კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 რატომ არ უნდოდა გიორგი ყიფშიძეს შვილისგან ბიჭის სახელის გაგონება და როგორ მოიპოვა ნატალია ყიფშიძის შეყვარებულმა მთელი ოჯახის კეთილგანწყობა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ცნობილი ოჯახის შვილის – ნატალია ყიფშიძის ცხოვრებაში ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. ნატალიამ წელს სკოლა დაამთავრა, ჩააბარა და ახლა სტუდენტობისთვის ემზადება.
  ნატალია ყიფშიძე: მთელი ცხოვრება მსახიობობა მინდოდა. მაგრამ ორი წლის წინ გადავიფიქრე და ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, რა პროფესია უნდა ამერჩია. საბოლოო ჯამში, „ჯიპაში“ ჩავაბარე, „ციფრულ მედია და კომუნიკაციაზე“. საქმე ისაა, რომ იანვარში დავიწყე ახალი ურთიერთობა. ჩემი შეყვარებული ციფრული მედიის სპეციალისტია, შესაბამისი განათლება აქვს და მაშინ, როცა მე ჩემი მომავალი პროფესიის შესახებ ვფიქრობდი, მის სამუშაოს ვაკვირდებოდი და დავინახე, რამხელა კრეატიულობაა საჭირო ამ პროფესიაში. თვალს ვადევნებდი და ერთმანეთს რჩევებს ვაძლევდით. ამ პროცესში მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან მომწონს და ამიტომაც გადავწყვიტე აქ ჩაბარება. ეს პროფესია ყოველდღიურ სიახლეებს უკავშირდება, რაც მოწყენის საშუალებას არ მომცემს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსაწყენი და რუტინული სამსახური არ მქონდეს.
– ერთი პერიოდი ჟურნალისტიკაც გინდოდა.
– ვფიქრობდი, რადგან ერთი პერიოდი, ძალიან მიყვარდა წერა. მაგრამ მერე თავი დავანებე, სხვა ინტერესები გამიჩნდა. მანამდე ვწერდი წიგნს და ვოცნებობ, რომ ოდესმე დავასრულო ის, რაზეც უკვე ამდენი წელია ვფიქრობ. ეს წიგნი იქნება ფსიქოლოგიურ პრობლემაზე, მეტის თქმა არ მინდა, მაგრამ ჩემი აზრით, საინტერესო და ახლებური იქნება.
– ოჯახს გაუკვირდა შენი არჩევანი?
– ჩემი ოჯახი ყველაფერში ზედმეტად გამგებია. როცა მსახიობობაზე ვფიქრობდი, ბაბუა მეკითხებოდა, ზუსტად იცი, რომ ეს გინდაო? მამაც და სხვებიც ამას მეუბნებოდნენ. დედა სულ მეუბნებოდა, მსახიობობა აირჩიე, მთელი ცხოვრებაა ეს გინდა და რატომ იხევ უკანო? მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე, რომ მსახიობისთვის დიპლომი არ მინდა, რადგან ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცი, მაქვს თუ არა შესაბამისი ნიჭი. აუცილებლად მოვსინჯავ საკუთარ შესაძლებლობებს და თუ დავინახე, რომ ნიჭი მართლა მაქვს, პარალელურად, მსახიობადაც ვიმუშავებ. ჩემი აზრით, იმისთვის, რომ მსახიობი იყო, არაა აუცილებელი თეატრალური დაამთავრო.
– სოციალური ქსელიდან საკმაოდ დამოუკიდებელი გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებ. რეალურადაც ასეა?
– კი, ასეა. ჩემებმა ბავშვობიდან მიმაჩვიეს დამოუკიდებლობას. მართალია, ძალიან გადაყოლილები იყვნენ და აბსოლუტურად ყველაფერს მიკეთებდნენ, მაგრამ ძალიან ელემენტარული მაგალითი რომ მოვიყვანო, სკოლაში შესვლის დღიდან, სასწავლო პროცესისთვის აბსოლუტურად დამოუკიდებლად უნდა გამერთმია თავი, დედა არაფერში მეხმარებოდა. მერე მასწავლიდა, როგორ დამეხარჯა ფული სწორად. დღეს ბევრის უფლებას მაძლევს, იმიტომ, რომ ზუსტად იცის, მე უკვე ყველაფერი გათვლილი მაქვს. მთავარი ნდობაა. დღემდე ვერ ვხვდები, მშობლებს რატომ აქვთ შვილებთან ისეთი დამოკიდებულება, რომ შვილებს მათი მოტყუება დასჭირდეთ. ძალიან პატარა ასაკიდან, ჩემებმა ყოველთვის იციან სად ვარ, ტელეფონი თუ მიჯდება, დედას სხვისი ნომრიდან ვურეკავ და ვაფრთხილებ, რომ არ ინერვიულოს. ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, რომელიც ნდობას ეფუძნება, რაც ჩემი აზრით, ყველაზე სწორია. ვიცი, მომავალში ჩემს შვილებთან ზუსტად ასე მოვიქცევი.
– ალბათ, ამას თქვენ შორის მცირე ასაკობრივი სხვაობაც განსაზღვრავს. ძალიან ბევრი უსვამს ხაზს, რომ დებს უფრო ჰგავხართ, ვიდრე დედა-შვილს.
– ხშირად უთქვამთ მსგავსი რამ, მაგრამ მხოლოდ ასაკობრივი სხვაობის გამო არა. დედასა და ჩემ შორის 24 წელია განსხვავება, მამა და დედა ტოლები არიან. მაგრამ რომ დავაკვირდეთ, ყველა 42 წლის მშობელი მათსავით არ გამოიყურება. საკმაოდ ახალგაზრდულად შეინარჩუნეს თავი, ასაკი მხოლოდ გამოცდილებაში ეტყობათ. წლები არც მათ გარეგნობაზე აისახა და არც მათ ქცევებზე, რაც ძალიან მომწონს.
– რამდენიმე წლის წინ გიორგისთან ინტერვიუს ვწერდი და როცა საუბარი შენს პირად ცხოვრებაზე დავიწყეთ, საკმაოდ მძაფრი რეაქცია ჰქონდა, ფიქრიც არ მინდა მაგაზეო. ახლა, როცა ეს საკითხი ასე აქტუალურია, რას ამბობს?
– მამამ და დედამ ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი საიდუმლოებები იციან. ვინმეს რომ გაეგო, ამ ყველაფერს ჩემს მშობლებს ვუყვებოდი, იფიქრებდნენ, რომ გიჟი ვარ. მაგრამ მამასთან ყოველთვის იყო ერთი „არა“ – ბიჭებზე საუბარი არ შეიძლებოდა, იმიტომ, რომ მამა ცუდად ხდებოდა, პირდაპირი მნიშვნელობით. არ ვიცი, როგორ მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ დაახლოებით, სამი თვის შემდეგ, რაც მე და ჩემი შეყვარებული ერთად ვიყავით, მამაჩემს გავაცანი. თავიდან მეუბნებოდა, ცოტა მაცადე, დრო მომეციო, მაგრამ დროთა განმავლობაში ძალიან დამეგობრდნენ. ძალიან უყვართ ერთმანეთი და მიხარია, რომ მამა ასეთი გამგებია. მიხვდა, რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ისეთი ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს, ჩემი მეორე ნახევარია და ამიტომ მამას გაუჩნდა სურვილი, გაეცნო და გაეგო, ვინ იყო ადამიანი, რომელზეც ასეა შეყვარებული მისი შვილი. ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს და მიხარია, რომ ის ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა. შვიდი თვეა, ერთად ვართ. აქამდე არასდროს ვყოფილვარ სერიოზულ ურთიერთობაში. ეს ადამიანი ისეთია, როგორსაც ვეძებდი.
ეს ჩემი პირველი სიყვარულია და მიხარია, რომ პირველად ამ ასაკში შემიყვარდა.
– ოჯახს კონტროლის მცდელობები არ აქვს – სად მიდიხარ, ვისთან ერთად?
– როცა სადმე მივდივარ, მთელ ჩემს ოჯახს ერთი კითხვა აქვს: გიორგი ხომ მოდის? უფრო მშვიდად არიან, როცა ის ჩემ გვერდითაა. როგორც არ უნდა მიკვირდეს, ზურა ბაბუ, რომელიც ჩვენი ოჯახის არცერთი ქალი წევრის შეყვარებულს არ იღებს ნორმალურად, ჩემი შეყვარებული ძალიან მოსწონს და ძალიან შეუყვარდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია – თუ ზურას ადამიანი მოეწონა, მანდ უკვე მორჩა საუბარი.
– როგორი ადამიანია გიორგი, ასეთი კეთილგანწყობა რომ მოიპოვა?
– საოცრად ზრდილობიანი, განათლებული და პასუხისმგებლიანი ადამიანია. 24 წლისაა და სრულიად ჩამოყალიბებულია. გაცნობის დღიდანვე მიხვდნენ, რომ ეს ის ადამიანია, ვისი დანახვაც უნდათ ჩემ გვერდით.
– ახლა ნაკლებად ვხვდებით ნაადრევ ასაკში ოჯახის შექმნის ტენდენციას, მაგრამ მაინც გკითხავ, ხომ არ გაქვთ სერიოზული გეგმები ამასთან დაკავშირებით?
– არა. პატარა ასაკიდან მოყოლებული, ყოველთვის ვიყავი ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგი და ამ თემას სტატიაც მივუძღვენი. ოჯახის შექმნა ზედმეტად დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც არ შეგიძლია, თვრამეტი წლის ასაკში აიღო. საერთოდ არ მაქვს ახლა ამის სურვილი. არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, ყველა დიასახლისს მივესალმები, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეც და ჩემს  ქმარსაც ჩვენი კარიერა გვქონდეს და ოჯახის შექმნა მერე შეგვეძლება. ბევრი მატერიალური ხარჯი და დროის რესურსია საჭირო, რისთვისაც ამ ასაკში მზად არ ვარ.
– როგორც ვიცი, ეგოისტი გოგო არ ხარ. თქვი, კრისტის სულ ვეუბნები: პატარა და მინდა და გამიხარდება თუ ოჯახს შექმნისო.
– ეგრეა. ჩემი მშობლები რომ დაშორდნენ მე წლინახევრის ვიყავი. მათი ერთად ყოფნა არც მახსოვს. პატარა რომ ვიყავი, ეს ტრავმად მიმაჩნდა. მაგრამ მერე მივხვდი, ჯობს მათი ერთად ყოფნა არ მახსოვდეს, ვიდრე ის მენახა, რომ ერთმანეთი აღარ უყვართ და სულ ჩხუბობენ. მიხარია, რომ ორივე ბედნიერია. დედას ჯერჯერობით არა, მაგრამ მამას მეორე ნახევარი ჰყავს და მინდა, დედასაც იგივე ვუსურვო. ნაადრევ ასაკში დაქორწინდნენ, რაც კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც არ მინდა მე ამ ნაბიჯის გადადგემა ასეთ ასაკში. მართალია, საქართველოში ძალიან მიუღებელი ფაქტია, მაგრამ მინდა, რომ ყველა წყვილი დაქორწინებამდე ერთად ცხოვრობდნენ, მაგალითად, ერთი-ორი წელი. ამ დროს ერთმანეთს კარგად იცნობენ და დაშორებული მშობლების ყურებას, ჩემი აზრით, ეს ჯობს.
– როცა მშობლები დაშორებულები არიან, ალბათ, ოჯახის სიმყარისადმი სხვანაირი პასუხისმგებლობა გიჩნდება.
– კი, ძალიან არ მინდა, რომ მეც მსგავსი რამ დამემართოს. ქორწინება ძალიან წმინდად მიმაჩნია. იმას არ ვამბობ, რომ ოჯახის მეორედ შექმნა არ შეიძლება, მაგრამ მინდა, ეს სერიოზული ნაბიჯი მაშინ გადავდგა, როცა დარწმუნებული ვიქნები. მგონია, რომ მერე დაშორების სურვილი აღარ უნდა გაგიჩნდეს.
– ვინც შორიდან გიყურებს, ალბათ, ფიქრობს, რომ განებივრებული გოგო ხარ. როგორი ხარ სინამდვილეში?
– პირდაპირ ვიტყვი, რომ ცნობადობა ჩემთვის მეასეხარისხოვანია. ჩემი აზრით, ადამიანი ამაზე არ უნდა ჩაიციკლოს. სოციალური ქსელებიდან ბევრი ზიზღი და ლანძღვა მოდის და ამ ყველაფერს უკვე მივეჩვიე. კარგია, როცა ხალხის სიყვარულს გრძნობ, მაგრამ ცუდი მხარე ყველაფერს აქვს. საერთოდ არ ვარ გათამამებული ბავშვი, როგორც ერთი შეხედვით ჰგონიათ. ყველა, ვინც ახლოს გამიცნობს ხოლმე, მეუბნება, რა საყვარელი ყოფილხარ. არადა, როგორი ცუდი მეგონეო. რატომღაც, ხალხი შორიდან ასე მიყურებს.

скачать dle 11.3