კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

№37 რის გამო ეკრძალება სიმღერა მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შესულ გრიგოლ ყიფშიძეს

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  კონკურსის სცენაზე პირველივე გამოჩენისთანავე ფაქტი იყო, რომ პატარა ბიჭუნას, გრიგოლ ყიფშიძეს, წინ დიდი მომავალი ელოდა და ის ხალხის რჩეული გახდებოდა. როცა „X ფაქტორში“ მივიდა, 11 წლის იყო, პროექტი მოიგო და როგორც თავად ამბობს, ამით მისი ბავშვობა ორად გაიყო – კონკურსამდე და კონკურსის მერე. ახლა გრიგოლი 14 წლისაა, გარდატეხის ასაკს გადის და ამის გამო სასიმღერო კარიერაში იძულებითი ტაიმაუტის აღება უწევს. თუმცა, დროს უქმად არ კარგავს და გიტარაზე დაკვრის ხელოვნებას ეუფლება. ახლახან ის მსოფლიოს რჩეულ მომღერალთა შორის მოხვდა. „მინი მაიკლ ჯეკსონი, იპყრობს ჟიურის წევრების გულებს“ – ასე შეაფასა „გლობალ X ფაქტორმა“ გრიგოლის ნამღერი, რომელიც მსოფლიოს ყველა „X ფაქტორის“ საუკეთესო ნომრებს აშუქებს.
  გრიგოლ ყიფშიძე: ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა შეტყობინება „ფეისბუქზე“, გავხსენი, წავიკითხე და თვალებს არ ვუჯერებდი – ეწერა, რომ „გლობალ X ფაქტორმა“ გააზიარა ჩემი სიმღერის ვიდეო და რჩეულთა შორის შემიყვანა. ანუ, საუკეთესო მომღერლების ათეულში მოვხვდი. ამან კიდევ ერთხელ გამიმძაფრა ის საოცარი ემოცია და განცდა, რაც „X ფაქტორში“ გამარჯვებამ მომანიჭა. მინდოდა, ყველა ჩემს გულშემატკივარს გაეგო, გახარებოდა და ეამაყა და მეც დავდე სოციალურ ქსელში ეს ინფორმაცია. უამრავი თბილი სიტყვა და მილოცვა მომივიდა. სიმართლე გითხრათ, რჩეულებში მოხვედრას არ ველოდი და ძალიან გამიხარდა. მართალია, უხერხულად ვიგრძენი თავი, რომ წერდნენ, მინი მაიკლ ჯეკსონიაო, მაგრამ ეს მომღერალი ჩემი კუმირია, ძალიან მიყვარს და თუ მას მადარებენ, მახარებს. ზოგადად, სამი წლიდან ვუსმენ მაიკლ ჯეკსონს, მისი ფანი ვარ და სულ ვცდილობდი, მისთვის მიმებაძა, სიმღერითაც და ცეკვითაც. მისი ცნობილი ილეთი – „მთვარეზე სიარული“ რომ გამეკეთებინა, საათობით ვვარჯიშობდი (იცინის). არ გამომდიოდა და მიკვირდა, ნეტავ როგორ გამოსდის იმას-მეთქი (იცინის). მთელი დღეები საათობით ვაკვირდებოდი და ერთ კვირაში მეც გამომივიდა, რთული იყო, მაგრამ ნელ-ნელა დავხვეწე (იცინის).
– ზოგადად, რამდენად მიზანდასახული ხარ და რამდენად შეგიძლია იბრძოლო იმისთვის, რაც გაინტერესებს და გულით გინდა? გყოფნის ნებისყოფა, ჩანაფიქრი აიხდინო?
– თუ რამე დავისახე მიზნად, ჩავიფიქრე და მინდა, უეჭველი გამომივა. ამას ბევრი შრომა სჭირდება და იღბლიანიც ვარ.
– გრიგოლ, ფაქტობრივად, შენი ბავშვობა, ორ ეტაპად გაიყო – „X ფაქტორამდე“ და გამარჯვების მერე...
– კი, რასაკვირველია, გეთანხმებით! ჩემი ცხოვრება და ბავშვობა ორად გაიყო – კონკურსამდე და მის შემდეგ პერიოდად. იმ ბავშვობაში კი ვმღეროდი, ენერგიულიც ვიყავი და ოცნებებიც მქონდა, აქტიური ვიყავი, მაგრამ მეორე ბავშვობამ ცნობადობა, ხალხის სიყვარული, მეგობრები და გამოცდილება შემმატა, ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება. ყველა მცნობდა ქუჩაში, მეფერებოდა, მიღიმოდა. მსიამოვნებდა, რომ მეუბნებოდნენ, მაგარი ბიჭი ხარო (იცინის). მაშინ 11 წლის ვიყავი და უკვე სამი წელი გავიდა, ფიზიკურად შევიცვალე, მაგრამ ქუჩაში მაინც მცნობენ. უამრავი გულშემატკივარი გავიცანი, დავმეგობრდით, სიყვარულითა და საჩუქრებით მანებივრებენ.
– ახლახან 14 წლის გახდი და როგორც ვიცი, შენმა თაყვანისმცემელმა გოგონამ სიურპრიზი გაგიკეთა, გაგაოცა და ძალიან გაგახარა.
– დიახ, 15 აგვისტოს დაბადების დღე მქონდა და ჩემმა გულშემატკივარმა და მეგობარმა გოგონამ, მარიამ აკობიამ, სიურპრიზი გამიკეთა – მეტროსთან დამიბარა და მაიკლ ჯეკსონის დიდი ფოტო მაჩუქა, ჩარჩოში ჩასმული. მისთვისაც ძალიან ძვირფასი იყო ეს ფოტო, მაგრამ ჩემთვის გაიმეტა. ქუჩაში რომ მომქონდა მაიკლ ჯეკსონის ამხელა ფოტო, გიჟებივით მიყურებდნენ, რა მიაქვსო (იცინის). ბათუმელმა ფანმა, იკამ კი, იცის, რომ ფეხბურთის მოყვარული ვარ და დაბადების დღეზე მაგარი ბურთი გამომიგზავნა. არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე. ისეთ დროს მაქვს, ვერ ვიხდი დაბადების დღეებს, ყველა ჩემი მეგობარი წასულია დასასვენებლად და მარტო მიწევს ყოფნა.
– ვიცი, ამერიკიდან გქონდა შემოთავაზება, თუმცა იქ წასვლაზე და სიმღერაზე უარი თქვი. ვინმემ გირჩია თუ ასე თავად გადაწყვიტე?
– დიახ, ამერიკიდან, ერთ-ერთი მუსიკალური პროდიუსერისგან მივიღე მიწვევა, მაგრამ წასვლაზე უარი ვთქვი. ახლა გარდატეხის ასაკში ვარ და ცოტა ხნით ტაიმაუტი ავიღე, არ ვმღერი. ამიტომ არ ვჩანვარ სცენაზე, თორემ შემოთავაზებები კი მაქვს. სანამ სიმღერა მეკრძალება, მანამდე გიტარაზე დაკვრას ვსწავლობ პროფესიონალურ დონეზე. ვხუმრობ ხოლმე: რაც ხმა გავაჩერე, თითები ავამუშავე-მეთქი (იცინის). ამერიკულ „ნიჭიერშიც“ მინდიდა ბედის ცდა, მაგრამ ამ ასაკის გამო თავი შევიკავე. ჩემმა პროდიუსერმაც, ბუკა კარტოზიამ, ასე მირჩია. ხმა დამიბოხდა, დატვირთვა არ შეიძლება და მირჩევნია, ცოტა ხანს მოვითმინო, არ გავიფუჭო და პრობლემები არ შემექმნას. როგორც გითხარით, ბავშვობიდან არც კოსმონავტობა მინდოდა და არც მენაყინეობა, სცენაზე, მომღერლობაზე ვოცნებობდი და ჯეკსონი მინდოდა გამოვსულიყავი (იცინის). ჯეკსონი ვერ გამოვედი, მაგრამ სხვა პროფესია არც ახლა განიხილება. სხვათა შორის, ინტერნეტ-მაღაზიიდან გამოვიწერე ჯეკსონის ხელთათმანი, წინდა, ქუდი და ფეხსაცმელი – „ჯეკსონებიც“ მაქვს და რომ გამოვეწყობი, თავი ნამდვილი მაიკლი მგონია (იცინის). მოკლედ, არ მინდა, რაიმე პრობლემა შემექმნას ხმაზე და ამიტომ ცოტა ხნით სცენას ჩამოვშორდი. მინდა, მომავალში ამერიკაში წავიდე, „ბერკლიში“ ვისწავლო და იქ მივიღო მუსიკალური განათლება.
– როგორ ფიქრობ, ადრეულ ასაკში პოპულარობამ რა მოგიტანა?
– ზოგადად, ჩემს ასაკში პოპულარობა კარგია, მაგრამ ცოტა სწავლას ჩამოვრჩი და ეს ცუდია, კარგი კი ისაა, რომ უდიდეს სიყვარულს ვგრძნობ უამრავი უცხო ადამიანისგან და დადებით ემოციას ვიღებ.
– მუსიკალური ოჯახიდან ხარ. სიმღერის ნიჭი წინაპრებისგან გენეტიკურად გერგო და ეჭვი მაქვს, სახელიც  რომელიმე წინაპრის გქვია.
– სასიმღერო ნიჭი გენეტიკურია, მაგრამ სახელი წინაპრისგან ნამდვილად არ მერგო (იცინის). ჩემზე რომ იყო ორსულად, დედაჩემს სიზმარი უნახავს: ვიღაცას უთქვამს, წმიდა გრიგოლია შენი პატარას მფარველიო. ტაძარში გალობდა დედა და იქ რომ მისულა და მოუყოლია სიზმარი, დაემთხვა, წმიდა გრიგოლ პალამას დღეს უნახავს. ჰოდა, ბევრი არც უფიქრია, რომ დავიბადე გრიგოლად მომნათლა (იცინის). ასე რომ, წმიდა დღეს ნახა დედამ ეს სიზმარი ჩემზე და ალბათ, იღბლიანიც ამიტომ ვარ. თან, გრიგოლ ყიფშიძე ცნობილი პუბლიცისტიც იყო და მისი სახელისა და გვარის ტარებაც დიდი პასუხისმგებლობაა. ბევრს ეშლება ჩემი სახელი და გრიგოლის ნაცვლად, გიორგის მეძახის.

скачать dle 11.3