კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 ექიმის რჩევები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

კითხვა: მაქვს ჩიყვი და ეს ბოლო პერიოდი დამეწყო გულის აჩქარება, შეიძლება თუ არა ეს ჩიყვს გამოეწვია? ზოგადად, რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი: ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები ნამდვილად არის არითმიის ერთერთი მიზეზი, მით უმეტეს, თუ არ იტარებთ მკურნალობას და/ან არ გადიხართ პერიოდულ კონტროლს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების შესაფასებლად. თუმცა, არითმია სხვა მიზეზებმაც შეიძლება გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, თქვენ საჭიროებთ როგორც ენდოკრინოლოგის, ისე კარდიოლოგის კონსულტაციას.
კითხვა: ხელზე მიჩნდება გამონაყარი, რომელიც სკდება და მექერცლება, მაქვს საშინელი ქავილი. შემიძლია თუ არა, დავიმუშავო თეთრი კასტელანით ლაქტაციის პერიოდში?  
პასუხი: სავარაუდოდ, დისჰიდროზული ეგზემა გაქვთ, ეს არის ეგზემის სახესხვაობა, რაც საოფლე ჯირკვლების მუშაობის დარღვევის შედეგია; დიაგნოზის დაზუსტებისა და მკურნალობის დასანიშნად აუცილებელია ექიმ-დერმატოლოგთან ვიზიტი.
კითხვა: ჩემს მეუღლეს, როცა წევს წელი სტკივა და რომ ადგება, აღარ აწუხებს. რისი ბრალი შეიძლება, იყოს?
პასუხი: ღამით აღმოცენებული წელის ტკივილი შეიძლება, მოუხერხებელი საწოლის ბრალი იყოს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ წელის ტკივილი, რომელიც ღამით, დაწოლისას იჩენს თავს და მოძრაობისას ქრება, წელის  კუნთების რიგიდულობასაც ახასიათებს. ასეთ დროს მტკივნეული შეგრძნებები ადგომიდან დაახლოებით 5-10 წუთში გაივლის. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია მოხერხებული საწოლი. ცნობისთვის გეტყვით, რომ არსებობს სპეციალური ორთოპედიული ლეიბები.
კითხვა: უკვე 10 თვეა, რაც გლანდების ოპერაცია გავიკეთე. მსუქანი არც მანამდე ვყოფილვარ –  53 კილოგრამს ვიწონიდი, მაგრამ ოპერაციის შემდეგ კიდევ უფრო გავხდი. ადვილადაც ვიღლები. ახლახან სისხლის ანალიზი ავიღე და მითხრეს, ლეიკოციტებია დაბალი, მეტი არაფერიო. იქნებ, მირჩიოთ რამე.
პასუხი: თუ ბალანსირებული კვების მიუხედავად, წონაში იკლებთ, მაშინ გამოკვლევების ჩატარებაა საჭირო, რათა დადგინდეს, ხომ არ არის სიგამხდრის მიზეზი რაიმე პათოლოგია (თირეოტოქსიკოზი, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, დისბაქტერიოზი, ჭიებით ინვაზია და ასე შემდეგ). ამისათვის საჭიროა ზოგადი სამედიცინო გამოკვლევა თერაპევტის მეთვალყურეობით და კონკრეტული მიზეზის დადგენის შემთხვევაში, ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა. თუ არანაირი პათოლოგია არ გამოვლინდა, მაშინ უნდა იკვებოთ ხშირ-ხშირად და გაზარდოთ საკვების კალორიულობა – რაციონში შეიტანოთ ცილებითა და ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტები.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3