკვეცა გავლენის სფეროები და საზღვრები მეთვრამეტე საუკუნიდან მოყოლებული, განსაკუთრებით, დასამახსოვრებელი იყო ვლ. პუტინის მიერ ყურანიდან მოხმობილი სიბრძნე, რომ ალაჰის წყალობით დაძმობილებულან.
  დაძმობილებულან თუ ერთმანეთს ეპირფერებიან (რაც, ასევე, აღმოსავლეთის სავიზიტო ბარათია), ანკარის სამიტზე 11-პუნქტიანი დოკუმენტიც მიიღეს, რომლის ლაიტმოტივიც შემდეგია (მომყავს ციტატა): „მხარეებმა აღნიშნეს მტკიცე ერთგულება როგორც სირიის არაბთა რესპუბლიკის სუვერენიტეტის, მისი დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპებისადმი. ხაზი გაუსვეს, რომ ეს პრინციპები საყოველთაოდ უნდა იქნეს დაცული და არანაირი ქმედება არ უნდა იყოს მიმართული მათ დასარღვევად” და გადაწყვიტეს, „წინ აღუდგნენ იმ სეპარატისტულ გეგმებს, რომლებიც მიმართულია სირიის სუვერენიტეტისა და მთლიანობის ძირის გამოთხრისკენ და რომელიც მეზობელ სახელმწიფოების უსაფრთხოებასაც ემუქრება“.
  სწორედ აქაა დამარხული მათი დაძმობილების ძაღლის თავიც და ესაა პუტინის ხიბლი ერდოღანისა და როუჰანისთვის, რადგან სირიაში ქურთისტანის შექმნა თურქეთისა და ირანისთვის დიდ საფრთხეს შეიცავს, ოღონდ უცნაურია ჩვენი ოკუპანტი სახელმწიფოს თავხედური ორმაგი რუსული სტანდარტი: მხარი დაუჭირო სირიის ტერიტორიულ მთლიანობას, ამის დასტურად გაეროც მოიხმო და ამ დროს თავად სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ორი სეპარატისტული რეგიონი აღიარო და სირიასაც კი აღიარებინო.



скачать dle 11.3