კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: უკვე ხანშიშესული ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, დღემდე მოუნათლავი დავრჩი. მიზეზს ვერც კი ავხსნი. სანამ ახალგაზრდა ვიყავი, ამას არ განვიცდიდი, ახლა კი ყველაფერი ერთად მაწუხებს, თან მეუხერხულება ჩემს ასაკში მონათვლა. რაიმე დაბრკოლება ხომ არ არსებობს, ახლა რომ მოვინათლო?
პასუხი: თუ მხოლოდ თქვენი ასაკის გამო გრცხვენიათ მონათვლა – ეს სრულიად უადგილოა. არანაირი დაბრკოლება არ გაქვთ, პირიქით, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა მოინათლოთ და გათავისუფლდეთ ამ განცდებისგან. ცნობილია, რომ ბევრი წმიდანი ხანდაზმულობის ასაკშია მონათლული, ხოლო თვით ქრისტიანობის დიდი ბურჯი – წმიდა კონსტანტინე სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოინათლა.
კითხვა: მოძღვარი არ მყავს, მაგრამ ძალიან მინდა აღსარების თქმა. შეიძლება, ამისთვის ნებისმიერ მღვდელს მივმართო, თუ აუცილებლად მოძღვარი უნდა მყავდეს?
პასუხი: ნებისმიერ მოძღვარს აქვს მიცემული სამღვდელო მსახურების მადლი, მაგრამ თავის მოძღვრად ადამიანი ირჩევს იმ მღვდელს, რომელსაც ნდობას გამოუცხადებს და მისგან სულის მხსნელ რჩევა-დარიგებებს მიიღებს. ასეთი კი არ შეიძლება, თქვენთვის ნებისმიერი მღვდელი იყოს. რასაკვირველია, აღსარებაზე არცერთი მღვდელი არ გეტყვით უარს, მაგრამ მომავლისთვის იზრუნეთ, რომ გყავდეთ თქვენი მოძღვარი, რომელიც საჭირო რჩევა-დარიგებებს მოგცემთ და დაგეხმარებათ, იაროთ ჭეშმარიტების გზაზე.
კითხვა: მაინტერესებს, როდესაც მეუღლეები ოფიციალურად არიან განქორწინებული, ეკლესიურად რამე წინააღმდეგობა ხომ არ არსებობს, თუ მამაკაცი მეორე ცოლს შეირთავს?
პასუხი: ზოგადად, როდესაც მეუღლეები ვეღარ ახერხებენ ერთად ცხოვრებას და ოფიციალურად განქორწინდებიან, მეორედ დაქორწინება შესაძლებელია, რომ ადამიანმა მრუშობისგან დაიცვას თავი. თუმცა აქ გასათვალისწინებელია, რა ურთიერთობა აქვთ ყოფილ მეუღლეებს, ჰყავთ თუ არა შვილები, როგორი რეაქცია აქვთ შვილებს ამ ყველაფერზე, არიან თუ არა ყოფილი მეუღლეები ჯვარდაწერილები და ასე შემდეგ. ყოველივე ამის გამო, მიბრძანდით მოძღვართან, დაელაპარაკეთ თქვენს კონკრეტულ შემთხვევაზე და ყველა ნიუანსის გათვალისწინებით ის მოგცემთ რჩევას, თუ როგორ უნდა მოიქცეთ.
კითხვა: გარდაცვალებიდან მერამდენე დღეს უნდა დაიკრძალოს მიცვალებული ქრისტიანული ტრადიციით?
პასუხი: წესისამებრ, ქრისტიანები გარდაცვალებიდან მესამე დღეს იკრძალებოდნენ. მიცვალებულის დიდი ხნით გაჩერება და გლოვა საერო ტრადიციაა, რაც ბევრ უხერხულობას ქმნის, ყველაფერთან ერთად ამ დროს ჭირისუფალი სულიერი და ფიზიკური ძალებისგან იფიტება. მთავარი კი მიცვალებულის სულისთვის ზრუნვაა და მისი დაკრძალვის გადადებით, ამას აფერხებთ. დაიცავით ზომიერება ყველაფერში და უფალი შეგეწევათ.
კითხვა: როგორ მოვუაროთ დაზიანებულ ხატებს?
პასუხი: დაზიანებული ხატები უნდა დაიწვას ან სუფთა ადგილზე დაიმარხოს. თუმცა, შესაძლებელია მათი რესტავრირებაც.
скачать dle 11.3