კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№38 როგორი ინტერიერი შეგეფერებათ

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

უპასუხეთ ამ ტესტის შეკითხვებს და გაიგებთ, როგორი ინტერიერი მოგიხდებათ.
1.  როგორ დასვენებას ანიჭებთ უპირატესობას?
ა) ექსკურსიები, მხატვრული გამოფენები, მუზეუმები;
ბ) პიკნიკი  მეგობრებთან ერთად;
გ) მედიტაცია, იოგა...
დ) სადილი ოჯახურ გარემოში;
ე) ზღვა, პლაჟი და რუჯი.
2.  სად ისურვებდით ცხოვრებას?
ა) ქალაქგარეთ, დიდ საკუთარ სახლში;
ბ) ქალაქის ცენტრში,  პატარა ბინაში;
გ) პატარა სახლში, ტბის სანაპიროზე;
დ) სოფელში;
ე) მთაში. სრულ სიჩუმეში.
3. რომელ ავტომობილს აირჩევდით?
ა) ვეთაყვანები „პორშეს“;
ბ) ველოსიპედი მირჩევნია;
გ) ბიზნესკლასის რომელიმე ავტომობილს;
დ) რომელიმე მცირელიტრაჟიან მანქანას;
ე) კომფორტულ მოდელს.
4. რომელ სასმელს ანიჭებთ უპირატესობას?
ა) წითელ ღვინოს;
ბ) ახალგამოწურულ წვენს;
გ) მწვანე ჩაის;
დ) ვისკის;
ე) რძის კოქტეილს.
5) იდეალური ყავა არის...
ა) ესპრესო;
ბ) ლატე;
გ) ამერიკანო;
დ) კაპუჩინო;
ე) მოკაჩინო.
ნახეთ შედეგი:
არჩეული ვარიანტების უმეტესობა არის „ა“: თქვენი სტილი კლასიკაა. აფასებთ და უპირატესობას ანიჭებთ ტრადიციებს, კომფორტს, სიმყუდროვესა და ოჯახურ კერას. თქვენი საცხოვრებელი ბინის ინტერიერი აუცილებლად უნდა იყოს ელეგანტური და ლამაზი.
ვარიანტი „ბ“: თქვენი სტილი  სკანდინავიურია – სივრცის დაგეგმვისას ყველაზე მეტად მის უბრალოებას აფასებთ. ლამაზი ფაქტურა, ნატურალური მასალა, ხელნაკეთი ნივთები – აი, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი.
ვარიანტი „გ“: მინიმალიზმი – ეს სწორედ ის არის, რაც თქვენ გჭირდებათ. ინტერიერში გიყვართ აკურატულობა. უსარგებლო ნივთების ადგილი თქვენს სახლში არ არის. განსაკუთრებულ  ყურადღებას იჩენთ  აბაზანისა და საძინებლის მიმართ.
ვარიანტი „დ“: თქვენთვის იდეალური მყუდრო და რომანტიკული გარემოა. ბრჭყვიალა ნივთები თქვენი სტილი არ არის.  უპირატესობას ხის ნაკეთობებს ანიჭებთ. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამზარეულო.
ვარიანტი „ე“: თქვენი სახლის ინტერიერისთვის საუკეთესო ვერსია ეკლექტიკაა. სწორედ ეს სტილი აერთიანებს თანამედროვე და კლასიკურ ტრადიციებს ისე, რომ ადგილს უტოვებს ექსპერიმენტებსა და ფანტაზიებს. თქვენ გიყვართ არასტანდარტული გადაწყვეტილებები.

скачать dle 11.3