კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 „საქართველოს ბანკმა“ მომხმარებლებისთვის გადახდის სრულყოფილი სისტემა Apple Pay წარადგინა

ნინო კანდელაკი სოფი ლორია

Apple Pay – მარტივი და უსაფრთხო გადახდის ახალი მეთოდით სარგებლობა უკვე შესაძლებელია

  „საქართველოს ბანკი“ ყოველთვის გამოირჩევა ინოვაციური და მომხმარებლის კომფორტზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტებით. ბანკი მუდმივად ცდილობს, ნებისმიერი მომსახურება და განსაკუთრებით, საბანკო მომსახურება იყოს, რაც შეიძლება, თანამედროვე, მარტივი და სრულყოფილი. სწორედ ამ მიზნით, ცოტა ხნის წინ, „საქართველოს ბანკმა“ საზოგადოებას გადახდის ახალი, სრულყოფილი სისტემა Apple Pay  წარუდგინა.
  Apple Pay კომპანია Apple -ის მობილური გადახდის სისტემაა, რომელიც iPhone-ის, Apple Watch-ისა და Mac-ის გამოყენებით მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, სმარტფონს საკუთარი საბანკო პლასტიკური ბარათები მიაბან და გადახდები ბარათის გარეშე აწარმოონ.  შეიძინონ სასურველი ნივთი  სწრაფად და კომფორტულად როგორც  მაღაზიებში, ასევე აპლიკაციებისა და ვებ-გვერდების საშუალებით. „საქართველოს ბანკი“ მომხმარებელს აძლევს ახალ ციფრულ შესაძლებლობებს და გამოცდილებას ონლაინ-შოპინგისთვის.  
  უსაფრთხოება და კონფიდენციალობა არის ის, რაც  Apple Pay-ის გამოარჩევს.  Apple Pay-ის ბარათის გამოყენებისას ბარათის ნომერი არ ინახება მოწყობილობასა თუ Apple Pay-ის სერვერებზე. ამის ნაცვლად მას ენიჭება უნიკალური ანგარიშის ნომერი, რომელიც დაშიფრულია და უსაფრთხო. მომხმარებლის მიერ განხორციელებული ყოველი ახალი ტრანზაქცია ავტორიზდება ერთჯერადი, უნიკალური უსაფრთხოების კოდით.
  „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი – არჩილ გაჩეჩილაძე: მოხარული ვარ, რომ დღეიდან „საქართველოს ბანკი“ მომხმარებელს სთავაზობს Apple Pay-ს, რომელიც მობილურ გადახდებს კიდევ უფრო მარტივ და უსაფრთხო გადახდის მეთოდად აქცევს. Apple Pay-ით განხორციელებული ყოველი ახალი გადახდა უფრო დაცული, სწრაფი და მოსახერხებელია. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, Apple Pay-ს მეშვეობით განახორციელონ ტრანზაქციები როგორც მაღაზიაში, ასევე აპლიკაციებისა და ინტერნეტის მეშვეობით. „საქართველოს ბანკი“ განაგრძობს ციფრული კომერციის წარმატებით განვითარებას, რათა ჩვენი მომხმარებლისთვის შევქმნათ კიდევ უფრო მეტი ღირებულება, გრძელვადიანი ლოიალურობა და მაქსიმალური კომფორტი.
Apple Pay-ის გამოყენებით ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ხელშესახებ სარგებელს, ვაცნობთ ახალ პროდუქტს და ვაძლევთ ახალ გამოცდილებას უკვე არსებულ პროდუქტებთან დაკავშირებით.
  კრისტინა დოროსი – Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიაში: მივესალმებით Apple Pay-ის კავკასიის რეგიონში წარდგენას. უკონტაქტო ანგარიშსწორება და ის, თუ როგორ იხდიან მომხმარებლები ყოველდღე – შეუფერხებლად, უსაფრთხოდ და მარტივად, ქმნის ციფრული გადახდების  ლანდშაფტს. Apple Pay-ის შემოსვლით საქართველო განიმტკიცებს რეგიონული ლიდერის პოზიციას უკონტაქტო და ინოვაციურ  გადახდებში.
  იგორ სტეპანოვი – Mastercatd-ის რეგიონული მენეჯერი საქართველოსა და ცენტრალურ აზიაში: მოხარული ვართ, რომ Apple Pay უკვე საქართველოშია. სმარტფონით გადახდები საკმაოდ პოპულარულია მომხმარებელში და ვფიქრობთ, ტენდენცია საქართველოშიც ძალიან დინამიკური იქნება. ეს კი შესაძლებელი გახდება უკონტაქტო გადახდების იმ საკმაოდ კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით, რომელსაც ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვავითარებთ. დარწმუნებულები ვართ, რომ Apple Pay იქნება დიდი ბიძგი უკონტაქტო გადახდების განვითარებისთვის საქართველოში.   
აღსანიშნავია, რომ Apple Pay-ის გადახდის სრულყოფილი სისტემა მარტივად ინტეგრირდება ყველა სახის მოწყობილობასთან. ამასთან, მომხმარებელი შეძლებს  საქართველოს ბანკის საკრედიტო თუ სადებეტო ბარათებით განსაზღვრული ყველა ბენეფიტით სარგებლობას.  Apple Pay-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, ეწვიოთ: http://www.apple.com/apple-pay/
  Apple Pay-სა და Apple Watch-ის გამოყენებით მომხმარებელს შეუძლია Apple Pay-ით გადაიხადოს მაღაზიებში, რესტორნებში, ტაქსიში. Apple Pay-ის გამოყენებით Safari-ით, აპლიკაციით თუ ინტერნეტის საშუალებით შოპინგისას, საჭირო აღარ არის ხელით შეავსოთ შესყიდვის გრძელი ფორმა ან ყოველ ჯერზე ხელახლა მიუთითოთ ინფორმაცია გადაზიდვისა და ანგარიშსწორების შესახებ. Apple Pay-ით განხორციელებული თითოეული გადახდა  დასტურდება Face ID-ით, Touch ID-ით ან მოწყობილობის პაროლით.
  „საქართველოს ბანკი“ სამომავლოდაც ბევრ საინტერესო სიახლის დანერგვას გეგმავს თავისი ერთგული მომხმარებლისთვის, რადგან წამყვან ბანკთან ურთიერთობა ყოველთვის სასიამოვნო, კომფორტული და უსაფრთხო იყოს.

скачать dle 11.3