კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 სულისთვის სასარგებლო

  მოწყალება უნდა გამოვლინდეს როგორც გაჭირვებულის მატერიალურ დახმარებაში, ისე მორალურ მხარდაჭერაში, ლოცვაში. საშინელ სამსჯავროზე მხოლოდ მათ კი არ შეიწყალებენ, ვინც დააურწყებს, დააპურებს და შემოსავს გასაჭირში მყოფებს, არამედ იმათაც, ვინც ავადმყოფებს ან პატიმრებს მოინახულებს და კეთილი სიტყვით ანუგეშებს მათ. მოწყალების ასეთი ფორმა ყველას შეუძლია.
  ვისაც უფალმა ჯანმრთელობა უბოძა, მას ადვილად შეუძლია ღვთის ამ ნიჭის (ტალანტის) გამრავლება მოწყალების ნიჭებით: ან სნეული მოინახულოს, ან შენობა დაუსუფთაოს, ან მის ბოსტანში იმუშაოს, ან წყალი მიუტანოს, ან შეშა დაუჭრას, როგორც ამას წმიდა იოასაფ ბელგოროდელი აკეთებდა. ის არა მხოლოდ მთელ თავის შემოსავალს ღარიბებს ახმარდა, არამედ თავისი ხელით ჭრიდა შეშას, რომელსაც ქვრივებისა და ობლებისთვის ყიდულობდა... ის კი ეპისკოპოსი იყო!
  მოწყალებაში წარმატებული მართალი, დოქტორი გააზი წერს: „ნუ შეგაცბუნებთ საერო ცხოვრების ცრუ დაპირებები და ამაო წესები. დაე, მხოლოდ მოყვასის მადლისმიერი მოთხოვნა წარმართავდეს თქვენს გზას. თუ დასახმარებლად საკუთარი სახსრები არ გაქვთ, მოკრძალებით, მაგრამ დაჟინებით სთხოვეთ მათ, ვისაც ამის საშუალება აქვს. ნურც შესაძლო დამცირება შეგაშინებთ და ნურც უარი... სიკეთის ქმნა იჩქარეთ. შეძელით მიტევება, გსურდეთ შერიგება, ბოროტება სიკეთით სძლიეთ.
  ნუ შეგრცხვებათ მცირე დახმარებისა, რომლის გაკეთებაც ამა თუ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ. დაე, გამოიხატოს ის ჭიქა წყლის მიწოდებით, მეგობრული მისალმებით, ნუგეშისა და თანაგრძნობის სიტყვებით – ესეც კარგია. ეცადეთ, დაცემული წამოაყენოთ, გაბოროტებული მოარბილოთ, ზნეობრივად დარღვეული გამოასწოროთ“.
ყველას უნდა ახსოვდეს, რომ მოყვასისთვის სიკეთის ქმნისთვის უფალი თავად მას არ მიატოვებს.
ჭეშმარიტი სასოება ღმერთზე ისაა, როდესაც უკიდურესად მძიმე პირობებში ვიმყოფებით, დიდ შეჭირვებაში, გასაჭირსა და სნეულებაში ვართ, მაგრამ სულით არ ვეცემით და ჩვენი მოთმინებით ყველა უსიამოვნებას ვამარცხებთ.
  უფალს ორი ამოუწურავი წყარო აქვს: ერთი – სურსათ-სანოვაგისა და ყველა სხვა, ცხოვრებისთვის აუცილებელი პროდუქტებისა; მეორე – მოწყალებისა და სულიერი ნიჭებისა. ამ ორი წყაროდან უფალი გვიგზავნის იმას, ვისთვისაც რა იქნება სასარგებლო სულისთვის და ვისაც რამდენის დატევა ძალუძს.
  ვინც ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულის სიტკბოება შეიგრძნო, მას საკუთარი თავის მოწყალებისთვის იძულება არ სჭირდება. ის შედეგივით გამომდინარეობს მიზეზიდან – სიყვარულიდან. რაც უფრო სრულყოფილია სიყვარული, მით უფრო სრული და სრულყოფილია მოწყალება.
სქემიღუმენი საბა
скачать dle 11.3