კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 რატომ აკისრებს აშშ ანაკლიის პორტის ფინანსურ ტვირთს მხოლოდ საქართველოს ბიუჯეტს და რატომ უშლიან ხელს ფოთის პორტის დაღრმაწყლოვნებას

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის მონაწილეებიც ქართული მხრიდან შერჩეული იყო, იმიტომ რომ დამსწრე აუდიტორია არ მოიცავდა ქართველი ანალიტიკოსების სრულ სპექტრს და, ძირითადად, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებითა და ერთი პოლიტიკური ფრთით იყო შევსებული, ნატოს ყოფილმა გენმდივანმა სამსჯელოდ შემოგვთავაზა ნატოში გაწევრიანება, თუკი დავთანხმდებით, რომ ორგანიზაციის მეხუთე მუხლი არ გავრცელდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენი საზოგადოება ჩვეული ემოციურობით გამოეხმაურა ამ საკითხს და ნაწილმა ეს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე უარის თქმადაც აღიქვა. მეორე მხრივ, ფაქტი ფაქტად რჩება: ჩვენ ყველა საკითხსა და შესაძლო ვარიანტზე უნდა ვიმსჯელოთ და შევთანხმდეთ, იმისდა მიუხედავად, როდის შემოგვთავაზებენ ამას პარტნიორები. მოგვიანებით, ჯეიმს აპატურაიმ, ნატოს მოქმედმა მოხელემ და ჩვენი რეგიონის კურატორმა, გვაუწყა, რომ მსგავსი წინადადების განხილვა ამჟამად ნატოს დღის წესრიგში არ დგას (ამიტომ ნერვებს ძალიანაც ნუ დაიწყვეტთო). ამის პარალელურად, კვლავ ბუნდოვანია ანაკლიის პორტის დაფინანსების პერსპექტივა, ვინაიდან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, აშშ ცდილობს, ძირითადი ტვირთი ჩვენს ბიუჯეტს დააკისროს, რასაც ჩვენი ბიუჯეტი, უბრალოდ, ვერ შეძლებს, იმას გარდა, რომ არც ფოთის პორტის გაღრმაწყლოვნების უფლებას რთავს უკვე არსებულ ინვესტორს. პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან ერთად განვიხილავთ შექმნილ ვითარებასა და ამ ბუნდოვანებიდან გამოსვლის შესაძლებლობებს.
– მართალია, აპატურაიმ უარყო რასმუსენის შეთავაზება, მაგრამ ვიცით, რომ ოკუპირებული რეგიონებიც პრობლემაა ნატოსკენ გზაზე. მეორე მხრივ, ჩვენ, ადრე თუ გვიან, უნდა ჩამოვაყალიბოთ აზრი, რა გვინდა და რა რად გვიღირს? მით უფრო, რომ ვიცით, როდესაც რუსეთს რამე არ მოსწონს, ავლებს დამატებით მავთულხლართს.  არის რასმუსენი იმ რანგის პერსონა, რომელსაც მსგავსის შემოთავაზება შეუძლია და არის თუ არა პასუხისმგებელი იმაზე, რაც თქვა, მისი დღევანდელი სტატუსიდან გამომდინარე?
– უპირველესად, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ რასმუსენი არ არის ოფიციალური პირი, ის ნატოს ყოფილი ხელმძღვანელია და ამას ამბობს, როგორც კვალიფიციური, გამოცდილი ექსპერტი, თუმცა, მისი წარსული რეგალიებიდან გამომდინარე, ნათქვამი უნდა აღვიქვათ, როგორც ჩვენი პარტნიორების პოზიცია. ამიტომ არ უნდა გადავაჭარბოთ მისი პოზიციის შეფასება, მაგრამ უნდა მივიღოთ, როგორც მნიშვნელოვანი გზავნილი, რადგან დასავლეთისთვის საქართველო საინტერესოა, როგორც პარტნიორი, ჩვენი ქვეყნის გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე და ისინი ცდილობენ, მიგვიღონ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში, ერთ პერიოდში მადამდეც მივედით, ოღონდ არ მოგვცეს და, როგორც ჩანს, ერთ-ერთი ვარიანტია შემოთავაზებული, ამიტომ ეს ჩვენ უნდა აღვიქვათ, როგორც ერთი ვარიანტი, რომელსაც დასავლეთი გვთავაზობს. თუ ჩვენთვის მისაღებია, უნდა დავთანხმდეთ, თუ მიუღებელია, მკაფიოდ უნდა გამოვხატოთ პოზიცია. მთავარია, ვიფიქროთ შემოთავაზებაზე და მისი ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე ავწონ-დავწონოთ. პირადად მე არ მომწონს შეთავაზების ის ნაწილი, სადაც საერთო ეროვნული განხილვისკენ მოგვიწოდებენ, რადგანაც, როდესაც ასეთი რთული საკითხის განხილვისას დეტალებს სწვდება მოსახლეობა, ამან შეიძლება, პროვოცირება გაუკეთოს კონფრონტაციულ დაპირისპირებას. მოგეხსენებათ, ჩვენი საზოგადოება დაყოფილია, ეგრეთ წოდებულ, პრორუსებად და პროდასავლეთელებად, რაც რეალურ შედეგამდე არ მიგვიყვანს. ამიტომ, ვფიქრობ, ქვეყანას იმიტომ ჰყავს ხელისუფლება, ექსპერტები და ანალიტიკოსები, რომ მათი დისკუსიის პროცესში მიეწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, საზოგადოებამ იმსჯელოს ასეთ მნიშვნელოვან თემაზე. სხვა შემთხვევაში, ეს დაგვაშორებს საკითხისგან. მინდა გამოვხატო ჩემი პოზიცია: არ მიმაჩნია მიუღებლად ეს წინადადება და მასზე ფიქრი და მსჯელობა აუცილებელია, მე დავთანხმდებოდი იმ აუცილებელი დათქმით, რომ დოკუმენტში, რომელიც ჩვენი გაწევრიანების შემდეგ გაფორმდებოდა, უეჭველად იქნებოდა აღნიშნული, რომ ალიანსი და მისი ყველა წევრი სახელმწიფო ურყევ ჭეშმარიტებად იღებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ყველანაირად შეუწყობს ხელს მის აღდგენას. რადგან, თუ დასავლეთი თავს არიდებს რუსეთთან დაპირისპირებას, მაშინ რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის დანარჩენ 80 პროცენტზე თავდასხმის შემთხვევაში დაუშვებს კონფრონტაციას. ამდენად, ჩვენ შეიძლება, ამ შემთხვევაშიც კი ვერ ვიყოთ დაცულები საქართველოს სახელმწიფოს შემდგომი დეზინტეგრაციისგან. რუსეთი ჰიბრიდული ომის პრინციპებზე აგებს ჩვენთან ურთიერთობას და შესაძლოა, სულაც, არ დაგეგმოს ფართომასშტაბიანი ომი. უბრალოდ, ის გაამწვავებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ფეთქებადსაშიშ ვითარებას და შემდეგ შემოვა, როგორც მშვიდობისმყოფელი. მაგალითად, ჯავახეთის რეგიონში. ამდენად, ეს შემოთავაზება ჯერჯერობით არ გულისხმობს, რომ, თუ ჩვენ ნატოში შევალთ, დარჩენილი ტერიტორიის ორი მესამედი უეჭველად დაცული იქნება. ასე რომ, ყველა ასპექტი საფუძვლიანად უნდა გამოვიკვლიოთ და იმასაც უნდა დავაკვირდეთ, თუ რა დევს სასწორის პინაზე და რას გვთავაზობს რუსეთიც და დასავლეთიც.
– აშშ-ს სამხედრო-პოლიტიკური ინტერესია შავი ზღვისა და ახლო აღმოსავლეთის კონტექსტში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, განსაკუთრებით, თურქეთთან ასეთი დაძაბული ურთიერთობის გამო. ამის მიუხედავადაც, ჩვენი პარტნიორი აშშ გვეუბნება, რომ ზარალი მხოლოდ საქართველომ უნდა აიღოს თავის თავზე და არ უნდა დაუშვას ფოთის პორტის განვითარება. როგორ შეიძლება, აღვიქვათ ასეთი შემოთავაზება? საერთოდაც, რამდენი სახელმწიფოს ინტერესი იკვეთება ამ ერთი საქართველოს ტერიტორიაზე და ეყოფა თუ არა ჩვენი ტერიტორია ამ ინტერესებს?
– ანაკლიის პროექტი უფრო სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, ვიდრე ეკონომიკური, მიუხედავად იმისა, რომ, ეკონომიკური თვალსაზრისითაც უაღრესად მნიშვნელოვანია. ცხადია, სტრატეგიულ პარტნიორებს აქვთ თავიანთი დამოკიდებულება ამ პროექტისადმი და ჩვენ ამ თემის დრამატიზებაც არ უნდა მოვახდინოთ, რადგან, ბუნებრივია, რომ დიდი ქვეყნები, რომლებიც, ფაქტობრივად და არსებითად არიან საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარანტები, ახდენენ გავლენას ქართულ პოლიტიკაზე და როდესაც შენი სტრატეგიული პარტნიორი გეუბნება თავის აზრს, ამას ანგარიში უნდა გაეწიოს, თუმცა მეტი მუშაობა და ურთიერთობაა საჭირო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ვიდრე ამას აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება, რადგან დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ის, რომ აქ იყოს მათთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ანაკლიის პორტი, ასევე, ისიც, რომ საქართველო იყოს შემდგარი სახელმწიფო, მყარი დემოკრატიითა და განვითარების პერსპექტივით, გამართულად მომუშავე ეკონომიკით. სხვა შემთხვევაში ვერც იმ პორტს გამოიყენებს ვერავინ. სულ რაღაც 2-3 კილომეტრშია ოკუპირებული რეგიონის ადმინისტრაციული საზღვარი და, თუ რუსეთმა მოინდომა, თუკი წავალთ ნატოსკენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მეხუთე პუნქტის არამოქმედებით, ის გადმოწევს იმ 2 კილომეტრს და ისევ არ ამოქმედდება მეხუთე პუნქტი. ჩვენ არავინ დაგვიცავს, რუსული სამხედრო ძალა კი აშკარად დაგვჩაგრავს, იმიტომ რომ ჩვენ ჩვენი შეიარაღებული ძალები რუსეთთან თანასწორი ომისთვის მზად არ არის. აქედან გამომდინარე, მეტი ურთიერთობა და კონტაქტია საჭირო ჩვენს სტრატეგიულ პატრნიორთან. გვესმის, რომ წინააღმდეგობებია აშშ-სა და თურქეთს შორის, მაგრამ არ მგონია, ეს დიდხანს გაგრძელდეს, რადგან თურქი ხალხი არის პროდასავლური, თავისი მენტალიტეტითა და ხედვით, მიუხედავად კონსერვატიული ხელისუფლისა და ის ფუნდამენტალისტური საფრთხე, რომელიც თურქეთში შეიქმნა, ამ ეტაპზე არ არსებობს.
– მაგრამ ჩვენ ხომ შეგვიძლია ამ მომენტის გამოყენება, სანამ დაძაბულობაა თურქეთსა და ნატო-აშშ-ს შორის და საკმაოდ სარფიანადაც?
– რა თქმა უნდა, ეს ზრდის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას დასავლეთისთვის, მაგრამ, როდესაც რუსეთი და თურქეთი ლამის მეგობრობენ და სამხედრო სფეროში რეალურ თანამშრომლობას იწყებენ, ეს ზრდის საფრთხეს რუსეთიდან. ამიტომ დასავლეთს მართებს უფრო ქმედითი, თანმიმდევრული და ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავება საქართველოსთან, თორემ ის დაკარგავს საქართველოს და ეს მათ კარგად უნდა გააცნობიერონ. ეფექტიანობას რაც შეეხება: დასავლეთი ვერანაირად ვერ გვეხმარება ინვესტიციების მოზიდვაში, ეკონომიკის განვითარებაში და მსგავსი საკითხების მოგვარებაში. ამდენად, თუ ჩვენ ვამბობთ თანხმობას ანაკლიის პორტზე და თანახმაა ივანიშვილიც, მისი ოპოზიციაც და ზოგადად ოპოზიციაც არაა კატეგორიულად წინააღმდეგი, მაშინ რა არის ამერიკელების წილი და წვლილი ამ პორტის მშენებლობაში, რომელიც ეკონომიკურად გარკვეულ ვითარებაში შეიძლება, წამგებიანი აღმოჩნდეს?!
როდესაც ამბობ, რომ საქართველოს ბიუჯეტმა აიღოს პასუხისმგებლობა ტვირთნაკადებზე, გვაქვს კი ჩვენ ასეთი ბიუჯეტი და ეკონომიკა?! ამ კითხვას მათ არავინ უსვამს, არავინ ესაუბრება. დასავლეთი მოითხოვს ივანიშვილისგან, რომ ქართული კაპიტალი ჩაიდოს ამაში. პირდაპირ არ ეუბნებიან, შენი ფული ჩადეო, მაგრამ შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ მიანიშნებენ, შენ რა მონაწილეობას მიიღებ ამ პროექტშიო. არადა, ივანიშვილი დასავლეთისთვის მიმზიდველი პროექტის განხორციელებაში რუსეთში ნაშოვნ ფულს ვერ ჩადებს. აი, ეს არის ამ სიტუაციის საოცარი პარადოქსი, თორემ ივანიშვილი დასავლეთს ემადლიერება, რადგან თავისი აქტივების სამი მეოთხედი აქვს დასავლურ სივრცეში, მათ შორის – ოფშორებში, რომელსაც შეერთებული შტატები აკონტროლებს სათანადო უწყებების მეშვეობით. ივანიშვილიც რეალისტი პოლიტიკოსია და, ჩემი აზრით, არანაირი ნიშანწყალი არ ეტყობა, რომ რუსეთისა და პუტინის ინტერესებისთვის მუშაობდეს, მე შეთქმულების თეორიების მიმდევარი არ ვარ, მაგრამ რეალობა აიძულებს, იყოს თავშეკავებული და თუ გავიხსენებთ პორტთან დაკავშირებულ პერიპეტიებს, ჩემი აზრით, მას უფრო ჩინური კაპიტალის მიხმარება უნდოდა ამ პორტისთვის, მაგრამ ამის წინააღმდეგი აღმოჩნდა და ეს მიმართულება დაიბლოკა. ასევე, ინვესტორს, რომელმაც 250 მილიონი ჩადო ფოთის პორტში, არ ეძლევა საშუალება, დაამატოს ღრმაწყლოვანი პორტის ელემენტები ინფრასტრუქტურას, იმიტომ რომ საქართველოს არ სჭირდება ორი ღრმაწყლოვანი პორტი, „კონტი ჯგუფი“ ანაკლიის პროექტიდან გავიდა და ჩვენ დავრჩით ჩვენი ბიუჯეტისა და ივანიშვილის პირადი კაპიტალის ამარა?! აი, ესაა პრობლემის არსი და არა ის, თუ რა უნდათ რუსებსა და ამერიკელებს.

скачать dle 11.3