კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 რა წვლილი მიუძღვის ლავრენტი ბერიას თბილისისთვის თანამედროვე სახის მიცემაში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერიას ბოლომდე ჯერაც არ ჩამორეცხვია „ვამპირის“ მეტსახელი, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით მეტად გამოდის მზის სინათლეზე ის დოკუმენტები, რომელშიც „სტალინის მთავარი ჯალათი“ დადებითი კუთხითაა წარმოდგენილი... ისტორიკოსი დარია კუცეპოვა წერს: „რაც უნდა თქვან და დააბრალონ ლავრენტი ბერიას, ფაქტია, რომ „წითელი ვამპირი“, „სტალინის მთავარი ჯალათი“ საკმაოდ კრეატიული და თავმდაბალი ადამიანი ყოფილა, რომ აღარაფერი ვთქვათ მასზე, როგორც მეურნესა და მენეჯერზე... ალბათ, თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობის ადამიანებმა თუ იციან, რომ თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური მოედანი, ეგრეთ წოდებული, გმირთა მოედანი, სწორედ რომ, ლავრენტი ბერიას კრეატიულობის ნიმუშია, ხოლო ამ მოედნის მშვენება – თბილისის პირველი მრავალსართულიანი, კოშკურიანი შენობა, ეგრეთ წოდებული, თერთმეტსართულიანი, ძირითადად, ლავრენტი ბერიას კონცეპტუალური პროექტითაა აშენებული. თუმცა, ამ შენობის ერთადერთ ავტორად ოფიციალურად ცნობილი საბჭოთა არქიტექტორი, მიხეილ კალაშნიკოვია დასახელებული...
  ლავრენტი ბერიას გამო 8 წლით რეპრესირებული მისი ერთ-ერთი თანაშემწე, ტიტე შონია იგონებდა: „ლავრენტი პავლოვიჩ ბერიაზე რაც სიბინძურე დაიწერა და ითქვა 1953 წლის ივლისიდან, იმდენი, ალბათ, არავისზე არასდროს უთქვამთ და დაუწერიათ. მთავარი კი ისაა, რომ ეს ყველაფერი ტყუილია. მეც მხოლოდ იმიტომ გამომამწყვდიეს ციხეში რვა წლით, რომ ბერიაზე არ დავწერე, ქალებს აუპატიურებდა და ადამიანებს თავის კაბინეტში აწამებდაო. მე მასთან სრული 20 წელი – 1933 წლიდან 1953 წლამდე – ვიმუშავე და მსგავსი არაფერი მინახავს. არა და, მას თითქმის ყოველდღე ვხედავდი. ქალების დრო კი არა და, თავის მოსაფხანადაც არ ეცალა. სულ საქმეში იყო. აქეთ-იქით მოგზაურობდა. ფეხითაც ბევრს დადიოდა. არც თავს ზოგავდა და არც ჩვენ. თუმცა ძალიან სამართლიანი კაცი იყო და ტყუილად არავის დაჩაგრავდა. უვიცებსა და გულგრილებს ვერ იტანდა და მათ ახლოსაც არ იკარებდა. თბილისი თანამედროვე ქალაქს სწორედ ლავრენტი პავლოვიჩმა დაამსგავსა (საუბარი ჩაწერილია 1971 წელს). სხვათა შორის, გმირთა მოედანზე ასბინიანი, თერთმეტსართულიანი შენობის მთავარი ავტორი ლავრენტი პავლოვიჩი იყო, თუმცა ერთადერთ ავტორად მიხეილ კალაშნიკოვი მოიხსენიება. როდესაც გმირთა მოედნის მშენებლობას გეგმავდნენ, მეც აქტიურად ვიყავი ამ საქმეში ჩართული. პროფესიით მშენებელ-არქიტექტორი ვარ და ლავრენტი ბერიამ ამიტომ მიმიწვია. ღამეებს ვასწორებდით პროექტირებაში. კარგად მახსოვს ყველაფერი და სწორედ ბერია იყო ყველაფრის სული და გული. კალაშნიკოვიც მან მიიწვია და ყველაფერი რომ მზად იყო, უთხრა:
– ამ შენობას თქვენი სახელი დაერქმევა და არსად მახსენოთ. გასაგებია?
– გასაგებია, ლავრენტი პავლოვიჩ, – მიუგო კალაშნიკოვმა, რომელსაც ვერ გაერკვია, რატომ გააკეთა ეს ბერიამ.
და კიდევ ერთი,  იმ პერიოდში ყველა დიდი პროექტი მოსკოვში უნდა დამტკიცებულიყო. ბერია პირადად სტალინს ეახლა. ეს პროექტი დაამტკიცებინა და ბიუჯეტიც ჩამოიტანა. ხოლო 1939 წელს, მშენებლობა რომ დასრულდა და მასში გამოჩენილი ადამიანები შეასახლეს, ბერია უკვე მოსკოვში მუშაობდა, „ენკავედეს“ უფროსი იყო და მეც თან ვახლდი. გმირთა მოედნის კომპლექსის ბოლო შენობა ცირკი იყო, რომელიც 1940 წელს გახსნეს. ბერიამ ვერ შეძლო ჩამოსვლა და მე გამომგზავნა. ხოლო მოსკოვში რომ დავბრუნდი, მას სურათები ჩავუტანე. ბერიამ ისინი დიდი გულისყურით დაათვალიერა და თვალები სიამაყის ცრემლებით აევსო...“
 ბერიას ბიოგრაფიის საგულისხმო დეტალია ის, რომ ამ ადამიანს არ უყვარდა, თანამედროვე ტერმინი რომ გამოვიყენოთ, საკუთარი თავის გაპიარება. ეს, ალბათ იმის გამო, რომ პოსტებიდან და პროექტების კურატორობიდან გამომდინარე, გასაიდუმლოებული პიროვნება იყო და საკუთარ მიღწევებზე საჯაროდ ვერ ილაპარაკებდა. მეორე ფაქტორი კი ბერიას თავმდაბლობა იყო. ამ ადამიანს არ უყვარდა წინა პლანზე დგომა. ამის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ისიც დავასახელოთ, რომ მას უამრავი მოშურნე ჰყავდა და შეეძლოთ, მისთვის ევნოთ. ყოველთვის საქმით იყო დაკავებული და არა ლაყბობით. ხოლო ბერიასთვის მიწერილი ინტრიგნობა, ასევე, მისი მტრების მიერაა გამოგონილი და ბერია ყოველთვის საქმით ჯობნიდა მტრებსა და მოშურნეებს და არა ინტრიგნობით... როი მედვედევი წერს: „ბერია ინტრიგანი კი არა, საოცრად ჭკვიანი ადამიანი იყო და სტალინმაც სწორედ ამიტომ გამოარჩია ის სხვებისგან. სხვაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ სტალინს ვერავინ აუბნევდა გონებას, ინტრიგნობით საქმიან კაცად ვერ მოაჩვენებდა თავს და მათ შორის, ვერც ბერია...“
შეჯამებისას, რეზიუმეს სახით მინდა ვთქვა, რომ ლავრენტი ბერია სტალინური სახელმწიფოს ყველაზე გამორჩეული, სახელმწიფოსთვის სასარგებლო ფუნქციონერი იყო თავად სტალინის შემდეგ და მისი ღვაწლი ახალი რუსული იმპერიის (საბჭოთა კავშირის) მშენებლობაში განუზომელია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩერჩილის ციტატა სტალინზე – ჩაიბარა სახნისიანი რუსეთი და დატოვა თერმობირთვულიო, თანაბრად შეუძლია გაინაწილოს ლავრენტი ბერიამაც, რამეთუ, რომ არა ბერია, საბჭოეთი იმდენ ხანსაც ვერ გაძლებდა, რამდენიც გაძლო.“

скачать dle 11.3