კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 ხსნის თუ არა ნინო ლეჟავა სექსშოპს და რატომ არ თანხმდება ის უხამს როლებზე

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  მსახიობი ნინო ლეჟავა ახალ ფილმში გადაიღეს, სადაც სექსშოპის მენეჯერს თამაშობს. ფილმის შესახებ ცოტა რამაა ცნობილი, თუმცა საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ფილმის სიუჟეტის შესახებ უფრო დაწვრილებით ქალბატონმა ნინომ გვიამბო.
  ნინო ლეჟავა: ფილმს ჰყავს ახალგაზრდა რეჟისორი – გიორგი სახელაშვილი, რომელიც შვეიცარიაში ცხოვრობს. უნივერსიტეტი იქ დაამთავრა და ახლა, საფესტივალოდ, ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმის საქართველოში გადაღება მოინდომა. ეს, რასაკვირველია,  შვეიცარიასა და საქართველოს კოპროდუქცია იქნებოდა. იყო მეორე მომენტი – მისი გადაღება საქართველოში შედარებით იაფი დაჯდებოდა. რაც ქართველებს შემოგვრჩა, მეგობრობა და ახლობლობაა, რამაც ალბათ, ამდენი ხანი გადაგვარჩინა. ვთვლი, რომ თუ სტუდენტს ან ახალბედას დახმარება გამოცდილმა პროფესიონალმა არ გაუწია, ვერასოდეს ისწავლის თავის პროფესიას. შეიძლება, მან ჩემზე მეტიც კი იცოდეს, რადგან  ის ახალგაზრდაა – კინო ცოტა სხვაგან წავიდა, მაგრამ ძირითადი საფუძველი, რასაც მას პროფესიონალი მისცემს ძალიან მნიწვნელოვანია. აქედან გამომდინარე, დაბალი ბიუჯეტის მიუხედავად,  ფილმში ვთამაშობდით მე, რუსუდან ბოლქვაძე, ქალბატონი ბერტა ხაფავა... ამ მიზერ თანხაზე საუბარი არც ყოფილა და საერთოდ, რომ არაფერი მოეცათ, მაინც ყველანი დავუდგებოდით გვერდში. ეს ასე უნდა იყოს, აუცილებლად უნდა გავუწოდოთ დახმარების ხელი დამწყებებს, მით უმეტეს, უცხოეთში მოღვაწე ქართველებს, რადგან ეს უკვე არის კოპროდუქცია. შინაარსს რაც შეეხება: იხსნება სექსშოპი და მე ვარ სექშოპის მენეჯერი, ანუ მე ვხსნი. რასაც მოჰყვება წინააღმდეგობა, რაც საქართველოში ჩვეულებრივი ამბავია. ეს არის ფაბულა, დანარჩენი მეც არ მიკითხავს, რადგან ბოლოსთვის სიურპრიზად შემოვიტოვე.
– თამამი როლის თამაში მოგიწიათ?
– როცა ახალ ფილმზე მიწვევენ, პირველად რასაც ვეკითხები, არის: რა როლია და მაქვს თუ არა უხამსი სცენები. უკვე ყველამ გაიგო, რომ პრინციპულად არ ვთმაშობ უხამს როლებს და არ ვიხდი. აწი, მით უმეტეს, ვერც გავიხდი. თუ გასახდელი იყო, აქამდე უნდა გამეხადა და გამომეჩინა. ადამიანს რაც ასაკი ემატება, პირიქით, უნდა დამალოს საკუთარი სხეული. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი პრინციპები მაქვს, ამას ვისაც უნდა გოიმობა დაარქვას და ვისაც უნდა – კომპლექსი. თუმცა, მეორე მხრივ, ვისაც ეს შეუძლია, მათ ტაშს ვუკრავ, მივესალმები, მსახიობია და ბრავო!
– უხამს სცენებთან დაკავშირებით ასეთი მიდგომა მეუღლისა და ოთხი ვაჟის გამო ხომ არ გაქვთ?
– არა. ასეთი მიდგომა მქონდა ბავშვობიდან. ჩემი მეუღლე რეჟისორია და მას არ აქვს ეს პრობლემა. ოთხი ბიჭი კი მყავს, მაგრამ უფროსიც მსახიობია და მიმტკიცებს, რომ მისთვისაც არ წარმოადგენს ეს პრობლემატურ საკითხს. თუ იქნება კარგი ფილმი და კარგი როლი, რატომაც არა, მეუბნება, რომ მას არ ექნება პრობლემა. მაგრამ მე დავუმტკიცე, რომ მას აუცილებად ექნება პრობლემა – ეს არის ქართული მენტალიტეტი. ერთ-ერთი საუბრის დროს, ვკითხე, როცა შენ დაჯდები ფილმის პრეზენტაციაზე, სადაც შენი სამეგობროც იქნება, მაინტერესებს შენი რეაქცია, როცა შენი ძმაკაცი ხედავს, დედაშენს სად რამდენი ხალი აქვს, არ იმოქმედებს-მეთქი? იყო ძალიან დიდი პაუზა. მერე, რასაკვირველია, არ შემეპუა და მიპასუხა, რომ არ იმოქმედებდა, რადგან ყველამ იცოდა, რომ მსახიობი ვიყავი. მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ, ეს ასე არაა. მე მაქვს მეორე პრინციპი: არ გავიხდი, იმიტომ, რომ ვთვლი, გახდის გარეშეც შეგიძლია, იყო კარგი მსახიობი და დიდი მსახიობიც. მე დღეს სიშიშვლით ვეღარ გამაკვირვებ, ბევრი ფილმი მინახავს, რომელიც გაუხდელადაც გადასარევი იქნებოდა. ეს ჩემს მაგალითზე გამოვცადე – „თბილისი ჩემი სახლია“ პირველი ფილმი იყო, სადაც მრუში ქალი ისე ვითამაშე, საერთოდ არ ყოფილა უხამსი სცენა და ძალიან ბევრმა ადამიანმაც შეიყვარა. სულიერი სიშიშვლითა და თამაშის ხერხით დამანახვე ყველაფერი და სულ არ მჭირდება სხეულის სიშიშვლე. თუმცა, არის მეორე მომენტი, ნაგულისხმები სიშიშვლე, ვარაუდი, გვერდზე უწევს, ვითომ შიშველია, საცურაო კოსტიუმში ზღვაზე, ზურგიდან სიშიშვლე კი, ბატონო, არანაირი პრობლემა არ მაქვს. რასაც ჰქვია თამამი სექსუალური როლები და სრული სიშიშვლე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვთანხმდები, დამიძახონ გოიმი.  ვინც არ უნდა იყოს რეჟისორი, ეს ჩემი პრინციპია – ალმადოვარის შემთხვევაშიც კი იგივეს ვიტყვი. ამით იმას კი არ ვამობობ – ვაიმე, რა კარგი გოგო ვარ, რა პატიოსანი და წესიერი, უბრალოდ, შინაგნად მაქვს ეს პრინციპი – ჩაცმულმა მინდა, მოვიხვეჭო ხალხის სიყვარული. და რაც უფრო მემატება ასაკი, კიდევ უფრო ვემხრობი ამას. საზოგადოებას აქვს ასეთი მიდგომა: მსახიობი რძალი და ცოლი არ უნდათ, რადგან ის აუცილებლად გაიხდის, რამდენიმეჯერ დაქორწინდება და ასე შემდეგ. ჩემი ოთხი ბიჭი ასეთ ხალხს ჩვეულებრივად გასცემს პასუხს, დედაჩემს არ გაუხდია, მაგრამ მსახიობიაო.
– როგორია შვილთან ერთად სცენაზე დგომა?
– ნიკუშას ყოველთვის ვეკითხები, ხომ არ გაკომპლექსებ? ჩემთვის ძალიან რთული იყო მამასთან ერთად სცენაზე დგომა. პირველად გიასთან ერთად თამაში ჩემს პირველ ფილმში მომიწია – პოლიციისა და მრუში ქალის შეხვედრა იყო. მასთან ერთად სცენაზე და გადასაღებ მოედანზე პასუხისმგებლობა უფრო მეტი მქონდა, ვიდრე რიდი და შიში. ცოტა ვკომპლექსდებოდი, ვნერვიულობდი და უხერხულობის განცდა მეუფლებოდა.  ნიკუშას ნაკლებად აქვს ეს კომპლექსი. მას უნდა, რომ  ვუყურო,  შენიშვნა მივცე და ასე შემდეგ, ალბათ იმიტომ, რომ ის ბიჭია. ჩვენ ინტეგრირებულ ბავშვთა თეატრის, „აზდაკის ბაღის“ მსახიობები ვართ. ეს არის შშმ ბავშვებით დაკომპლექტებული თეატრი. ამ ბავშვების ყველაფერი ბაჩო გაბრუაშვილია. თავიდან, როცა მან მიმიწვია, ვიფიქრე, რომ იქ ვერ  გავძლებდი, რადგან ემოციური ვარ და რაც მოხუცს, ბავშვს, ცხოველს, რაღაცას უსუსურს და უმწეოს ეხება, არ შემიძლია... ვიფიქრე აქ თუ ყოველდღე ვიტირე და ვინერვიულე, რაღა გამოვიდა-მეთქი. მერე აღმოვაჩინე, რომ ეს ბავშვები მეხმარებიან ცხოვრებაში. თქვენ არ იცით, რას აკეთებენ ისინი კულისებიდან და როგორ გამხნევენენ ცერა თითაღმართულები: „მაგარი ხარ, ნინო“... სახელმწიფოს ვთხოვ, რომ მიხედოს ამ ბავშვებს. მთაწმინდის ბაღში მისცეს მიწა, მაგრამ შენობა არ არსებობს. ცოტა-ცოტა ინვესტიცია რომ ჩადონ, თუნდაც მშენებელმა კომპანიებმა, ერთი პატარა თეატრი აუშენდებათ და ექნებათ სივრცე, სადაც ირეპეტიციებენ.
– მეოთხე ბავშვის დაბადება სასწაული იყო თქვენთვის. რატომ?
– აღარ უნდა გაჩენილიყო მეოთხე, არანაირ შემთხვევაში და სწორედ მაშინ, როცა მამა გარდაიცვალა, აღმოჩნდა, რომ  ექვსი თვის ფეხმძიმე ვიყავი. მამა წავიდა და მეორე გიორგი მოვიდა – ექვს მაისს დაიბადა. ყველაფერი რომ მოინდომო, ბუნებისა და უფლის წინააღმდეგ მაინც ვერ წახვალ. გასაჩენია, გაჩნდება, თუ შენ ძალით არ ჩაერიე. მე კიდევ ამას არასოდეს გავაკეთებდი. სრულიად „ჩაჩავა“ იდგა ფეხზე – ასეთი შემთხვევა შეიძლება, ათასში ერთი ყოფილიყო და ის ერთი მე ვარ.

скачать dle 11.3