კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 როგორ გრძელდება ცოლ-ქმრის ცხოვრება ღალატის შემდეგ

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  ადამიანებს, ანუ ჩვენ, გვიჭირს იმის აღიარება, რომ  ბევრი არაფერი ვიცით ურთიერთობებზე და მის მართვაზე. ხშირად  საერთოდ ვერ ვხვდებით, როგორ  უნდა ავაგოთ ეს ურთიერთობა. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, იყო იდეალური ცოლი ან იდეალური ქმარი, მაგრამ თქვენს პარტნიორს მაინც ჰქონდეს ღალატის მოთხოვნილება.  მაგალითად,  ეს დასჭირდეს საკუთარი სექსუალური მიმზიდველობის დასადასტურებლად. როდესაც ღალატის ფაქტი აშკარა ხდება, ადამიანს წამიერად ენგრევა ცხოვრებისეული სამი ძირითადი სფერო:
  პირველი – „მე მეგონა, რომ შესანიშნავი ოჯახი გვაქვს, ვენდობოდით ერთმანეთს. მე სხვანაირად ვუყურებდი სამყაროს. აღმოჩნდა, რომ ხალხი მიყურებდა, როგორც ცოლს, რომელსაც ქმარი ღალატობს“.
  მეორე – ინგრევა წარმოდგენა საკუთარ თავზე. „მე ვიყავი წარმატებული გათხოვილი ქალი, აღმოჩნდა, რომ სულელი ვარ, რომელსაც ღალატობენ“.
  მესამე – „მე მეგონა, რომ ჩვენ მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებოდით. ახლა კი ვხვდები, ჩვენი შვილები გაიზრდებიან  და მე მარტო დავრჩები“.
  სწორედ ამიტომ პატიობენ ქალები ყველაზე ხშირად ღალატს: სირცხვილი – რას იტყვის საზოგადოება და მარტო   დარჩენის შიში. შედარებით ადვილად გადააქვთ ღალატი ადამიანებს, რომლებსაც მყარი ცხოვრებისეული პრინციპები აქვთ და ცხოვრებაში საკუთარი ადგილი უკავიათ.
  მანჩო (41 წლის): არავინ დავობს, რომ ღალატი საშინელებაა, სრული კატასტროფა და მთელი სამყაროს ამოტრიალებაა. ყველაფერი თავდაყირა დგება და შენ თვალწინ ინგრევა ის, რაც წლების განმავლობაში გიშენებია. მე არ მეგულება ქალი, რომელსაც ღალატის არ ეშინია. მე არ ვარ ფსიქოლოგი და ზუსტ სახელს ვერ მოვუძებნი იმ ემოციებს, რასაც ღალატი იწვევს. ვისაც გამოუცდია, ის გამიგებს. გტკივა, გრცხვენია, საკუთარი თავის მიმართაც პრეტენზია გაქვს, ყმუილი გინდა და თან იმალები, რომ არავინ გაიგოს შენი ამბავი.  ამ დროს გიჩნდება ილუზია, რომ  შენი პარტნიორი წავა..
– რატომ ილუზია?
– იმიტომ რომ კაცს, რომელიც ღალატში ამხილეს, თითქმის არასდროს უნდა ცოლისგან წასვლა. მას უნდა ყველაფერი ისე დატოვოს, როგორც არის. კიდევ არის ერთი ცუდი ფაქტორი – როდესაც ღალატის აღმოჩენის შემდეგ ქალი მხარდაჭერისთვის მეგობრებთან მიდის, მას ხშირად თავადვე ადანაშაულებენ.  მყარია სტერეოტიპი – „თუ ერთი ღალატობს, მიზეზი მეორეშია“. ამ დროს სრულიად შესაძლებელია, ღალატი კონკრეტული სიტუაციით იყოს გამოწვეული.
– რას გულისხმობთ?
– სიტუაციური ღალატის არსებობას ვემხრობი.  შესაძელებელია, მამაკაცს წინასწარ განსაზღვრული არ ჰქონდეს ღალატი. ანუ,  არ დაგეგმოს, ამის განზრახვა არ ჰქონდეს, მაგრამ მაინც გიღალატოთ.  სიტუაცია შეექმნას და ეს გახდეს მაპროვოცირებელი ფაქტორი. ღალატის შემდეგ, იცით, კიდევ რას მივხვდი?  – რაც  უფრო მეტად ხართ დამოკიდებული მოღალატეზე, მით უფრო მეტად გაგიჭირდებათ ღალატის გადატანა; და მით უფრო სწრაფად გააკეთებთ იმას, რაც არ უნდა გააკეთოთ ღალატის დროს – ჩაებღაუჭოთ პარტნიორს.
– მატერიალურ დამოკიდებულებას გულისხმობთ?
– არა მხოლოდ. ემოციურსაც. თუმცა, მატერიალურიც ძალიან მნიშვნელოვანია. ემოციური დამოკიდებულება შინაგანად განადგურებს –  გგონია, თუ წავა, დილა აღარ გათენდება. ვერაფერს შეძლებ, ვერაფერს მოაბამ თავს.  ოჯახის ფსიქოლოგები გვირჩევენ: დაბრუნდით საკუთარ თავთან, დაშორდით პარტნიორს, რაც  თითქმის შეუძლებელია. ძლიერი უნდა იყო, რომ ეს გააკეთო.  მე ყველას ვურჩევ:  თუ გაგაჩნიათ რაიმე ძალა, გადადგით ნაბიჯი, შეტრიალდით საკუთარი თავისკენ და დაიწყეთ საკუთარი თავის გაძლიერება. ეს არ გულისხმობს მხოლოდ თავის მოვლას, თუმცა ესეც აუცილებელია. საუბარია იმაზე, რომ უნდა გააძლიეროთ საკუთარი რესურსი, წინ წამოსწიოთ თქვენი ცხოვრებისეული ინტერესები, რაც გაქვთ და რასაც შემდეგ წარმოადგენთ. როცა ამას მივხვდი, ისიც ნათელი გახდა, რატომ მიღალატა ქმარმა. მას ნაკლებად ვაინტერესებდი. უფრო საინტერესო ქალისკენ გადადგა ნაბიჯი. მართალია, ეს არ იყო გრძნობა, მაგრამ გასაფუჭებელი გააფუჭა.
  საკუთარი თავის გაძლიერება, ალბათ, ერთადერთია,  რამაც შეიძლება, სასიყვარულო ტრავმის მდგომარეობიდან გამოგიყვანოთ. რაც შეეხება ღალატის პატიებას, ესეც შესაძლებელია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს პატიება პატიებისთვის. უნდა იფიქროთ იმაზეც, რომ საკუთარი თავის, ეგოს და საკუთარი „მეს“ გაძლიერება არ იძლევა პარტნიორის დაბრუნების გარანტიას. ეს ამისთვის არ კეთდება, არამედ კეთდება იმისთვის, რომ ცხოვრება სრულფასოვანი გახდეს. აღარ იგლოვო, აღარ იფიქრო საკუთარ არარაობაზე. მერე ნელ-ნელა, თავისით დალაგდება ყველაფერი.
– ქმარიც დაბრუნდება...
– თვითმიზანი ეს არ უნდა იყოს. პრინციპში, ნუ გააგდებ და არ წავა. ემოციური დაბრუნება კი თავისით უნდა მოხდეს. იცით,  კიდევ  რას დავაკვირდი? ქალს, რომელმაც საკუთარი თავის ფასი იცის, იშვიათად ტოვებენ.

скачать dle 11.3