კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 გურამ თავართქილაძე – განათლების სისტემის ამაგდარი!

ნინო კანდელაკი თამუნა ნიჟარაძე

  8 სექტემბერს პროფესორ გურამ თავართქილაძის გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა. 10 წელია, ამ ქვეყნიდან წავიდა ჭეშმარიტი მამულიშვილი, აქტიური მოქალაქე, მოღვაწე, რომელმაც განუზომელი წვლილი შეიტანა ქართული საგანმანათლებლო სივრცის განვითარებაში. სექტემბერი მისთვის საკრალურ თვედ იქცა – სექტემბერში დასრულდა მისი სიცოცხლე 62 წლის ასაკში და სექტემბერშივე დაიწყო ახალი სიცოცხლე – დაედო დასაბამი მისი სახელობის უნივერსიტეტს, რომელსაც არსებობის ათი წლის ისტორია აქვს და დღემდე მაღალი პროფესიული რეპუტაციით გამორჩეული სასწავლო დაწესებულებაა. უნივერსიტეტი ღირსეულად აგრძელებს პროფესორ გურამ თავართქილაძის დაწყებულ საქმეს – აღზარდოს განათლებული და წარმატებული ახალგაზრდობა.  
  მთელი მისი მოღვაწეობა დაკავშირებული იყო განათლებასთან. პროგრესული, ნოვატორი, დაუშრეტელი იდეებით აღსავსე გურამ თავართქილაძის ცხოვრება იყო ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს და ემსახურებოდე საქმეს, რომელიც შენი ცხოვრების მთავარი მისიაა! ბატონმა გურამმა პირველი დამოუკიდებელი ინსტიტუტი ჯერ კიდევ მაშინ დააარსა, როდესაც ქვეყანა განვითარების ახალ საფეხურზე გადადიოდა და კერძო უმაღლესი სასწავლებელი იშვიათობა იყო. სწორედ იშვიათი ალღო და მუდმივი მზადყოფნა – გზა გაეხსნა ახალი თაობისთვის, იყო გურამ თავართქილაძის გამორჩეული თვისება, რის გამოც მისი გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგაც კი უამრავი ადამიანი აღიარებს ბატონი გურამის დამსახურებას მათ პროფესიულ კარიერაში. გურამ თავართქილაძე იყო იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედლის კავალერი. მას დღესაც ემოციებითა და დიდი პატივისცემით იხსენებენ, როგორც გამორჩეულ კოლეგასა და მეგობარს.   
 
კაცი ბრძენი, კაცი მეცნიერი
  გიორგი მათიაშვილი (გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი): განვლილმა წლებმა კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა დიდი ადამიანური დანაკლისი და ის წარუშლელი კვალი, რაც მან ამქვეყნად დატოვა. ბატონ გურამს ამ სისტემის ყველა საფეხურზე მოუწია მოღვაწეობა, ამიტომაც სიღრმისეულად იცნობდა განათლების დარგს. თავისი ენერგიული, მიზანმიმართული საქმიანობით, პედაგოგიური და ორგანიზატორული ალღოს წყალობით დიდი ავტორიტეტი მოიხვეჭა განათლების სფეროში. მან ვაჭრობის ტექნიკუმის ბაზაზე შეიქმნა საქართველოში ერთ-ერთი პირველი კომერციის კოლეჯი, რომელიც შემდგომ ჯერ კომერციის სახელმწიფო ინსტიტუტად, ხოლო შემდეგ თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტად გარდაიქმნა.
  ბატონი გურამი კონტაქტური, გულთბილი პიროვნება იყო, რაც მას უადვილებდა ურთიერთობას როგორც თანამშრომლებთან, ასევე სტუდენტებთან. იგი ყველას თანაბრად უნაწილებდა თავის ყოველდღიურ ყურადღებას, ზრუნვასა და თანადგომას. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბატონი გურამისა და სტუდენტების ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც არამც და არამც არ იყო ფორმალური და მკაცრად იერარქიული, თუმცა არც უფროს-უმცროსობის ზღვარსა და ზრდილობის ფარგლებს სცილდებოდა. პირადად იცნობდა თითქმის ყველა სტუდენტს, ვინც მის ხელში გაიარა, იცოდა მათი საზრუნავი, პრობლემები, ყველას მამაშვილური სითბოთი მიმართავდა და ეპყრობოდა, საპასუხოდ კი სტუდენტების სიყვარული, პატივისცემა უბრუნდებოდა.
  ბატონ გურამს უამრავი მადლიერი ადამიანი ჰყავდა. ის დააკლდა ყველას, ვისაც უანგაროდ დასდგომია მხარში, დახმარებია, ხელი გაუმართავს. სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა საზოგადოებრივი ფენის, დონის, სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელს პატივად მიაჩნდა მისი მეგობრობა, ახლობლობა, იმიტომ რომ გურამ თავართქილაძემ თავისი ცხოვრების წესით კაცის სახელი დაიმკვიდრა. საკუთარი ღირსებისთვის, სამართლიანობისთვის არასდროს უღალატია, კაცური, მამულიშვილური მოვალეობისთვის არასდროს აურიდებია თავი...  

განათლების სისტემის ამაგდარი
  როინ მეტრეველი (აკადემიკოსი): ბატონი გურამი გახლდათ გამორჩეული, ღირსეული პიროვნება, ვაჟკაცი, ჩამოყალიბებული თავისი აზროვნებით,  ცხოვრებაში მტკიცე პოზიციითა და მიმართულებით. ჩვენ კოლეგები ვიყავით, მე გახლდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ის კი – თავისი დაარსებული თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორი. იმ პერიოდში ჩვენ ჩამოყალიბებული გვქონდა რექტორთა საბჭო. არ შემიძლია განსაკუთრებით არ გავიხსენო, რექტორთა საბჭოს ვიზიტი ბატონი გურამის მიერ ახლად დაარსებულ თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტში. ჩვენ გაკვირვებასა და აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა. იმ დროს რთული ეკონომიკური მდგომარეობა იყო, ხალხს შიოდა, სციოდა, შუქი ხშირად ითიშებოდა, გაზი არ მიეწოდებოდა. ასეთ პირობებში სამშენებლო სამუშაოების ჩატარება ძალზე რთული, თითქმის შეუძლებელი იყო. ამ დროს ჩვენ მივედით ოაზისში – ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტში, უმაღლეს სასწავლებელში კარგად აღჭურვილი აუდიტორიებით, იმ პერიოდისთვის საკმაოდ იშვიათი კომპიუტერული კლასებით, სწავლების ძალზე მაღალი დონით. ბატონ გურამს ლექტორებად უმაღლესი დონის პროფესიონალები ჰყავდა მიწვეული. ყოველივე უაღრესად შთამბეჭდავი იყო. შეიძლება ითქვას, რომ 90-იან წლებში ეს იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა განათლების სისტემაში.  
   გურამის ერთ-ერთი ღირებულება სიტყვის კაცობა იყო. ყოველთვის მზად იყო საქმის საკეთებლად. ყოველთვის მხნედ, ვაჟკაცურად იღებდა რთული საქმის
ტვირთს თავის თავზე. ის ცხოვრების გამოცდილებით გაზრდილი კაცი იყო. ბევრი რამ ახალგაზრდული ურთიერთობებიდან ჰქონდა გამოყოლილი. გურამმა ქუჩაც იცოდა, რა იყო – თავისი კარგი გაგებით, ქუჩა, რომელიც უღრმავებდა მას კაცობის ელემენტებს და ურთიერთობებს. არაფერზე უკან არ იხევდა. ეს იყო რაინდი და თუ შეიძლება, კაი ყმა მოიგონოს კაცმა, გურამ თავართქილაძე გახლავთ ერთი უპირველესთაგანი მათ შორის.  
  ქეთევან თავართქილაძე (გურამ თავართქილაძის და): ნათესავებს არ ირჩევენო. მე გამიმართლა, ასარჩევი რა უნდა ყოფილიყო, არჩევანიც დიდებული მერგო და არადანიც, ამ მხრივ, ბედნიერი ვიყავი... ბოლომდე შეუცვლელი დარჩი... ყვებიან ახლა – სხვათა დამხმარე, კეთილი, შრომისმოყვარე იყოო. გამორჩეულად უყვარდა სიცოცხლე, თავისებურად, გურამისეულად. ძალიან მახარებს, რომ იქ სამღერეთის ქუჩაზე შენი სახელობის უნივერსიტეტში ყველაფერი ისე აეწყო, როგორც შენ გაგეხარდებოდა. შენს დაარსებულ უნივერსიტეტში ვხედავ თანამოაზრე ადამიანებს, პატივისმცემლებს, დამფასებლებს, მომგონებლებს, უთუოდ გრძნობს შენი სული უნივერსიტეტის ღირსეულ სიცოცხლეს...
  დღემდე ლეგენდებად დადის წლების წინ პროფესორ გურამ თავართქილაძის მიერ გაკეთებული ბევრი სიკეთე – როგორ გადასცა  უსახლკაროდ დარჩენილ დევნილებს უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსი და როგორ შეიძინა საკუთარი სახსრებით თანამშრომლებისთვის სურსათ-სანოვაგე, რომელიც ორი სატვირთო ავტომობილით მიიტანა უნივერსიტეტში. იმ მძიმე და  გაჭირვებულ წლებში ასეთი ადამიანური თანადგომა შეუფასებელი იყო...
  ღირსეული მამულიშვილის დაწყებულ საქმეს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში დღეს მისი მეუღლე, ქალბატონი ლია თავართქილაძე უძღვება. უნივერსიტეტში მოღვაწეობს ბატონი გურამის ქალიშვილი – სალომე თავართქილაძე. სამწუხაროდ, ტრაგიკული აღმოჩნდა მისი ვაჟის – გურამ თავართქილაძე-უმცროსის ცხოვრება, რომელიც ახალგაზრდა, 34 წლის ასაკში, გასულ წელს გარდაიცვალა. გურამ თავართქილაძეს შვილების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, ის იყო მკაცრი, მაგრამ თბილი და საოცარი ემოციების მქონე მამა, რომელმაც თავისი წასვლით მოუშუშებელი ტკივილი დაუტოვა დიდ ოჯახს, სამეგობროს, წარუშლელი კვალი კი – თავის ქვეყანას, რომლის ერთგული ჯარიკაციც იყო მთელი ცხოვრება!  


скачать dle 11.3