კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№38 რას არ პატიობს მამას თათია კობალაძე და რატომ გათხოვდა ის 13 წლის ასაკში

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  მომღერალი თათია კობალაძე, რომელიც მაყურებელმა ჯერ უკრაინული და შემდეგ ქართული „X ფაქტორიდან“ გაიცნო, ბრიტანულ „ნიჭიერში“ მიიწვიეს, სადაც, სავარაუდოდ, თებერვლისთვის გაემგზავრება.
  თათია კობალაძე: მე და ჩემი მეგობარი, ანი ვახტანგაძე ერთად ვმღერით რესტორანში. ინტერნეტში ჩვენი დუეტი მოისმინა ბრიტანელმა ცნობილმა ჟურნალისტმა, კრიტიკოსმა, რომელიც „ევროვიზიას“ აშუქებს და ჩვენ შესახებ საკმაოდ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, თავისი ვიდეოებით. შემდეგ გამოგვიგზავნა ბრიტანეთის „X ფაქტორის“, „ნიჭიერის“, „ვოისის“ ანკეტები – აუცილებლად შეავსეთო. რატომღაც „ნიჭიერი“ ავარჩიე და შევავსე. მოგვწერეს: მივიღეთ ანკეტა, მაგრამ დაგვიანებულია, მომავალ სეზონზე გამოგვიგზავნეთო. ეს ხდებოდა წინა წელს. ახლა აღარ გაგვიგზავნია და თვითონ მოგვწერეს: რეგისტრაცია რატომ არ დაასრულეთო. მოკლედ, დავასრულე რეგისტრაცია, ვიდეოებიც გავაგზავნე, ფოტოებიც და სამ დღეში მომივიდა წერილი: გილოცავთ, თქვენ გამოხვალთ ბრიტანეთის „ნიჭიერშიო“. როცა ანკეტა შევავსეთ, ეწერა, რომ პასუხები თებერვლამდე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მე მალევე მომივიდა, სამ დღეში.
– რა მიგაჩნია შენს ყველაზე დიდ წარმატებად?
– უკრაინის „X ფაქტორი“. ძალიან ბევრი რამ მომცა, დიდი გამოცდილება... ძალიან გავიზარდე და დღესაც მახსენდება ბევრი რამ, რასაც ისინი მასწავლიდნენ.
– საქართველოშიც მონაწილეობდი კონკურსებში. აქ არ გწყალობენ?
– „X ფაქტორში“ თამთა გოდუაძემ ამაყენა და გამიშვა. თამთას გუნდში რომ მოვხვდი, მაშინვე ვთქვი, რომ აუცილებლად გამიშვებს-მეთქი. „ჯეოსტარი“ იყო პირველი, სადაც ძალიან მძაფრი რეაქცია მქონდა. ხომ შეიძლება, ადამიანს უთხრა: ბოდიში, ამ ეტაპზე არ ხართ მზად, სხვა დროს მოდითო. მე მითხრეს: საერთოდ არ შეგიძლია სიმღერა, უნდა იჯდე სახლში და გაზარდო შვილებიო. იმდენი ვიტირე, იმდენი... ამის მერე ყველა კონკურსზე მივდიოდი და არსად მიღებდნენ. რა თქმა უნდა, მქონდა ის მომენტი: მგონი, ვერ ვმღერი-მეთქი, დეპრესიაშიც ჩავვარდი... და უცებ მირეკავენ: უკრაინის „X ფაქტორის“ ქასთინგზე თუ მოხვალთო. მივედი, ვიმღერე, მითხრეს: გადასული ხარო, თან, ორჯერ გამიმეორეს, როცა იმ წუთას არავის ეუბნებოდნენ, მერე ურეკადნენ. მაშინვე გადავურეკე ჩემებს: თურმე, მართლა შემძლებია სიმღერა-მეთქი. უკრაინის „X ფაქტორმა“ გადამარჩინა, თორემ დავჯდებოდი, ალბათ, სახლში.
– ხიფათიანი ხარ?
– კი, სულ რაღაც მემართება. თითი მქონდა მოტეხილი და ორი წლის შემდეგ გავიგე, რომ მოტეხილი მქონდა. არ მიყვარს, დეპრესიაში რომ ვარდებიან, დაწვებიან – ცუდად ვარ, მომიარეთო. ხელზე იარა მაქვს, რამდენად არის ხიფათი, ვერ გეტყვით, მამაჩემისგან მაქვს სახსოვრად, დამიტოვა, სანამ ჩვენგან წავიდოდა… 6 წლის ვიყავი, როცა ჩვენგან წავიდა. მახსოვს, რაღაც დღესასწაული იყო, მითხრა: წყალი მომიტანეო. სქელი ჭიქები რომ იყო, „ხრუსტალის“, იმით მივუტანე, გადავსებული. დამეღვარა ძირს, შენ არაფრის კეთება არ შეგიძლია ნორმალურადო, ხელი მკრა. ფეხი დამისრიალდა, ხელი დავარტყი და გავიჭერი. ყველას ეგონა, რომ ვენა გადამეჭრა, რადგან ახლოს არის ჭრილობა. თან იმ დროს პიანინოზე დაკვრას ვსწავლობდი და მოკლედ, გადავრჩი – ხელი კარგად მოძრაობს. მამას არ უნდოდა, მომღერალი ვყოფილიყავი, სცენაზე ვმდგარიყავი, რადგან ფიქრობდა, ვინც სცენაზე იდგა, ყველა ცუდი ყოფაქცევის იყო. ჩვენგან რომ მიდიოდა, დედაჩემს უთხრა: ტყუილად ფლანგავ დროს ამის დევნაში, ამისგან ვერაფერი მომღერალი დადგება და ინანებ, რომ ამდენი დრო დაახარჯეო. დღემდე მახსოვს ეს სიტყვები. დედაჩემი მეუბნება: უნდა აპატიოო, მაგრამ ვერასდროს ვაპატიებ. ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია ის არის, რომ მინდა, დაინახოს, რას ვაკეთებ, რომ შემდგარი ვარ და ინანოს თავისი სიტყვები. ასაკშია, მინდა, დიდხანს იცოცხლოს და უყუროს: როგორი წარმატებული ვარ, ვიყავი და ვიქნები.
– მას შემდეგ მამასთან არ გქონია ურთიერთობა?
– ერთხელ დამირეკა. მითხრა: რამაზი ვარო. ვერ მივხვდი: რომელი რამაზი ხარ-მეთქი. მამაშენიო. როდის დავიბადე – დაბადების თვე და რიცხვი მითხარი-მეთქი. ვერ მითხრა და გავუთიშე.
– ოჯახურმა სიტუაციამ განაპირობა ისიც, რომ 13 წლის ასაკში გათხოვდი?
– კი, განაპირობა. დამცველი რომ არ მყავდა, ჩემს დასაც მე ვიცავდი. თბილისში გადმოვედით, იყო ბულინგი, წამოძახებები: ამას მამა არ ჰყავს და ასე შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე. ალბათ, მინდოდა, გვერდით მამაკაცი მყოლოდა, თან, ძალიან მიყვარდა. მასში ვეძებდი თან მეუღლეს, თან მამას და ასეც აღმოჩნდა. 14 წელია, ერთად ვართ, ერთად გავიზარდეთ.
– შეყვარებულებიც დიდხანს იყავით?
– არა, ორი კვირა, ძალიან ცოტა ხანი. სიყვარული რა იყო, ისიც არ მესმოდა, რომ ვთხოვდებოდი, გათხოვება რა იყო, არც ეს მესმოდა, მაგრამ ხომ გავთხოვდი. რა გავაკეთე, არ მესმოდა, ჩემთვის მთავარი იყო, იმის გვერდით ვყოფილიყავი, ვინც მიყვარდა. ერთ დღეს ბულვარში გავისეირნეთ, მითხრა: მიყვარხარო. იმ დროს უკრაინაში მიშვებდნენ ჩემები სასწავლებლად. ვუთხარი: უკრაინაში მიშვებენ 5 წლით-მეთქი, მაშინ  გავიპაროთო. გავიპაროთ-მეთქი. 5 დღე დასჭირდა, მანქანა რომ ეშოვა. იმ დღეს დედაჩემმა 10 ლარი მომცა: ჩადი, წამალი მიყიდეო და იმ ათლარიანად ავორთქლდი. ჩემებს საშინელი რეაქცია ჰქონდათ. დედაჩემს ხომ ვატკინე გული და ბაბუასაც, რომელმაც გამზარდა. მისი სახე დღემდე არ დამავიწყდება, მეხვეწებოდნენ, წამოდიო და უარი რომ მიიღეს, მერე ბაბუამ უთხრა ჩემს ქმარს: ხომ იცი, რომ მღერის, შენ შეძლებ, ხელი შეუწყოო. კი, შევძლებო. მარტო გაუშვებ ხოლმეო – კი, გავუშვებო და დღემდე ასრულებს პირობას.
– როგორი იყო საზოგადოების დამოკიდებულება შენ მიმართ?
– მეუბნებოდნენ: რამ გაგათხოვა, რა დროს შენი გათხოვება იყოო... დედაჩემი 16 წლისა მოიტაცა მამაჩემმა და იყო წამოძახებები: დედამისივით დაენგრევა ოჯახი, ესეც მარტო დარჩებაო. მე ვამბობდი: დედასავით არ დამენგრევა ოჯახი, მე არ შემირჩევია ისეთი პარტნიორი, ვინც ამას გააკეთებს-მეთქი. გოგო ხომ მყავს და 13 წლის რომ გათხოვდეს, შეიძლება, ინფარქტმა დამარტყას. ეს 14 წელი ძალიან ლამაზი იყო და რთულიც, რადგან მარტოები ვაკეთებთ ყველაფერს, სულ ვშრომობთ. ჩემი მეუღლე მეუბნება ხოლმე: ჩემი დედა ფუტკარი ხარო. პატარებსაც მარტო ვზრდიდით.


скачать dle 11.3