კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 რა კომპლექსი დასძლია საყვარელ ქალთან ურთიერთობაში მარკუს მეტრეველმა და რის გამო მოუწიათ მათ ბევრი სირთულის გადალახვა

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  მომღერალ და დიზაინერ მარკუს მეტრეველისთვის გასული ზაფხული განსაკუთრებულად საინტერესო და ემოციებით დატვირთული იყო. მარკუსმა გადაწყვიტა, რომ ზაფხული საქართველოში გაეტარებინა და თითქმის ყველა კუთხე მოიარა.
  მარკუს მეტრეველი: წელს მთელი საქართველო შემოვიარე. მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც ყველგან ვყოფილვარ, მაინც გადავწყვიტე, რომ ტური მომეწყო. ულამაზესი ადგილები ვნახე და ყველას მოვუწოდებ, რომ იმოგზაურონ ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ძვირი ჯდება და შეიძლება ითქვას, ფუფუნებაა, მაინც, ნებისმიერი ბიუჯეტის მქონე ადამიანს შეუძლია, საქართველოში დაისვენოს.
– ვისთან ერთად იმოგზაურე?
– ჩემს ორ მეგობართან ერთად. ერთი სტუმარი იყო საფრანგეთიდან და მეორე – ქართველი. ეს ის გოგონაა, რომელიც პარიზში გავიცანი.
– რომანიც გქონდათ?
– არა, ეს იყო არა რომანი, არამედ ფლირტი. ჩვენი ურთიერთობა ვერანაირად ვერ განვითარდებოდა, რადგან მე ერთი წელია, ურთიერთობაში ვარ და ბედნიერად ვგრძნობ თავს. ის გოგონა, უბრალოდ, ჩემი კარგი მეგობარია და მიხარია, რომ ასეთი ადამიანი მყავს ევროპაში. აბსოლუტურად ყველაფერი დავათვალიერებინე. ერთადერთი, არ მოეწონა სერვისი სასტუმროებში და ზოგადად, მომსახურება. ასევე, აღნიშნა ისიც, რომ ასეთი ლამაზი ქვეყანა გაქვთ და მოუვლელია, დანაგვიანებულიაო, რაშიც ვეთანხმები.
– ამ ყველაფერმა, ანუ შენმა მოგზაურობამ, ალბათ, ახალი ენერგიით აგავსო.
– რა თქმა უნდა, ამავსო ენერგიით, მომცა ინსპირაცია, ბევრ რამეზე დავფიქრდი, გადავაფასე და მივხვდი, რომ მომბეზრდა ყველაფერი ფსევდო, ყალბი ადამიანები, მათ შორის შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები... ყალბები ძალიან მომბეზრდნენ. ყველამ იცის, რომ ამ სფეროში ყველაზე დიდი სიყალბეა, ისევე, როგორც პოლიტიკაში, ამიტომ საკუთარ თავში ჩავიკეტე და ვიპოვე თავშესაფარი.
– რას გულისხმობ?
– ვგულისხმობ იმას, რომ ჩემ ირგვლივ დავტოვე ის ადამიანები, რომლებიც არიან ნამდვილები, არაყალბები. სხვებთან კი, კარგი გამარჯობა, ნახვამდის – სიამოვნებით. მარტოობაში, საკუთარ თავში ძალიან კარგი თავშესაფარი და კომფორტი ვიპოვე. მყავს რამდენიმე მეგობარი, რომლებიც მთელი ცხოვრება ჩემ გვერდით არიან და იქნებიან, მაგრამ ყველაზე კომფორტულად მაინც მარტო, საკუთარ თავთან ვარ სახლში. ვუსმენ მუსიკას, ვისვენებ და სიმშვიდეში ვარ. ადრე უფრო ქაოსი მიყვარდა – თუ გარეთ ქაოსი არ იყო, ვერ ვიძინებდი. ახლა მიყვარს ახლობელ ადამიანებთან ერთად ყოფნა, საერთო ინტერესებზე, გეგმებზე საუბარი და არა ისეთი ურთიერთობები, ვინმეს გავეპრანჭო, გამეპრანჭოს – ეს ეტაპი დავამთავრე, არაფერში მჭირდება, რადგან უფრო მფიტავს, მაცარიელებს და მერე სახლში მუმიასავით, ცვილის ფიგურასავით ვბრუნდები. წელიწად-ნახევარია რაც ამ ეტაპზე გადავედი და სხვა რელსებზე დავდექი – რაც ძალიან მომწონს.
– წელიწადია, ურთიერთობაში ვარო. რა ეტაპზეა ახლა თქვენი ურთიერთობა?
– ჩვენმა ურთიერთობამ ბევრი სირთულე გაიარა, კარგად გავიცანით ერთმანეთი. თუმცა იყო კომფლიქტებიც, აზრთა სხვადასხვაობა, ორკვირიანი დაშორებები. მაგრამ მივხვდი, რომ ეს ის ადამიანია, რომელიც სულიერ კომფორტს მძენს, ვისთანაც თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, ძალიან ძლიერი ადამიანია და იმაშიც დავრწმუნდი, რომ მიყვარს. ბოლო დროს იშვიათად მჯეროდა ვინმეს სიყვარულის, ამიტომაც ბევრ გამოცდას ვუწყობდი როგორც საკუთარ თავს, ასევე მას. ახლა შემიძლია იმის თქმა, რომ გამოცდა ორივემ წარმატებულად ჩავაბარეთ. სამომავლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ ერთად ვიცხოვროთ.
– დაქორწინებასაც ხომ არ გეგმავთ?
– არაფერს გამოვრიცხავ. ყოველთვის მინდოდა მყარი ოჯახი და იმ ეტაპზე ვარ, რომ მყავდეს ისეთი ოჯახი, რომელიც მე გამაბედნიერებს. მიუხედავად იმისა, რომ ზეთავისუფალი ადამიანი ვარ, ურთიერთობების მხრივ, არანაირი კომპლექსი არ გამაჩნია, ვფიქრობ, რომ ვიქნები ქართველი, ძალიან ტრადიციული, მეოჯახე მეუღლე, ყოველგვარი შეზღუდვების, კომპლექსებისა და ტაბუდადებული თემების გარეშე. ბედნიერებაა, რომ ის ადამიანია ჩემს ცხოვრებაში, ბევრი რამ დამანახვა. მისი დამსახურებაც არის, რომ მე შეხედულებები შემეცვალა, ზედმეტი რაღაცები მომაშორა, რისთვისაც მადლობას ვუხდი.
– ეს არ იყო რთული?
– ამისთვის მასაც და მეც დიდი ომი დაგვჭირდა. მოდის ადამიანი და გეუბნება: მიყვარხარ და ესაა საჭირო და უმჯობესი ურთიერთობისთვისო. ცოტა რთულია. ახლა მესმის მისი, რომ არ უნდა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში გამოჩნდეს და მისი სახელი რომელიმე ჟურნალში დაიწეროს. თავიდან დავდე მისი რამდენიმე ფოტო სოციალურ ქსელში, რადგან არ ვფიქრობდი, რომ უნდა დამემალა. მაგრამ მერე მივხვდი, რომ ასე ჯობია. მეც და მასაც დიდი სანაცნობო გვყავს და ასე, ჩვენთვის უფრო კომფორტულად და კარგად ვიქნებით. ჩვენი კონფლიქტის მიზეზი თავიდან მისი ჩაკეტილი ცხოვრება იყო. ძალიან ჩაკეტილი ცხოვრება აქვს და ასეა საჭირო. რაზე იყო კონფლიქტი: რომ ვეუბნებოდი – მოდი, სადმე წვეულებაზე წავიდეთ, არ  უნდოდა, ვინმეს დაენახა ან ფოტო გადაეღოთ, რათა ეს შემდეგ განხილვის საგანი არ გამხდარიყო. თავიდან მე ეს არ მესმოდა: რას ჰქვია, არ გინდა ჩემთან ერთად წამოსვლა-მეთქი. ვფიქრობდი: ხომ არ ერთობა ჩემთან და თუ სერიოზულად ფიქრობს, რატომ არ სურს ჩემთან ერთად წამოვიდეს, გამოჩნდეს-მეთქი. ბოლოს და ბოლოს ეს კომპლექსი გადავლახე და მივხვდი, რომ ასე უმჯობესია.
– შენთან მიმართებაში რა არ მოსწონდა?
– ის, რომ ძალიან ხისტი და ნევროზიანი ვარ. გარდა ამისა, ძალიან გულწრფელი. სამწუხაროდ, არ ვარ აფერისტი. ამ ქვეყანაში კი უნდა იყო აფერისტი.დღეს თუ თავზე არ გისვია ვაზელინი, არსად არ ხარ, თუ გისვია, ხარ ყველგან. მე მირჩევნია, უვაზელინოდ ვიყო. თვითონ ძალიან მშვიდია, გაწონასწორებული და დამეხმარა იმაში, რომ მეც დავმშვიდებულიყავი. ორივე წავედით დათმობაზე და ამ ყველაფერმა კონსესუსამდე მიგვიყვანა.
– რა ეშველა ნევროზს?
– ნევროზიც ამ ყველაფრიდან მომდინარეობდა, ვერ ვიგებდი რატომ არ უნდოდა მას ჩემთან ერთად გამოჩენა, სერიოზული გაურკვევლობა იყო და მერე მივხვდი ყველაფერს. თუმცა მისმა გარემომ, მეგობრებმა ყველაფერი იციან, არავის არაფერს ვუმალავთ, უბრალოდ, საჯარო სივრცეში გამოჩენა არ უყვარს.
– როგორ ფიქრობ, რა არის ურთიერთობაში ყველაზე მთავარი?
– ნდობა, რაც არცერთს არ გვაკლია და კიდევ, რა თქმა უნდა, სიყვარული და ურთიერთგაგება. უნდა იყო უღალატო ადამიანი, მეც ძალიან ერთგული ვარ და ისიც.
– როგორც ვიცი, კარიერაშიც სიახლეები გაქვს.
– კი და დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო უნიჭიერეს და უმაგრეს კომპოზიტორს, ნატო ღოღობერიძეს ახალი სიმღერისთვის. ძალიან გამახარა, ულამაზესი სიმღერა დამიწერა, რომელის ტექსტი ნანა ცინცაძეს ეკუთვნის, ხოლო არანჟირებაზე ბორიკო შხიანი მუშაობს და „ბრავო რეკორდსში“ ჩაიწერება. შემდეგ დავიწყებ კლიპის გადაღებას, რომელზეც სანდრო ნადირიძე იმუშავებს, ვფიქრობ, საინტერესო გამოვა. რაც შეეხება დიზაინის სფეროს, ჩემი კოლექცია ბერლინში მქონდა, სადაც გაიყიდა. ახლა ახალ კოლექციაზე ვმუშაობ, რომელიც გაცდება ევროპას და სად მექნება ჩვენება, სად გაიყიდება, ჯერ ვერ ვიტყვი. რაც მთავარია, ამ ყველაფრის ორგანიზატორი არის არაჩვეულებრივი ადამიანი – რუსა მაკოვსკი.

скачать dle 11.3