კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 როგორ შეასვეს გურულებმა ედუარდ შევარდნაძეს ლობიოს სადღეგრძელო

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  როგორც ცნობილია, ედუარდ შევარდნაძე რუსეთიდან საქართველოში იმ პერიოდში დაბრუნდა, როდესაც ქვეყანაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. ხალხი განადგურების პირას იყო და შევარდნაძეს მისმა ჩამომყვანებმა მესიის როლი დააკისრეს.
  სამშობლოში ახალდაბრუნებული შევარდნაძე მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი იყო იოსელიანი-კიტოვანი-შევარდნაძის ტრიუმვირატიდან და პირველობამდე ჯერ კიდევ საკმაო გზა ჰქონდა გასავლელი. ამიტომ სამშობლოს გადასარჩენად დაბრუნებული ედუარდ ამბროსოვიჩი ინტენსიურად მოგზაურობდა საქართველოს რეგიონებში და მოსახლეობას ხვდებოდა, სადაც მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იყო. ასეთი შეხვედრების ბოლოს პატარა სუფრები იშლებოდა, სადაც შევარდნაძე ცოტა ხნით რჩებოდა, მისი დღეგრძელობის შემდეგ სამადლობელს იხდიდა და მიდიოდა.
ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა ლანჩხუთის რაიონში (შევარდნაძის მშობლიური რაიონი) გაიმართა. სუფრას რომ მიუსხდნენ, თამადამ თქვა:
– ჩვენს გადამრჩენელს გაუმარჯოსო!
შევარდნაძე ფეხზე წამოდგა, ჭიქით ხელში, რომ სამადლობელი ეთქვა. თამადამ შეაჩერა:
– თქვენი არა, ბატონო ედუარდ, ჩვენი გადამრჩენი ლობიოს სადღეგრძელოა, რადგან მან გადაგვარჩინა ამ მძიმე პერიოდში შიმშილით სიკვდილისგანო.
საქართველოს მომავალი პრეზიდენტი იძულებული გახდა, სამადლობელის ნაცვლად, ლობიოს სადღეგრძელო შეესვა.

скачать dle 11.3