კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 რატომ უნდა შეხედოს ადამიანმა საკუთარ ფიქრებს მუდმივად ეჭვის თვალით და რატომ გახდა დღეს ბევრისთვის ოჯახი მწუხარების წყარო

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  თანამედროვე ადამიანები ყველაზე ხშირად სწორედ მწუხარების ცოდვაში არიან. საიდან იღებს სათავეს მწუხარება, ვინ ან რა შეიძლება, გახდეს მისი გამომწვევი მიზეზი, ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– თუ გვეცოდინება მწუხარება საიდან მოდის, მერე მივხვდებით, რა უნდა გვიხაროდეს და რა არის სიხარული. მხოლოდ სიხარულზე ფიქრი არ იქნება კარგი. დღეს ადამიანის ცხოვრებაში იმდენი მწუხარება არსებობს, რომ რთულია, რომელიმე მათგანზე ცალკე ვისაუბროთ. თუმცა, ეკლესიური სწავლებით, არსებობს მწუხარების სამი წყარო. პირველი წყარო მოდის დაცემული სულიდან, რომელიც ერთ დროს ნათლის ანგელოზი იყო, ანუ სატანა. ღმერთი არის სიხარული, სიყვარული. და ნაყოფი სულისა რა არის? რა და სიხარული, სიყვარული და ასე შემდეგ. ბუნებრივია ის არსება, რომელიც ოდესღაც უფალთან ჰარმონიულ მდგომარეობაში იყო, ნებსით თუ უნებლიეთ დაშორდა და გახდა წყარო მწუხარებისა. მან იხილა რა სამოთხეში ადამისა და ევას ჰარმონიული მდგომარეობა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მათ სიხარული დაეკარგათ, რასაც მათ უფალთან ურთიერთობა ანიჭებდათ. როგორც კი გარკვეულ მწუხარებაში ჩავვარდებით, ვიფიქროთ: ეს ეშმაკისგან ხომ არ არის. ანტონი დიდი ხედავს, რომ მონასტრის კარს ვიღაც ამტვრევს. გახედავს: დიდი შავი არსებაა. ვინა ხარო? ეშმაკიო. რატომ მოხვედიო? შენი ბერები ცუდად მიხსენიებენო. იმიტომ გიხსენიებენ ცუდად, რომ აწვალებ მათ. მე არ ვაწვალებ, ისინი თავად იწვალებენ საკუთარ თავს, მე უძლური ვარო. ასეაა, როცა ადამიანი აღსარებას აბარებს, ამბობს: ეშმაკმა მაცდუნა, ამ ადამიანმა მაცდუნაო და ასე შემდეგ. ადამიანის დაცემის მიზეზი ის იყო, რომ მასზე ბოროტმა სულმა იმოქმედა. როცა ადამიანი მიხვდება, რომ წყარო მწუხარებისა არის ეშმაკი, უნდა მიხვდეს, რომ თუ ადამიანი თავად არ გაუღებს კარს, ეშმაკს მასზე არანაირი უფლება არ აქვს. ის ცდილობს, ჩვენში მწუხარება შემოიტანოს. მაგრამ თუ ჩვენ გვეცოდინება, ამას რა ხერხებით აკეთებს, მაშინ შევერკინებით. ძველ აღთქმაში წერია: დაემორჩილეთ უფალს, წინ აღუდექით ეშმკს და ის თქვენგან გაიქცევაო.  ეშმაკს შეუძლია, ჩვენში ფიქრები და აზრები შემოიტანოს. დღეს თანამედროვე ადამიანებს უძნელდებათ ფიქრი და აზროვნება. არადა, ადამიანის გონებას აქვს იმის საშუალება, გაარკვიოს ვისგან არის ეს  აზრები და ფიქრები, კარგია თუ ცუდი ისინი.  
– ადამიანი როგორ უნდა მიხვდეს, ვისგან ან რისგან არის მწუხარება?
– ადამიანი როგორც ცხოვრობს, მას ისეთი ფიქრები შემოსდის. როცა ადამიანი მოღვაწეა, მას ეშმაკი ეუბნება: შენ განსაკუთრებული ხარ, შენ უკვე სძლიე ბოროტებას, შენ უკვე სამოთხეში ხარ. თუ ადამიანი ხშირად სვამს ან ამორალური ცხოვრებით ცხოვრობს, მას შესაბამისი ფიქრები აქვს... ჩვენს ცხოვრებას გადავავლოთ თვალი და როგორც ვცხოვრობთ, ეშმაკიც ისეთ ფიქრებს გამოგვიგზავნის. ბევრი რომ არ ვიფიქროთ, არ გადავიღალოთ, ყველა ფიქრს ეჭვის თვალით შევხედოთ. ეს ფიქრები შეგვიძლია, მოძღვართან ან გამოცდილ ადამიანთან ერთად განვიხილოთ.
– ეშმაკის გარდა, რა ან ვინ შეიძლება, გახდეს წყარო მწუხარებისა?
– მწუხარების წყარო შეიძლება იყოს საზოგადოება, ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამშრომლები და ასე შემდეგ. ადამიანი მიხვდა, რომ მწუხარების ერთი წყარო ეშმაკია, მაგრამ მერე მიდის სამსახურში და თანამშრომელი ისეთ რამეს ეუბნება, გულს უხეთქავს. უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენი ახლობელი, რომელიც როგორც თავად ამბობს, სიმართლის მთქმელია, არ არის ასეთი, რადგან ადამიანები საკუთარ თავსაც კი არ ეუბნებიან სიმართლეს. გვახსოვდეს: როცა სიყვარული მთავრდება, მერე მოდის სიმართლე. სიყვარული არ გააჩნიათ და სიმართლის ნიღბით ამბობენ ისეთ რამეს, რომ ადამიანს გული გაუხეთქონ. მერე დადიხარ დამწუხრებული მთელი კვირის განმავლობაში. ძალიან ბევრი ადამიანი, ოჯახის წევრიც კი შეიძლება გახდეს შენი მწუხარების მიზეზი. როცა გაუსაძლისია ორი ადამიანის ერთად ცხოვრება, ჯობია, ისინი ერთად აღარ იყვნენ, რადგან თავისი მწუხარებით ბავშვებსაც მწუხარებაში ამყოფებენ. ერთხელ იბადები ამქვეყანაზე და როგორ შეიძლება, მთელი ცხოვრება დამწუხრებული დარჩე და შემდეგ შენი მწუხარება შენს შვილებს გადასცე. ოჯახი ხომ მცირე ეკლესიაა და იქ ბედნიერება უნდა იყოს. ბევრი ადამიანისთვის დღეს ოჯახი მწუხარების წყაროა. შეიძლება და იყოს, ძმა, მშობელი, შვილიც... ჯობია, იმ დაქალსაც და მეგობარსაც დავშორდეთ, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრება მწუხარება გვაქვს. ვეცადოთ, მივხვდეთ იმასაც, მწუხარების მიზეზი მე ხომ არ ვარ, იქნებ ეს ყველაფერი ჩემგან მოდის? საკუთარი თავიც ხშირად უნდა შევიმოწმოთ ხოლმე.
– უმადურობაც შეიძლება, მწუხარების მიზეზი იყოს?
– რა თქა უნდა. ბედნიერება რა არის? – ის, რაც გაქვს. მაგრამ ადამიანის გული ხარბია და გაუმაძღარი. როცა ადამიანი ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს, მან კარგად უნდა შეისწავლოს მადლიერება, მწუხარება, სიხარული და შემდეგ ადვილად მიხვდება, რომ ძალიან ბევრი მიზეზი აქვს სიხარულის, მადლიერების... ეშმაკი ხშირად აგდებს ადამიანს მწუხარებაში, ცოლის ან ქმრის პირით ეუბნება: ნახე, იმას შენზე კარგი სახლი აქვს, იმან როგორ უნდა გაჯობოს? იმის შვილი უცხოეთში სწავლობს და ჩვენი – არაო... ამას მოჰყვება ძალიან ბევრი დავიდარაბა. დღეს სოციალურ ქსელს რომ გადავხედავთ, ადამიანები ვითომ ბედნიერ ფოტოებს რომ დებენ... ნადვილ ბედნიერებას არ სჭირდება აფიშირება, განსაკუთრებით კი სოციალურ ქსელში. რაღაც ინტიმური ხომ უნდა დავიტოვოთ ჩვენთვის. სახლში დავპატიჟოთ ჩვენი მეგობრები და ნახონ, როგორი სახლი გვაქვს, როგორ ვუყვარვარ ჩემს მეუღლეს. რატომ არის საჭირო სოციალურ ქსელში ამ ყველაფრის აფიშირება. ოჯახი შეიქმნება და მაშინვე იწყებენ ფოტოების დადებას, გავა წლები და აღარ არის ის ფოტოები. როცა ჩხუბობენ, რატომ იმ ფოტოებს არ დებენ? აჩვენონ საზოგადოებას, როგორ აბრაზებს ქმარი ცოლს ან ცოლი – ქმარს. არ შეიძლება, ყველაფერი ყოველთვის კარგად იყოს. მწუხარების მესამე წყარო თავად ადამიანია. თავისთვის ზის, დაბოღმილია, რადგან მეზობელს კარგი მანქანა ჰყავს, უკეთესი ცოლი ჰყავს. არავის არაფერს უშავებს, თავისთვის არის, მაგრამ იმავდროულად, საკუთარ თავს აზიანებს. ეს სამი წყაროა მწუხარებისა, რომელიც ადამიანებში ხშირად აღძრავს ამ გრძნობებს. ზოგს ჰგონია, რომ აქ უნდა იყოს მწუხარებაში, რომ იმქვეყნად გაიხაროს, ზოგს კი – პირიქით, აქ უნდა გაიხაროს, რადგან მერე რა იქნება, არ ვიციო. აქაც და იქაც რომ გავიხაროთ, უნდა ვიცოდეთ, საიდან მოდის მწუხარება და უნდა გადავკეტოთ  ეს გზები და გავიხარებთ.

скачать dle 11.3