კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 ოი, ამას ვენაცვალე!

  აკაკისეულ ორაზროვან იუმორზე ლეგენდები დადიოდა, ამ საქმეში მას სწორი არ მოეძებნებოდა. დიდ მგოსანს შეფარული პოლიტიკური ტექსტებიც ჰქონდა დაწერილი, სადაც ფარულად ჩადებულ აზრს ყველა ვერ ამოიკითხავდა, განსაკუთრებით არაქართულენოვანი. გავრცელებული ვერსიით, ლექსი – „გურული ნანინა“ მგოსანმა ლალა გოგოლაშვილს მიუძღვნა. მასში ასეთი სტროფებია:
  „ჯერ აკვანში ჩაკრული ხარ,
გასალტული და იწვალე!
გაიზრდები, სხვა იქნები,
ოი, ამას ვენაცვალე!“
  ამ ლექსის პოლიტიკური ორაზროვნება კი ისაა, რომ 1905 წელს, რუსეთ-იაპონიის ომის დროს, იაპონელმა მარშალმა ოიამა ივაომ რუსულ ჯარს დიდი ზიანი მიაყენა და პატრიოტი ქართველი პოეტი ასე ოკუპანტის (რუსეთის) დამმარცხებელს ასხამს ხოტბას – ლექსის თითოეული სტროფი მთავრდება ფრაზით – „ოი, ამას ვენაცვალე“.
скачать dle 11.3