კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 როგორ დათარეშობდნენ ცივსისხლიანი მძარცველი-მკვლელები

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მოქმედების ადგილი და მოქმედი პირების ვინაობები შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
მკვლელობები
  65 წლის პეტრე შიუკაშვილისა და 62 წლის ვენერა ვარადაშვილის ცხედრები ბედობა დღეს მათმა მეზობელმა, 45 წლის ელენე ციხელაშვილმა აღმოაჩინა. ქალის ჩვენებაში ვკითხულობთ: „დილის ათი საათი იყო, როდესაც ძია პეტრესა და დეიდა ვენერას მოსაკითხად და ბედობის მისალოცად გადავედი. დაძახილზე რომ არ გამოიხედეს, ეზოში შევედი. არც ძაღლი ჩანდა. ქოფაკი სახლში ეგდო მკვდარი. ძია პეტრე და დეიდა ვენერაც იქვე, პირველ სართულზე ეყარნენ მოკლულები. მე კივილით გამოვვარდი გარეთ და მეზობლები შევყარე...“
  ცოლ-ქმრის მკვლელობა ქართლის ერთ-ერთ სოფელში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე მესამე შემთხვევა იყო. წინა ორი მკვლელობის დროსაც, ხანში შესული ადამიანები იყვნენ დახოცილები. სამივე შემთხვევაში „მაკაროვის“ სისტემის ორი მაყუჩიანი პისტოლეტი იყო გამოყენებული. თან, აშკარა იყო, რომ ბოროტმოქმედები ცივსისხლიანად მოქმედებდნენ. ექვსივე მკვლელობისას ნასროლი იყო თავსა და გულში, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ პროფესიონალი მოქმედებდა. სამივე დანაშაულის შემთხვევაში სახლებიდან ფული და ძვირფასი ნივთები გაიტაცეს. აშკარა იყო, რომ ადგილი ჰქონდა წინასწარ კარგად მოფიქრებულ საქმეს. დანაშაულს საქართველოს გენერალური პროკურატურის განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი ვაჟა  ოძელაშვილი იძიებდა.
ვერსია
  აშკარა იყო, რომ სამივე დანაშაულის  შემთხვევაში მოკლულებმა თავად შეუშვეს ბოროტმოქმედები სახლში. ეს კი იმაზე მიუთითებდა, რომ ისინი კარგად იცნობდნენ თავიანთ მკვლელებს. გამომძიებლის ვერსიით, მკვლელები მოკლულების თანასოფლელები თუ არა, მათი რაიონიდან მაინც იყვნენ, თანაც ისეთი პიროვნებები, ვისზეც ეჭვს ვერავინ მიიტანდა. ნიშანდობლივი იყო ისიც და ეს ოძელაშვილის მიერ ჩატარებულმა საგამოძიებო ექსპერიმენტმაც დაამტკიცა, რომ ბოროტმოქმედები კარგად იცნობდნენ მიდამოს და სავარაუდოდ, სამართალდამცველების პატრულირების მარშრუტის საქმის კურსში იყვნენ. პროკურატურის გამომძიებელი არც იმას გამორიცხავდა, რომ ბოროტმოქმედები, შესაძლოა, თავად სამართალდამცველებიც კი ყოფილიყვნენ. ასეთ შემთხვევაში, მკვლელების ბანდის ალაგმვა სამმაგად რთული საქმე იქნებოდა და მათ გამოსააშკარავებლად არაორდინარული ნაბიჯის გადადგმა იყო საჭირო. ოძელაშვილს ისეთი ხრიკი უნდა მოეფიქრებინა, რომ მკვლელები მახეში გაება და მათთვის დანაშაული დაემტკიცებინა. აქედან გამომდინარე, ვაჟა ოძელაშვილს ადგილობრივი სამართალდამცავებისგან დამოუკიდებლად და რაც მთავარია, მათგან ფარულად უნდა ემოქმედა.
ჩაფლავებული ლიკვიდაცია
  მესამე ძარცვა-მკვლელობის მერე დამნაშავეები „ფსკერზე“ დაწვნენ და დანაშაული აღარ მომხდარა. სამართალდამცველებმა კი რაიონში პატრულირება გააძლიერეს  და დანაშაულის საერთო დონემაც საგრძნობლად იკლო. ბოლო დანაშაულიდან სამი კვირა იყო გასული, როდესაც გენერალურ პროკურატურაში ვაჟა ოძელაშვილს პოდპოლკოვნიკი პავლე ოკრიბაშვილი ესტუმრა. მაგიდაზე ანონიმური წერილი დაუდო და უთხრა: „აი, წაიკითხეთ, ბატონო ვაჟა... გთხოვთ, სისხლის სამართლის საქმე აღძრათ და ამის დამწერი იპოვოთ.“ ანონიმურ წერილში კუთხური ასოებით ეწერა:.„პავლე, ვიცი, რომ ექვსივე მკვლელობა შენ და შენმა კაციჭამიებმა ჩაიდინეთ. თუ 100 ათასს არ მომიტან, იცოდე, „ჩაგიშვებ“ და დაგხვრეტენ. ფულის მოსატან ადგილს დამატებით შეგატყობინებ“.
ოძელაშვილმა მხრები აიჩეჩა და ოკრიბაშვილს უთხრა:
– გაქვთ ვინმეზე ეჭვი?
– არა, ბატონო ვაჟა. თავიდან ვიფიქრე, ვიღაც მწარედ მეხუმრება-მეთქი, მაგრამ რომ დავფიქრდი, მივხვდი, ასე არ უნდა იყოს. ჩემი აზრით, პროვოკაციას აქვს ადგილი და ამიტომ მოგმართეთ, – თქვა პოდპოლკოვნიკმა.
– კარგი ქენი, რომ მოხვედი. მოდი, ასე ვქნათ: საქმეს აღვძრავ, პარალელურად კი, ძალიან ყურადღებითა და ფრთხილად იყავი. შენი თანამშრომლები სტარტზე გყავდეს. იქნებ ეს ხუმარა წერილის გადაცემის ადგილზე ავიყვანოთ. ვფიქრობ, რომ შანტაჟს აქვს ადგილი და თუ ეს ასეა, მეორე წერილსაც უნდა ველოდოთ.
  ოკრიბაშვილი წავიდა. ორი დღის შემდეგ კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა ოპერატიულმა ჯგუფის წევრებმა რაიონის ერთ-ერთ მაგისტრალზე ოკრიბაშვილის ოთხი ჩასაფრებული ხელქვეითი დააკავეს და გაკოჭეს. ათიოდე წუთის შემდეგ კი თეთრი ფერის „ჟიგულში“ მსხდომი სამი შეიარაღებული პიროვნება აიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი მკვლელობისთვის ძებნილი ილო ბატიაშვილი იყო. დანარჩენი ორი კი – იმავე რაიონის მკვიდრები, ძმები ოთარ და ემზარ კვალისმამისშვილები. ბატიაშვილისა და ემზარ კვალისმამიშვილს სწორედ ის მაყუჩიანი „მაკაროვები“ აღმოაჩნდათ, რომლითაც ექვსივე მკვლელობა იქნა ჩადენილი. მილიციელებმა თქვეს, რომ პოდპოლკოვნიკ ოკრიბაშვილის დავალებით მოქმედებდნენ, რომელმაც ხელქვეითები ჩასაფრებაზე გაგზავნა, რადგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ სასტიკი ბოროტმოქმედები დანაშაულის ჩასადენად მიდიოდნენ. ოთხივე მილიციელმა კი თქვა, რომ ოკრიბაშვილისგან მანქანაში მსხდომების ლიკვიდაცია ჰქონდათ ნაბრძანები. დაპატიმრებულმა ბატიაშვილმა და კვალისმამიშვილმა კი თქვეს, რომ მათ ოკრიბაშვილი მფარველობდა და ბატიაშვილს თავისთან მალავდა. „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტებიც მან მისცა და „ნაკოლით“ საქმეზე გაუშვა. აშკარა იყო, რომ პოდპოლკოვნიკი მოწმეების თავიდან მოშორებას გეგმავდა და ყველა მკვლელობას მათ აჰკიდებდა, რადგან სწორედ ლიკვიდირებულებს აღმოუჩენდნენ „სველ“ (მკვლელობაში გამოყენებულ) იარაღებს, სინამდვილეში კი, ექვსივე მკვლელობა ოკრიბაშვილისა და მისი მძღოლის, სერჟანტ ოთარ ხორგუაშვილის მიერ იყო ჩადენილი. პოდპოლკოვნიკი რომ აიყვანეს და ოძელაშვილთან მიიყვანეს, ოკრიბაშვილმა მას უთხრა:
  – ეჭვი მქონდა, რომ წერილი თქვენ გამომიგზავნეთ, რომ ჩემი ნერვები შეგემოწმებინათ და ამიტომაც მოგიტანეთ. თუმცა, ის ვეღარ ვიფიქრე, რომ ჩემი პროვოცირება მოახდინეთ და მითვალთვალებდითო.
  – სამართალმა პური ჭამა. დანარჩენს კი სასამართლო იტყვის, – მიუგო პოდპოლკოვნიკს გამომძიებელმა.
ოკრიბაშვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ შემდეგ ის გაუქმდა და მას სამუდამო პატიმრობა დაეკისრა.


скачать dle 11.3