კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№39 ეშმაკის განდევნა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ვინ უნდა მოხარშოს ყვავი უცეცხლოდ?!

  უკვე რამდენიმე თვეა, ვიცით, რომ კრემლიდან ვლ.პუტინის განსადევნად იაკუტიელი შამანი დაიძრა (თანაც - ფეხით), თუმცა ეს ამბავი დიდად სერიოზულად არ აღგვიქვამს, თუნდაც, იმიტომ რომ, აბა, ვინ შეაჭყიტებდა შამანს კრემლში, არათუ შეუშვებდა, იმას გარდა, რომ, თუ შამანია, წესითა და რიგით, იაკუტიიდანაც კი უნდა შეძლოს პუტინის კრემლიდან კი არადა, ლუციფერის დედამიწიდან განდევნა.
  მაგრამ, როგორც ჩანს, თავად კრემლში ან იციან ზემონახსენები შამანის უძლეველობის შესახებ, ან საქმეს, ჩვენგან განსხვავებით, სერიოზულად მიუდგნენ და გასულ კვირას, ბურიატიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იაკუტიელი შამანი ალექსანდრ გაბიშევი დააკავეს.
შამანის სამწყსო იტყობინება, რომ გაბიშევი ათეულმა სამართალდამცველმა გაიტაცა,  რუსული შსს კი მოქალაქე გაბიშევს რიგ დანაშაულებს ედავება.
  ასეა თუ ისე, ფაქტი ფაქტად რჩება, არ უწერია მას ამ ეტაპზე პუტინის განდევნა, თუმცა ამასობაში ვიდეოკადრებიც გავრცელდა, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ განდევნის შამანი (ოღონდ სხვა) ვლ. ჟირინოვსკისგან ეშმაკებს.
  ამ ორი ფაქტის შეპირისპირებით, ჩნდება იმედი, რომ, რაკი ჩრდილოეთში მაგიას მეტად სწყალობენ, ჩვენთან კი ჯარში წასვლა არ უნდათ (ქოლგას ელიან, რომელიც დაიცავს), ჯადოქრობის კურსები მაინც გაგვევლო, იქნებდა, ჩვენს შელოცვას მაინც გამოეღო ჩვენთვის სასურველი შედეგი?!


скачать dle 11.3