კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№37 როგორ გაანადგურა შევარდნაძემ „მატყლის მაფია“

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ძარცვა
  1970 წლის 28 დეკემბერს, ორშაბათ დღეს, საღამოს ექვსის ნახევარი იყო, მაგრამ მოსკოვში ბნელოდა და თერმომეტრი მინუს 20 გრადუსს აჩვენებდა. ირგვლივ ყველაფერი მოყინული იყო. ქალაქში ხალხი კანტიკუნტად დადიოდა და ყინულის გამო მანქანებიც მეჩხერად მოძრაობდნენ.
კოსტია პენკოვი ლიტვინოვის ჩიხში მდებარე ერთ-ერთი ხუთსართულიანი სახლის ჩაბნელებულ სადარბაზოში იდგა და უკვე წასვლას აპირებდა, რომ ნაბიჯების ხმა მოესმა. 36 წლის პენკოვი ორჯერ იყო ნასამართლევი ძარცვისთვის. კოლეგები მეტსახელად „კრივოის“  ეძახდნენ.  სადარბაზოსკენ თბილქურქიანი მამაკაცი მიაბიჯებდა. მას ხელში ტყავის საკვოიაჟი ეკავა. „კრივოი“ მას სიბნელიდან გამოუხტა და თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა. კაცი მოწყვეტით დავარდა. პენკოვმა ფანარი მიანათა და თეთრ თოვლზე მისი საფეთქლიდან წითლად მომდინარე სისხლი დაინახა. „მოვკალი... დროზე უნდა გავიქცე“, – გაიფიქრა პენკოვმა. შემდეგ ტყავის საკვოიაჟს დასწვდა, ფანარი პალტოში დამალა და ჩქარი ნაბიჯებით გაშორდა იქაურობას. თუმცა „კრივოი“ „მურის“ პატრულმა დააკავა. მილიციელები სიბნელეში ჩამქრალი ფარებით იდგნენ ერთ-ერთ ქუჩაზე, რომელიც შემთხვევის ადგილიდან 500 მეტრში მდებარეობდა. მათ „კრივოი“ შესამოწმებლად უახლოესი მილიციის განყოფილებაში მიიყვანეს.
მდიდარი მდგმური
  მილიციაში რომ შავი ფერის ტყავის საკვოიაჟი გახსნეს, იქ შეკრებილებს ლამის თვალები გადმოსცვივდათ. საკვოიაჟი ფულით იყო სავსე – ასმანეთიანების დასტები აკურატულად ჩაეწყოთ. მილიციელებმა ზუსტად ერთი მილიონი მანეთი  დაითვალეს. „კრივოიმ“ გულწრფელად აღიარა მკვლელობა და დასძინა, რომ განზრახ არ ჩაუდენია. მილიციის ოპერჯგუფმა კოსტია პენკოვს შემთხვევის ადგილის ჩვენება მოსთხოვეს, მაგრამ რომ მივიდნენ, იქ მხოლოდ გაყინული სისხლის პატარა გუბე აღმოაჩინეს.
– როგორც ეტყობა, მსხვერპლს მხოლოდ თავი გაუტეხე, გათიშე და არ მოგიკლავს, ხოლო რომ გამოცოცხლდა, ადგა და გაიქცა, – უთხრა მილიციის უფროსმა, პოდპოლკოვნიკმა ვიქტორ  ბაბკინმა პენკოვს. შემდეგ მძარცველი საკანში მოათავსა, თავად კი რაიონის „კაგებეს“ განყოფილებაში დარეკა და მომხდარის შესახებ შეატყობინა.
  მსგავსი საქმეები „კაგებეს“ კომპეტენციაში შედიოდა და ისინიც შეუდგნენ გამოძიებას. მათ „კრივოის“ დაკითხვის ანალიზი გააკეთეს და ივარაუდეს, რომ უცნობი, ვისაც მძარცველმა საკვოიაჟი წაართვა ან იმ სახლში ცხოვრობდა, ან ვინმესთან მიდიოდა. მობინადრეების ოპერატიული გამოკითხვით გაირკვა, რომ საკვოიაჟის პატრონი 72 წლის პოლინა კრასკოს მდგმური იყო. კრასკოს იმ სახლში ორი ბინა ჰქონდა. ერთში თვითონ ცხოვრობდა, მეორეს კი აქირავებდა. კრასკო თავის ჩვენებაში წერდა: „ჩემს მდგმურს პეტრე ჰქვია და ორი წელია, ჩემთან ჩერდება. ყოველთვიურად ჩამოდის. მას ჩემი ბინის გასაღები აქვს. ფულს ყოველთვის წინასწარ, ერთი წლისას მიხდის ხოლმე. სავარაუდოდ, კავკასიელია, ალბათ, ქართველი და პირველად ის ჩემმა ქალიშვილმა მოიყვანა, რომელიც ამჟამად გარდაცვლილია. სხვათა შორის, პეტრემ რომ ჩემი ქალიშვილის გარდაცვალების ამბავი შეიტყო, ერთი წლის ბინის ქირის ფული მაჩუქა...“ აშკარა იყო, რომ ქალი არ ცრუობდა და „კაგებე“ მდიდარი მდგმურის ძებნას შეუდგა.
მოულოდნელი ფინტი
  მამაკაცი, რომელსაც პოლინა კრასკო პეტრეს ეძახდა, სინამდვილეში 33 წლის ირაკლი ერქვანია აღმოჩნდა. ის, ეგრეთ წოდებული, „მატყლის მაფიის“ კურიერი იყო და მოსკოვიდან თბილისში ფული ჩამოჰქონდა, რომელსაც მატყლის უკანონო წარმოებისა და მისი რეალიზაციის შედეგად შოულობდნენ. შემუშავებული სქემით, საქართველოში მოპოვებული მატყლი ჯერ ნედლეულად გადამუშავდებოდა ხოლმე და ამის მერე იგზავნებოდა მოსკოვში. იქ კი მისგან მაღალი ხარისხის სხვადასხვა ასორტიმენტის, დეფიციტური საქონელი მზადდებოდა და მისი არალეგალური რეალიზაცია ხორციელდებოდა. სწორედ ამის შედეგად მოგებული თანხიდან ყოველთვიურად მილიონი მანეთი  იგზავნებოდა საქართველოს დედაქალაქში  და ეს ფული ირაკლი ერქვანიას დაჰქონდა. თავად ერქვანია პროფესიით ეკონომისტი იყო და „მატყლის მაფიის“ საქმეში ბიძამ, ერმილე ხობუამ ჩართო, რომელიც ერთ-ერთი საწარმოს დირექტორი იყო და ირაკლის გაძარცვამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. ერქვანია – უცოლშვილო, სიმპათიური მამაკაცი, ქალების მიმართ გულგრილი არ იყო, ისევე, როგორც ქალები მის მიმართ. ის „მატყლის მაფიის“ 42 წლის ბოსის, ვარლამ მამრაძის ცოლის, 25 წლის ლანა ბრეგვაძის საყვარელი იყო.
ძველ საქმოსანს, ვარლამ მამრაძეს დიდი გამოცდილება ჰქონდა მსგავს საქმეებში. ის კრიმინალურ სამყაროსაც კარგად იცნობდა და სამთავრობო წრეებშიც ბევრი ნაცნობი ჰყავდა. მასთან ინახებოდა, ეგრეთ წოდებული, „დიდი ობშჩიაკი“. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სწორედ ვარლამს მიჰქონდა საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებთან ქრთამი, რომელიც არალეგალური ფულის ნაწილი იყო. ყოველი თვის ბოლოს მამრაძის ფეშენებელური, ვაკეში მდებარე სახლის უზარმაზარ სეიფში 3 მილიონი მანეთი გროვდებოდა. საახალწლოდ კი ეს თანხა სამმაგდებოდა და 10 მილიონს აღწევდა, რაც იმ პერიოდისთვის უზარმაზარი თანხა იყო. ვარლამი თავადაც მექალთანე იყო და ლანაც ერთ-ერთი ასეთი ქალი იყო, რომელიც შემდგომ ცოლად მოიყვანა. ვარლამს შვილი არ ჰყავდა, თუმცა ძალიან უნდოდა. ლანა კი მას ატყუებდა, არ ვორსულდებიო. სინამდვილეში კი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს იყენებდა. ლანას და ირაკლის ურთიერთობა უკვე ერთი წელი გრძელდებოდა, თუმცა მამრაძე ისე ენდობოდა მას, რომ ვერც კი წარმოიდგენდა, რა ხდებოდა მის თავს. მოსკოვიდან გამოქცეული ირაკლი პირდაპირ ვარლამ მამრაძეს მიადგა და ყველაფერი რომ მოუყვა, სწორედ მამრაძემ შეიფარა ის და უთხრა: აქედან ფეხი არ მოიცვალო. მოსკოვში გადავფრინდები და ყველაფერს მოვაგვარებო. მამრაძე მოსკოვში 30 დეკემბერს ჩაფრინდა და თბილისში 4 იანვარს კმაყოფილი დაბრუნდა. თუმცა, მას არც ირაკლი დახვდა და არც ლანა. მთავარი და უფრო საშინელი კი ის იყო, რომ მისი სეიფიდან 9 მილიონი მანეთი გამქრალიყო, რომელიც საქართველოს მთავრობაში უნდა გაენაწილებინა.
  P.S. ვარლამ მამრაძე რომ ყველაფერს მიხვდა, იცოდა, პასუხს მას მოსთხოვდნენ, ამიტომ გაურკვეველი მიმართულებით მიიმალა და მას მერე აღარც გამოჩენილა. ირაკლი და ლანა 1980 წლამდე რუსეთში, შორეულ აღმოსავლეთში იმალებოდნენ. პარალელურად, გატაცებული ფულით ძვირფასეულობას ყიდულობდნენ. 1981 წლის იანვარში კი ჯერ იაპონიაში მოახერხეს არალეგალურად გადასვლა, შემდეგ კი – შეერთებულ შტატებში და იქ დასახლდნენ.
  „მატყლის მაფია“ კი შევარდნაძემ 1974 წელს გაანადგურა (მას მერე, რაც საქართველოს „ცეკას“ პირველი მდივანი გახდა).


скачать dle 11.3